შინაარსზე გადასვლა

ეთნოლოგია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადოლესენტ მუხიმბა

ეთნოლოგია (ბერძ. ἔθνος, ეთნოსი — ხალხი + ლოგოს — სწავლება, მეცნიერება) — ანთროპოლოგიის განშტოება აანალიზებს და ადარებს კაცობრიობის ეთნიკური, რასობრივი და/ან ეროვნული თავისებურების წარმოშობას, გავრცელებას, ტექნოლოგიებს, ისევე როგორც, მათ რელიგიებს, ენებს და სოციალურ სტრუქტურას.

ეთნოლოგიური დისციპლინის მიზანია საველე მონაცემების საფუძველზე ხალხთა კულტურული და სოციალური განსხვავებულობის შესწავლა. ეთნოლოგიას მჭიდრო კავშირები აქვს სხვა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებთან (ისტორია, არქეოლოგია, ენათმეცნიერება, ფოლკლორისტიკა, გეოგრაფია, დემოგრაფია, პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ეკოლოგია და სხვა) და რიგ შემთხვევებში მხოლოდ ეთნოლოგიური ცოდნის გათვალისწინებით ხერხდება ზოგიერთი საკითხის ახსნა და შესწავლა (მაგ. ეთნოსის ფსიქოლოგიის — ეროვნული ხასიათის, შესწავლა წარმოუდგენელია ეთნოლოგიური მონაცემების გამოყენების გარეშე).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეთნოლოგია“-დან