დასავლეთ ბულგარეთის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
RizMap10.jpg

დასავლეთ ბულგარეთის სამეფო — ფეოდალური სახელმწიფო (ცენტრი ჯერ პრესპი, შემდეგ ოჰრიდი). ბულგარეთის ისტორიის ლიტერატურის თანახმად, შეიქმნა 969 წელს ე. წ. კომიტოპულების — კომიტი (ვოევოდა) ნიკოლოზის შვილების — დავითის, მოსეს, არონისა და სამუილის აჯანყების შედეგად. კომიტოპულების საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო ბიზანტიის წინააღმდეგ. თავისი ძმების სიკვდილის შემდეგ 997 წელს დასავლეთ ბულგარეთის სამეფოს ერთპიროვნული მმართველი გახდა სამუილი. მან მნიშვნელოვნად გააფართოვა სამეფოს ფარგლები (დაიკავა ჩრდილოეთი საბერძნეთის დიდი ნაწილი და სხვა), აღადგინა ბიზანტიის იმპერატორის იოანე ციმისხის მიერ გაუქმებული ბულგარეთის საპატრიარქო.

1001 წლიდან ბიზანტიამ დაიწყო აქტიური შეტევა დასავლეთ ბულგარეთის სამეფოს წინააღმდეგ. 1014 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი II ბულგართმმუსვრელმა ბულგარელები დაამარცა ბელასიცასთან. ბულგარელების წარჩინებულთა ნაწილი ბიზანტიის მხარეზე გადავიდა. სამუილის მემკვიდრეები ვერ გაუმკლავდნენ ბიზანტიელებს. 1018 წელს ბასილი II-მ აიღო ოჰრიდი და დასავლეთ ბულგარეთის სამეფო დაიმორჩილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]