სამუილი (ბულგარეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამუილი
Самуил
Samuil of bolgaria reconstruction.jpg
ანთროპოლოგიური რეკონსტრუქცია
ბულგარეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 980
მმართ. დასასრული: 6 ოქტომბერი, 1014
წინამორბედი: რომანი
მემკვიდრე: გავრილ რადომირი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 6 ოქტომბერი, 1014
გარდ. ადგილი: პრილეპი, მაკედონია
მეუღლე: კოსარა
შვილები: ანასტასია, თეოდორა, მიროსლავა, გავრილ რადომირი
დინასტია: კომიტოპულები
მამა: კომიტ-ნიკოლაი
დედა: რიფსიმე

სამუილი (ბულგ. Самуил; დ. უცნობია — გ. 6 ოქტომბერი, 1014) — ბულგარეთის სამეფოს მეფე 980-1014 წლებში კომიტოპულების დინასტიიდან.

ბულგარეთს ფაქტობრივად მართავდა 971 წლიდან, როგორც მხედართმთავარი და მეფე რომანის თანამმართველი. უფროსი ძმების დავითისა და მოსეს გარდაცვალების შემდეგ 980 წელს გახდა ბულგარეთის მეფე. სათავე დაუდო კომიტოპულების დინასტიას. ბიზანტიასთან ხანგრძლივ ომში შეინარჩუნა ქვეყნის დამოუკიდებლობა. მმართველობის დასაწყისში ბიზანტიელებს მიაყენა რამდენიმე მძიმე მარცხი და შეაჩერა მათი შემოსევები ბულგარეთში.

X საუკუნის დასასრულს ბულგართის ჯარმა დაიპყრო სერბების მიწა, მოწყვეს ექსპედიციების მთელი რიგი ხორვატებისა და უნგრელების წინააღმდეგ. თუმცა 1001 წლიდან სამუილი იძულებულია გადავიდეს თავდაცვით ბრძოლებზე, ბიზანტიელთა შემოსევების გამო. მას შემდეგ, რაც ბიზანტიის იმპერიამ დაიბრუნა ბულგარეთის სამეფოს ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, სამუილმა დედაქალაქი გადაიტანა თანამედროვე მაკედონიის ტერიტორიაზე. თავდაპირველად დედაქალაქის ფუნქციას რომელიმე კონკრეტული ქალაქი არ ასრულებდა. საბოლოდ კი დროებითი დედაქალაქი გახდა ოჰრიდი. სამუილი გარდაიცვალა გულის შეტევით 1014 წლის 6 ოქტომბერს, კლეიდიონის ბრძოლაში სასტიკი მარცხიდან ორი თვის შემდეგ. 4 წლის შემდეგ ბულგარეთი მთლიანად დაიპყრო ბიზანტიის იმპერიამ.

სამუილის მმართველობის პერიოდში ბულგარეთის პირველი სამეფო მოიცავდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის უდიდეს ნაწილს, მათ შორის თრაკიას. იგი ითვლება მაკედონიისა და ბულგარეთის ეროვნულ გმირად. მის დამსახურებას აფასებდნენ მოწინააღმდეგეებიც. ბიზანტიელმა მწერალმა იოანე გეომეტრმა დაწერა ლექსი, სადაც სამუილი კომეტას შეადარა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 
 
 
 
 
 
 
კომიტ
ნიკოლაი
 
 
 
რიფსიმე
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დავითი
 
მოსე
 
აარონი
 
სამუილი
 
 
 
კოსარა
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კატუნი
 
 
თეოდორა
კოსარა
 
 
მიროსლავა
 
 
გავრილ
რადომირი
 
 
 
იშტვან I-ის და
 
 
 
 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: