შინაარსზე გადასვლა

ომარა პორტუონდო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ომარა პორტუონდო
ესპ. Omara Portuondo

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 29 ოქტომბერი, 1930(1930-10-29)[1] [2] (94 წლის)
დაბ. ადგილი ჰავანა[3]
ჟანრ(ებ)ი სონ კუბანო, გუახირა
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1952 - დღემდე
საიტი omaraportuondo.com
ომარა პორტუონდო ვიკისაწყობში

ომარა პორტუონდო (ესპ. Omara Portuondo; დ. 29 ოქტომბერი, 1930, ჰავანა, კუბა) — კუბელი მომღერალი, ბუენა ვისტას სოციალური კლუბის წევრი.

დაიბადა 1930 წლის 29 ოქტომბერს ჰავანაში. ოჯახში სამი დანი იყვნენ; დედამისი შეძლებული ესპანური ოჯახიდან იყო და მისი ქორწინება შავკანიან პროფესიონალ ბეისბოლისტთან საოჯახო სკანდალის საბაბი შეიქმნა. ომარა კარიერას 1945 წელს იწყებს, როგორც მოცეკვავე, ჰავანის კლუბ ტროპიკანაში (უფროსი დის, ჰეიდის, მიბაძვით). ორივე და ოჯახისა და მეგობრებისთვის ხშირად მღეროდა ხოლმე და მცირე ხნით ბენდ „ლოქიბამბალა სვინგში“ ყოფნის შემდეგ, 1952 წელს ორ სხვა მეგობართან (ელენა ბერკი და მორაიმა სეკადა) ერთად საკუთარ მომღერალთა გუნდს „კვარტეტო ლას დ'აიდა“ ქმნიან პიანისტ აიდა დისტროს მხარდაჭერით. გუნდს საკმაო წარმატება ჰქონდა — ტურით აშშ-ში, ტროპიკანაში ნატ კინგ კოულთან შესრულებით და არ-სი-ეი ვიქტორ სტუდიასთან ალბომის ჩაწერით.

1959 წელს პორტუონდო სოლო ალბომს „მაგია ნეგრა“ უშვებს, რომელშიც ჯაზური და კუბის მუსიკაა გაერთიანებული. თუმცა ეს არ იყო მისი სოლო კარიერის დასაწყისი, ვინაიდან, მიუხედავად ჰეიდის 1961 წელს ჯგუფიდან აშშ-ში წასვლისა, ის აგრძელებს კვარტეტში მღერას 1967 წლამდე.

1967 წელს პორტუონდო სრული დატვირთვით სოლო კარიერაზე გადადის და იმავე წელს კუბას წარმოადგენს სოპოტის ფესტივალზე პოლონეთში, ხუანიტო მარკესის „კომო უნ მილაგროს“ შესრულებით. სოლო ნამუშევრებთან ერთად, 70-იანებში ის ასევე ჩარანგასთან მღერის ბენდში „ორქესტრა არაგონ“ და მათთან ერთად ტურებში მოგზაურობს ძირითადად კომუნისტურ სამყაროში (თუმცა არა მხოლოდ).

1974 წელს ომარა გიტარისტ მარტინ როხასთან ერთად წერს შემდგომში კრიტიკოსთა მიერ ყველაზე მნიშვნელოვნად შეფასებულ ალბომს, რომელშიც ის სალვადორ ალიენდესა და ჩილელ ხალხს უმღერის ავგუსტო პინოჩეტის მიერ სამხედრო გადატრიალების ერთი წლის თავზე. ალბომის სხვა ჰიტებშია ასევე მისი ულამაზესი სიმღერა „ჰასტა სიემპრე“ მიძღვნილი ერნესტო „ჩე“ გევარასადმი.

70-80-იან წლებში პორტუონდო საკმაო წარმატებით სარგებლობს, როგორც შინ ასევე საზღვარგარეთ, ტურებით, ალბომებით (მათ შორის მისი კომეციულად ყველაზე წარმატებული ჩანაწერები ადალბერტო ალვარეზთან1984), კინოროლებით და საკუთარი სატელევიზიო სერიალებით. თუმცა მისი სერიოზული საერთაშორისო აღიარება 1996 წლიდან იწყება.

ბუენა ვისტას სოციალური კლუბი და შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იბრაჰიმ ფერერი და ომარა პორტუონდო სიმღერის "Silencio" შესრულებისას უიმ ვენდერერის 1999 წლის ფილმში.

1996 წლის ბუენა ვისტას სოციალური კლუბის ალბომში პორტუონდო მღერის დუეტში იბრაჰიმ ფერერთან. ამას შედეგად არა მხოლოდ მეტი ტურები (მათ შორის ნიუ-იორკში კარნეგი ჰოლში შესრულებით) და უიმ უენდერის ფილმ „ბუენა ვისტას სოციალური კლუბი“ გამოჩენა, არამედ ორი მსოფლიო მნიშვნელობის ახალი ალბომი მოჰყვა სტუდიასთან "World Circuit": „ბუენა ვისტას სოციალური კლუბი წარმოგიდგენთ: ომარა პორტუონდო“ (2000) და „ფლორ დე ამორ“ (2004).

2005 წლის ვილისში პორტუონდომა ბერლინის ფესტივალზე (Berlin Festival Classic Open Air am Gendarmenmarkt) წარმოადგინა საკუთარი ყველაზე მნიშინელოვანი რეპერტუარის სიმფონიური კონცერტი. პროგრამას ხელმძღვანელობდა რობერტო სანჩეს ფერერი, დირიჟორი/პიანისტი, რომელთანაც ომარა მთელი მისი ადრეული ტროპიკანას პერიოდში თანამშრომლობდა. 2007 წელს მან შეასრულა მთავარი როლი ლისტ ალფონსოს საცეკვაო მიუზიკლში "ვიდა", რომელშიც თანამედროვე კუბა წარმოდგენელია ხანშიშესული ქალის თვალითა და მოგონებებით. ამავე წელს პორტუონდო გამოდის მონრეალის ჯაზის ფესტივალზე, რომელიც შემდგომში DVD დისკზე გამოვიდა. 2008 წელს მან ჩაწერა ალბომი დიუტში ბრაზილიელ მომღერალ მარია ბეთანიასთან, სახელწოდებით "Maria Bethania e Omara Portuondo".

ბვსკ წარმოგიდგენთ: ომარა პორტუონდო, 2000
ფლორ დე ამორ, ომარა პორტუონდო, 2004
  • 1950-იანები: Amigas (Cuarteto las d'Aida-ს მიერ)
  • 1996: Palabras
  • 1996: Buena Vista Social Club
  • 1997: Omara Portuondo & Martin Rojas
  • 1997: A Toda Cuba le Gusta (Afro-Cuban All Stars მიერ)
  • 1999: Desafios (ჩუჩო ვალდესთან)
  • 1999: Oro Musical
  • 1999: Magia Negra
  • 1999: Buena Vista Social Club Presents Ibrahim Ferrer
  • 2000: Buena Vista Social Club Presents Omara Portuondo
  • 2000: Roots of Buena Vista
  • 2000: La Colección Cubana
  • 2001: Pensamiento
  • 2001: La Sitiera
  • 2001: You
  • 2002: 18 Joyas Ineditas
  • 2002: La Gran Omara Portuondo
  • 2002: La Novia del Filin
  • 2002: Dos Gardenias
  • 2004: Flor De Amor
  • 2005: Lágrimas Negras (Canciones y Boleros)
  • 2007: Singles
  • 2008: Maria Bethania e Omara Portuondo
  • 2008: Gracias
  • 2011: Omara & Chucho

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Discogs — 2000.
  2. filmportal.de — 2005.
  3. Deutsche Nationalbibliothek Record #131660713 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.