პიკო-31-დე-მარკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პიკო-31-დე-მარკო
Pico 31 de Março.JPG
კოორდინატები: 0°48′ ჩ. გ. 66°00′ დ. გ. / 0.800° ჩ. გ. 66.000° დ. გ. / 0.800; -66.000
ქვეყანა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
ვენესუელის დროშა ვენესუელა
სიმაღლე 2973 
პირველი ასვლა 1965
უმარტივესი მარშრუტი სან-გაბრიელ-და-კაშუერას ქალაქიდან, მდინარე ლაზინოს გაყოლებით
პიკო-31-დე-მარკო — ბრაზილია
პიკო-31-დე-მარკო
პიკო-31-დე-მარკო — ვენესუელა
პიკო-31-დე-მარკო

პიკო-31-დე-მარკო (პორტ. Pico 31 de Março) — მთა ბრაზილია-ვენესუელის საზღვარზე. ზღვის დონიდან 2973 მ სიმაღლით არის ბრაზილიის სიმაღლით მეორე მთა. ის პიკო-და-ნებლინას მთათა მასივის ნაწილს წარმოადგენს. პიკო-31-დე-მარკო შეიძლება განხილულ იქნეს როგორც პიკო-და-ნებლინას მეორე მწვერვალი. ეს ორი მწვერვალი ერთმანეთთან დაკავშირებულია პატარა უნაგირით, რომლის დაფარვაც მცირე დროშია შესაძლებელი.

აღმოჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვერვალი აღმოაჩინეს 1964 წელს, პიკო-და-ნებლინაზე ბრაზილიის ჯარის ექსპედიციის დროს. სახელი (31 მარტის მწვერვალი) მიიღო რამდენიმე თვის წინ (31 მარტს) მომხდარი რევოლუციის პატივსაცემად, როდესაც ბრაზილიაში სამხედრო დიქტატურა დამყარდა. 1985 წელს დემოკრატიული ხელისუფლების დაბრუნების მიუხედავად მწვერვალს სახელი არ შესცვლია. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ვენესუელის უმაღლესი მწვერვალი, რომელიც მდებარეობს ანდებს გარეთ, ვენესუელელები თვლიან, რომ ეს არის პიკო-და-ნებლინის ნაწილი და არ ეძახიან ცალკე სახელს.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიკო-და-ნებლინას მასივი უმაღლესი მწვერვალებია გვიანას მთიანეთში, მაგრამ სახელგანთქმული რორაიმასა და ტეპუისგან განსხვავებით ის არ არის ზეგანი, როგორც უმეტესი ნაწილი გვიანას მთიანეთისა. Neblina როგორც ესპანურად ასევე პორტუგალიურად ნიშნავს ნისლს. მთა შედის პიკო-და-ნებლინას ეროვნულ პარკში; მისი ჩრდილოეთი ფერდი ასევე დაცულია ვენესუელის მხრიდან Serranía de la Neblina National Park პარკში. ეს ორი ტყუპისცალი პარკი, მეზობელ Parima Tapirapecó National Park პარკთან ერთად რომელიც მდებარეობს ვენესუელაში მოიცავენ 80,000 კმ²-ს. ეს არის მსოფლიოში უდიდესი ტროპიკული ტყეების, ეროვნული პარკების სისტემა.

სიმაღლე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

39 განმავლობაში მწვერვალის სიმაღლესთან დაკავშირებით არსებობდა მცდარი წარმოდგენა. 1965 წელს ტოპოგრაფი ხოსე ამბროსიოს მიერ ტეოდოლიტით გაზომილი პიკო-31-დე-მარკოს სიმაღლედ ითვლებოდა 2,992 მეტრი. თუმცა 2004 კარტოგრაფი მარკო აურელიოს მიერ გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემით (GPS) ჩატარებულმა უფრო ზუსტმა აზომვამ აჩვენა, რომ მისი სიმაღლე 2,973 მეტრია. დღეისთვის ეს მონაცემი ოფიციალურად აღიარებულია ბრაზილიის ფედერალური მთავრობის გეოგრაფიული ტოპოგრაფიისა და აღწერის სააგენტოს: ბრაზილიის გეოგრაფიისა და სტატისტიკის ინსტიტუტის მიერ. რომელიც მონაწილეობდა აღნიშნული ექცპედიციის დაფინანსებაში. [1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]