პაულ დილსი
პაულ დილსი | |
---|---|
გერმ. Paul Diels | |
დაბ. თარიღი | 28 დეკემბერი, 1882[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | ბერლინი[1] |
გარდ. თარიღი | 19 თებერვალი, 1963[1] [3] [4] (80 წლის) |
გარდ. ადგილი | მიუნხენი[1] |
მოქალაქეობა | გერმანია |
საქმიანობა | ენათმეცნიერი[1] და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი და ვროცლავის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი |
მეუღლე | Almod E. Diels[5] |
მამა | ჰერმან დილსი |
პაულ დილსი (გერმ. Paul Diels; დაბადებით Paul Cäsar Oskar Gottlieb Diels პაულ ცეზარ ოსკარ გოტლიბ დილსი) (დ. 28 დეკემბერი, 1882, ბერლინი — გ. 19 თებერვალი, 1963, მიუნხენი) — გერმანელი ენათმეცნიერი და სლავისტი.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პაულ დილსი იყო ფილოლოგის ჰერმან დილსის უმცროსი ვაჟიშვილი. პაულ დილსი სწავლობდა ბერლინისა და ვენის უნივერსიტეტებში. 1906 წელს მან დისერტაცია დაიცვა ბერლინის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტში თემაზე „ზმნის ადგილი ძველ ზემოგერმანულ პროზაში“ და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება.
1909 წელს იგი ბერლინში ინდოგერმანული ენათმეცნიერების პრივატდოცენტი გახდა. მოგვიანებით დილსი პრაღის გერმანული უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, 1911 წელს ბრესლაუს (ვროცლავი) უნივერსიტეტის პროფესორის ხდება.
1947-დან 1952 წლამდე იგი ასწავლიდა მიუნხენის უნივერსიტეტში. 1944 წლამდე დილსი ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის კორესპონდენტი იყო, ხოლო 1947 წლიდან კი ნამდვილი წევრი.
პაულ დილსი აქვეყნებდა შრომებს ინდოგერმანისტიკაში, გერმანულ და სლავურ ფილოლოგიაში, რომელთა შორისაა ორი ტომი ძველი საეკლესიო სლავური ენის გრამატიკაში.
პაულ დილსის შრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შრომების ქართული თარგმანები არ არსებობს, მაგრამ სია მოცემულია ლიტერატურის ქართული თარგმანშიაც.
- Die Slawen. Leipzig 1920.
- Zur slavischen und germanischen Formenbildung: Vorgetragen am 2. Juli 1948. München 1949.
- სლავური და გერმანული ფორმათქმნადობა: მოხსენების სახით 1948 წლის 2 ივლისს. მიუნხენი 1949.
- Aus der Geschichte der lateinischen Schrift bei den Südslaven. München 1951.
- სამხრეთელი სლავების ლათინური ანბანის ისტორიიდან. მიუნხენი 1951.
- Die slavischen Völker. Mit einer Literaturübersicht von Alexander Adamczyk. Wiesbaden 1963.
- სლავი ხალხები. ალექსანდერ ადამჩიკის მიერ დართული ლიტერატურითურთ. ვისბადენი 1963.
- Altkirchenslavische Grammatik: I. Teil: Grammatik, II. Teil: Ausgewählte Texte und Wörterbuch. Heidelberg 1963(2).
- ძველი საეკლესიო სლავური გრამატიკა. I ნაწილი: გრამატიკა, II ნაწილი: რჩეული ტექსტები და ლექსიკონი. ჰაიდელბერგი 1963 (2).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Große Bayerische Biographische Enzyklopädie. Herausgegeben von Hans-Michael Körner unter Mitarbeit von Bruno Jahn. Band 1 A-G, K. G. Saur, München 2005, ISBN 3-598-11460-5
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Deutsche Nationalbibliothek Record #118678299 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 4.0 4.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ https://dieweddigens.jimdofree.com/zweig-diels/