კორმისოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კორმისოში
Кормисош
ბულგარეთის მე-7 ხანი
მმართ. დასაწყისი: 753
მმართ. დასასრული: 756
წინამორბედი: სევარი
მემკვიდრე: ვინეხი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
დინასტია: ვოკილი

კორმისოში (ბულგ. Кормисош) — ბულგარეთის პირველი სამეფოს ხანი 753-756 წლებში. ვოკილის დინასტიის პირველი წარმომადგენელი. მისი მმართველობა დაკავშირებულია ბულგარეთის მმართველი დინასტიის შეცვლასთან, სახელმწიფოს კრიზისთან და ბიზანტიასთან ხანგრძლივ ომთან.

დულოს დინასტიის დასრულების შესახებ არსებობს ორი ჰიპოთეზა. ერთი ჰიპოთეზის თანახმად სევარს მემკვიდრე არ დარჩენია, მეორე ჰიპოთეზის თანახმად კი - ბულგარეთის სამეფოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა[1].

ბულგარეთ-ბიზანტიის დაპირისპირების მიზეზი გახდა კონსტანტინე V-ის მცდელობა აღედგინა ციხესიმაგრე თრაკიაში ბულგარეთის საზღვართან. კორმისოშმა ილაშქრა ბიზანტიაში, რაზეც საპასუხოდ იმპერატორმა ცხრა ლაშქრობა მოაწყო ბულგარეთის წინააღმდეგ. კორმისოშის არმიამ თითქმის კონსტანტინოპოლს მიაღწია, მაგრამ დამარცხდა. სავარაუდოდ, ეს იყო მისი მმართველობიდან ჩამოშორების მიზეზი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mosko Moskov, Imennik na bălgarskite hanove (novo tălkuvane), Sofia 1988.
  • Андреев, Й. Болгарские ханы и цари (VII-XIV в.). София, 1987

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Статья из книги «Болгарские ханы и цари». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-17. ციტირების თარიღი: 2014-07-05.