და იქმნა ნათელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„და იქმნა ნათელი“

ფრანგ. Et la lumière fut
დამდგმელი რეჟისორი ოთარ იოსელიანი
სცენარის ავტორი ოთარ იოსელიანი
კომპოზიტორი ნიკოლას ზურაბიშვილი
მონტაჟი მარიე–აგნეს ბლუმი,
ოთარ იოსელიანი,
ურსულა ვესტი
გამოსვლის თარიღი 1990
ხანგრძლივობა 105 წთ.
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
იტალიის დროშა იტალია
გერმანიის დროშა გერმანია

„და იქმნა ნათელი“ (ფრანგ. Et la lumière fut) — ოთარ იოსელიანის 1990 წლის ფილმი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრების დროს გადაიღო.

ფილმი საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის ერთობლივი ნამუშევარია. მასში ერთ-ერთი აფრიკული ტომის ყოფა თითქმის დოკუმენტურ რეჟიმშია ასახული. პირველყოფილი ხალხის ცხოვრებაში ნელ-ნელა იჭრება ცივილიზაცია. მათი დამოკიდებულება უცხო და გამოუსადეგარი საგნების მიმართ დროთა განმავლობაში იცვლება.

ფილმმა ვენეციის 46-ე კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]