შტაბი
იერსახე
შტაბი (გერმ. Stab) — საბრძოლო ვითარებისას ჯარების (ძალების) მართვის, მათი მომზადების, აღზრდისა და ყოველდღიური საქმიანობის ძირითადი ხელმძღვანელი ორგანო. არსებობს ყველა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში, დაწყებული ბატალიონიდან და ზევით. იყოფა საერთო-საჯარისო, შეიარაღებული ძალების სახეობების, გვარეობებისა და სპეციალური ჯარების შტაბებად.
შტაბის ძირითადი ამოცანებია:
- ჯარებისა და მართვის ორგანოების მუდმივი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა;
- ვითარების ამსახველი მონაცემების თავმოყრა, შესწავლა, დამუშავება და შეფასება;
- სარდლის (მეთაურის) მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ძირითადი მონაცემების, ოპერატიული, ტაქტიკური გაანგარიშებისა და წინადადებების შემუშავება;
- საბრძოლო მოქმედების დაგეგმვა და მათი ამოცანების დროზე დაყვანა ჯარებამდე;
- საბრძოლო მოქმედებათა ყოველმხრივი მომზადება და უზრუნველყოფა;
- ურთიერთქმედებების ორგანიზაცია და მისი განხორციელება ოპერაციის (ბრძოლის) მსვლელობისას;
- მებრძოლ ჯარებთან და ზემდგომ შტაბებთან საიმედო კავშირის უზრუნველყოფა;
- ბრძოლისათვის ჯარების მზადებისა და მათი ამოცანების შესრულების კონტროლი;
- მართვის პუნქტების მოწყობა, მათი მუშაობის, გადაადგილებისა და დაცვის უზრუნვეყოფცა;
- ზემდგომი შტაბებისთვის დ თანამოქმედი ჯრებისათვის საბრძოლო ვითარების შესახებ ინფორმაციის სისტემატიური მიწოდება;
- ჯარების დაკომპლექტება;
- საბრძოლო ტექნიკის, ტრანსპორტისა და სხვა მატერიალურ საშუალებათა აღრიცხვა;
- ჯარების ფარული მართვისა და სამხედრო საიდუმლოების დასაცავი ღონისძიებების გატარება;
- პირად შემადგენლობაზე რადიაქტიური ხასიათის დასხივების აღრიცხვა;
- საბრძოლო გამოცდილების შესწავლა და ჯარებამდე დაყვანა;
- ოპერაციული, საბრძოლო, პოლიტიკური და სპეციალური მომზადების, საბრძოლო მორიგეობისა და საყარაულო სამსახურის ორგანიზაცია.
შტაბის უფროსი ითვლება მეთაურის (სარდლის) პირველ მოადგილედ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 43.