შინაარსზე გადასვლა

პავლე კოვალიოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პავლე კოვალიოვი
დაბ. თარიღი 23 იანვარი, 1912(1912-01-23)
დაბ. ადგილი სუმი
გარდ. თარიღი 18 აპრილი, 1996(1996-04-18) (84 წლის)
გარდ. ადგილი ხარკივი
მოქალაქეობა  უკრაინა
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ხარკოვის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ხარკოვის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები წითელი ვარსკვლავის ორდენი და სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი

პავლე კოვალიოვი (უკრ. Павло Ковальов; დ. 23 იანვარი 1912, სუმი — გ. 18 აპრილი 1996, ხარკივი) — უკრაინელი გეოგრაფი და ალპინისტი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1968). ხარკივის უნივერსიტეტის რეგიონული ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის გამგე. სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების წევრი (1985).

მრეწველობის ქიმიის ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ (1931) მუშაობა დაიწყო სოლიკამსკში, კრასნოიარსკსა და სუმში. 1937 წელს ჩააბარა ხარკივის უნივერსიტეტის გეოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტზე, რის შემდეგ ხელი მოჰკიდა ალპინიზმს. 1938 წლის ზაფხულში ჩამოვიდა კავკასიაში, სადაც ეწვია ერთ-ერთ ალპურ კლუბს. აქვე მიანიჭეს სსრკ ალპინიზმის წოდება. კავკასიაში ყოფნისას კოვალიოვმა დაიწყო გეომორფოოგიისა და გლაციოლოგიის საკითხების შესწავლა. განსაკუთრებით მისი ყურადღება მიიქცია სელურმა მოვლენებმა და მაღალმთიანი კავკასიონის მყინვარებმა. პირველმა გამოიკვლია ჯალოვჩატის მთის გეომორფოლოგიური საკითხები.

1941 წელს გაიწვიეს ფრონტზე. მონაწილეობა მიიღო ხარკივის და სტალინგრადის დაცვაში, აგრეთვე კურსკის ბრძოლაში. ომის დამთავრების შემდეგ კოვალიოვი ხარკივის უნივერსიტეტში მუშაობდა პედაგოგად. 1953 წელს კავკასიაში ჩატარებული რიგი ურთულესი ტრავერსისთვის ხდება სსრკ სპორტის ოსტატი. 1950 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1966 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. კოვალიოვმა მნიშვნელოვანი კვლევები ჩაატარა აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ფარგლებში, სადაც აღწერა მეოთხეული ნალექების პალეოგეოგრაფია.

ავტორია 240 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის მონოგრაფიებისა. დაჯილდოებულია წითელი ვარსკვლავისა და სამამულო ომის ორდენებით.

  • Ковалев П. В. Кавказ. Очерк природы. М. Географгиз. 1954;
  • Ковалев П. В. Вопросы четвертичного оледенения Кавказа, 1965;
  • Ковалев П. В. Современное и древнее оледенение Большого Кавказа, 1967.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]