უილქსის მიწა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილქსის მიწის დაყოფა
  დანარჩენი ანტარქტიდა

უილქსის მიწა (ინგლ. Wilkes Land) — აღმოსავლეთ ანტარქტიდის ტერიტორიის ნაწილი. განლაგებულია ადელის მიწასა და დედოფალ მერის მიწის სანაპიროს შორის (ა. გ. 100° და 142° შორის). წარმოადგენს 3000 მეტრზე მეტი სისქის მყინვარულ საფარს. მყინვარის ზედაპირის სიმაღლე 1000–2500 მ. სანაპიროებთან გვხვდება ყინულისაგან თავისუფალი მონაკვეთები (ბანგერისა და გრირსონის ოაზისები). ზოგიერთ ადგილას არის შელფური მყინვარები. უილქსის მიწა ავსტრალიისა (სამეცნიერო სადგური კეისი) და რუსეთის კვლევების რაიონია. აღმოჩენილია ჩარლზ უილქსის ექსპედიციის მიერ 1840 წელს. სახელი ეწოდა მის პატივსაცემად 1911–1914 წლების ავსტრალიური ექსპედიციის დროს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Уилкса Земля // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 718.