კეიკო ფუხიმორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კეიკო ფუხიმორი
ესპ. Keiko Sofia Fujimori Higuchi
იაპონ. 藤森 恵子
Keiko Fujimori 2.jpg
დაბ. თარიღი 25 მაისი 1975
დაბ. ადგილი ლიმა პერუ
მოქალაქეობა Flag of Peru.svg პერუ
განათლება Stony Brook University, ბოსტონის უნივერსიტეტი, Columbia Business School, Questrom School of Business და Colegio Sagrados Corazones Recoleta
რელიგია კათოლიკე
საქმიანობა პოლიტიკოსი
მამა ალბერტო ფუხიმორი
დედა სუსანა იგუჩი
მეუღლე/ები Mark Vito Villanella

კეიკო სოფია ფუხიმორი იგუჩი (ესპ. Keiko Sofía Fujimori Higuchi, იაპონ. 藤森 恵子; დ. 25 მაისი, 1975, ლიმა) — პერუელი პოლიტიკოსი. პერუს ყოფილი პრეზიდენტის ალბერტო ფუხიმორის შვილი.

მამის პრეზიდენტობის პერიოდში დაიწყო სწავლა სტოუნი-ბრუკის უნივერსიტეტში, აშშ. 1997 წელს მიიღო ბოსტონის უნივერსიტეტის დიპლომი. 1994 წელს, მშობლების გაშორების შემდეგ მიიღო პერუს „პირველი ლედის“ ტიტული. აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში.

2004 წელს ცოლად გაყვა აშშ-ის მოქალაქეს მარკ ვილანელას, რომელმაც 2009 წელს პერუს მოქალაქეობა მიიღო.

მამამისის სასამართლო დევნის შემდეგ 2005 წელს აქტიურად ჩაერთო დიდ პოლიტიკაში. 2006 წელს მონაწილეობა მიიღო პერუს კონგრესის არჩევნებში პარტია „მომავლის ალიანსის“ სიით და ლიმის რეგიონში მიიღო 602 869 ხმა, რაც იყო ამ არჩევნებში ერთი კანდიდატისათვის მიცემული ხმების სარეკორდო მაქსიმუმი. 2006-2011 წლებში პერუს კონგრესის წევრია.

2010 წელს განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა 2011 წელს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში. პირველი ტურის შემდეგ მიიღო ხმების 23,49% დაიკავა მეორე ადგილი და გავიდა მეორე ტურში[1]. მეორე ტურის საბოლოო შედეგების მიხედვით მიიღო ხმების 48,452%[2]. ამ შედეგით იგი დამარცხდა ოლიანტა უმალასთან.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს პირველ ტურში მიიღო ხმების 40 %, დაიკავა პირველი ადგილი და მეორე ტურში ბრძოლას გააგრძელებს პედრო პაბლო კუჩინსკისთან, რომელმაც მიიღო ხმების 20%.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]