შინაარსზე გადასვლა

პაატა ჭავჭავაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პაატა ჭავჭავაძე (დ. 1755 — გ. 1824 ან 1825), თავადი, ქართლ-კახეთის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. ილია ჭავჭავაძის პაპა.

მეფე ერეკლე II-ის დაღესტანზე ლაშქრობის მონაწილის — თავად ბესპაზ ჭავჭავაძის ვაჟი. აქტიურად მონაწილეობდა იმერეთის სამეფოს ტახტზე სოლომონ II-ის აყვანაში. გიორგი XII-მ ხუთასისთავობა უბოძა; მას ევალებოდა ბახტრიონიდან გავაზამდე შეკრებილი მოლაშქრეების მეთაურობა. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ახალი მთავრობა უნდობლად უყურებდა; მხოლოდ 1816 წ. აღუდგინა ძველი ღირსება კავკასიის მთავარმართებელმა ალექსეი ერმოლოვმა. დაიღუპა სოფ. გავაზზე ლეკების თავდასხმის მოგერიებისას.

პაატა ჭავჭავაძემ იქორწინა პელაგია ანდრონიკაშვილზე. მათ ჰყავდათ 6 (შესაძლოა 7) შვილი:

  • მაკრინე (1792-1872) — თავად ივანე ერისთავის მეუღლე; ილია ჭავჭავაძის გამზრდელი
  • მიხეილი (1802-1832) — დაიღუპა ლეკებთან შეტაკებისას
  • სიმონი (1802-1827) — რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი; დაიღუპა ერევანთან სპარსელებთან ბრძოლაში
  • ალექსანდრე (1808-1838) — რუსეთის არმიის ოფიცერი; დაიღუპა დაღესტნის ომში
  • გრიგოლი (1811-1852) — რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი; ილიას მამა
  • გარსევანი (1816-1847) — რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი; დაიღუპა დაღესტნის ომში

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]