შინაარსზე გადასვლა

ოთარ ღამბაშიძე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოთარ ღამბაშიძე (დ. 5 ივნისი, 1924, თბილისი) — ქართველი ექიმი.

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1947-1949 წლებში იყო კურორტ ტებერდის (ქლუხორის რაიონი) ტუბსანატორიუმის მთავარი ექიმი, საქართველოს ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფილტვის განყოფილების ორდინატორი, განყოფილების გამგე, №2, №1 და №6 ტუბსანატორიუმების ორდინატორი, ასპირანტი, ეპიდემიოლოგიისა და საორგანიზაციო განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1959-1968 წლებში სწავლული მდივანი. 1968 წლიდან თბილისის ექიმთა და ხელოვნების ინსტიტუტის ტუბერკულოზის კათედრის ასისტენტი, დოცენტი. ავტორია 56 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზის კლინიკას, დიაგნოსტიკას, თანმხლებ დაავადებებს, დიფერენციალურ დიაგნოსტიკას, მკურნალობას და ტუბერკულოზთან ბრძოლის ორგანიზებულ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: „ტუბერკულოზური ექსუდატიური პლევრიტების მკურნალობა“ (1963). სამეცნიერო-პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა კლინიკურ ორდინატორებს. ფტიზიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. თბილისის სამედიცინო აკადემიის ფტიზიატრიის კათედრის დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ტუბერკულოზური ექსუდაციური პლევრიტების ჰორმონალური და ანტიბაქტერიული თერაპია“, დაიცვა 1963 წელს.

  • 1955 — მედალი „ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი“
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 293

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოთარ_ღამბაშიძე“-დან