შინაარსზე გადასვლა

ოსკარ ფერდინანდ პეშელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოსკარ ფერდინანდ პეშელი
გერმ. Oscar Peschel
დაბ. თარიღი 17 მარტი, 1826(1826-03-17)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი დრეზდენი[5]
გარდ. თარიღი 31 აგვისტო, 1875(1875-08-31)[1] [2] [3] [4] (49 წლის)
გარდ. ადგილი ლაიფციგი[5]
მოქალაქეობა საქსონიის სამეფო
საქმიანობა ანთროპოლოგი, გეოგრაფი, მწერალი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ლაიფციგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი იენის უნივერსიტეტი[6]

ოსკარ ფერდინანდ პეშელი (გერმ. Oscar Ferdinand Peschel; დ. 17 მარტი 1826, დრეზდენი, გერმანია — გ. 31 აგვისტო 1875, ლაიფციგი, გერმანია[7]) — გერმანელი გეოგრაფი, მწერალი და რედაქტორი. კარლ რიტერის ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრე.

დაიბადა დრეზდენში. სწავლობდა სამართალს ლაიფციგსა და ჰაიდელბერგში. 1848 წლიდან გახდა ჟურნალ „ალგემაინე ცაუტუნგი“-ის (გერმ. „Allgemeine Zeitung“), ხოლო 1854 წლიდან „დას აუსლანდის (გერმ. „Das Ausland“) რედაქტორი. აღნიშნული თანამდებობა დატოვა 1871 წელს, საიდანაც გადაბარგდა ლაიფციგის უნივერსიტეტში, სადაც სათავეში ჩაუდგა გეოგრაფიული კათედრის შექმნას.

1854-1871 წწ. არედაქტირებდა ჟურნალ „აუსლანდ-ს“ (გერმ. „Ausland“), რომელმაც დიდი როლი ითამაშა გერმანიაში გეოგრაფიული ცოდნის განვითარებაში. ოსკარ პეშელის ძირითადი შრომები შეეხება ზოგადი ფიზიკური გეოგრაფიის, ქვეყანათმცოდნეობისა და დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ისტორიის საკითხებს. მნიშვნელოვანია მისი დედამიწის ზედაპირის რელიეფის ანალიზი, რომელმაც ხელი შეუწყო გეომორფოლოგიის დარგის განვითარებას. 1771 წელს დაინიშნა ორდინარულ პროფესორად ლაიფციგის უნივერსიტეტში. ლაიფციგში პეშელის წინამორბედი იყო ოტო დელიჩი (1876-1882).

იგი გეომორფოლოგიის არა ფუძემდებელი, არამედ მისი პიონერი იყო. პეშელის გეოგრაფიული, ეთნოლოგიური და გეომორფოლოგიური ნაშრომები ნოვატორული ხასიათისაა. გარდაიცვალა 1875 წლის 31 აგვისტოს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Friedrich v. Hellwald: Oskar Peschel. Augsburg 1876.
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #119115204 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Professorenkatalog der Universität Leipzig — 2006.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  5. 5.0 5.1 Пешель Оскар // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  6. Mathematics Genealogy Project — 1997.
  7. Die kleine Enzyklopädie, Encyclios-Verlag, Zürich, 1950, Band 2, Seite 342