ოლგა ბრენდელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოლგა ვლადიმერის ასული ბრენდელი (რუს. Ольга Владимировна Брендель) (დ. 17 მარტი, 1923, ქ. ბორზნა, უკრაინა, — გ. 18 იანვარი, 1999, სოხუმი) — რუსი ფერმწერი. აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1958), საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1967).

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1949, დავით კაკაბაძის კლასი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1950 წლიდან. ძირითადად მუშაობდა სოხუმში. მთავარი ნამუშევრები: „ნატურმორტი“ (1958), „გაზაფხული“ (1961), ტრიპტიქი „დილა, შუადღე, საღამო“ (1963, სოხუმის სურათების გალერეა), „საგუშაგოზე“ (1965, თბილისის ეროვნული გალერეა), „მთის პეიზაჟები“ (1965–1970, იაროშენკოს სახელობის მუზეუმი, კისლოვოდსკი). მუშაობდა ასევე სცენოგრაფიის დარგში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]