ნოქსის ნაპირი
იერსახე
ნოქსის ნაპირი (ინგლ. Knox Coast) — უილქსის მიწის სანაპიროს დასავლეთი ნაწილი (აღმოსავლეთი ანტარქტიდა),[1] ა. გ. 100 და 110° შორის.[2] აკრავს მოუსონის ზღვა, მასში შეჭრილია დასავლეთიდან შეკლტონის შელფური მყინვარის სახით.[1][2] ბანგერის ოაზისის (1956 წელს აქ საბჭოთა სამეცნიერო სადგურმა „ოაზისმა“ დაიწყო მუშაობა; 1959 წელს გადაეცა პოლონეთს)[2] გარდა მთლიანად დაფარულია უწყვეტი ყინულოვანი საფარით, რომელიც 1500 მეტრზე მეტ სიმაღლეს აღწევს.[1] აღმოჩენილია 1840 წელს აშშ-ის ექსპედიციის მიერ ჩარლზ უილქსის ხელმძღვანელობით. სახელი ეწოდა ექსპედიციის ერთ-ერთი გემის კაპიტნის პატივსაცემად.[1][2] მნიშვნელოვანი კვლევები ჩატარდა 1956–1958 წლებში საბჭოთა ანტარქტიკული ექსპედიციების მიერ.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Нокса берег // Большая советская энциклопедия : [в 30 т.]. / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. т. 18. — М. : Советская энциклопедия, 1974.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 НОКСА БЕРЕГ // Большая российская энциклопедия. т. 23. — М., 2013. — стр. 270.