ჩარლზ უილქსი
ჩარლზ უილქსი | |
---|---|
ინგლ. Charles Wilkes | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 3 აპრილი, 1798[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | ნიუ-იორკი |
გარდ. თარიღი | 8 თებერვალი, 1877[1] [2] [3] [4] [7] [6] (78 წლის) |
გარდ. ადგილი | ვაშინგტონი |
დასაფლავებულია | არლინგტონის ეროვნული სასაფლაო |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | კოლუმბიის უნივერსიტეტი |
მამა | ჯონ უილქსი |
დედა | Mary Magdalene Wilkes[8] |
ჯილდოები | მფარველის მედალი[9] და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი |
ხელმოწერა |
![]() |
ჩარლზ უილქსი (ინგლ. Charles Wilkes; დ. 3 აპრილი, 1798, ნიუ-იორკი — გ. 8 თებერვალი, 1877, ვაშინგტონი) — ამერიკელი საზღვაო ოფიცერი, წყნარი ოკეანისა და ანტარქტიდის მკვლევარი, ადმირალი (1866 წლიდან). 1818 წელს გადრემარინად დაიწყო სამსახური ფლოტში, 1826 წლიდან ლეიტენანტად. 1830 წლიდან იყო ინსტრუმენტებისა და რუკების საცავის გამგე. 1838–1842 წლებში მეთაურობდა წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილსა და ანტარქტიკაში 6 გემით განხორციელებულ კვლევით და ტოპოგრაფიულ ექსპედიციას, რომლის დროსაც აღიწერა პოლინეზიის 260-მდე კუნძული, მ.შ. მანამდე უცნობი 3 კუნძული ფენიქსისა და ტოკელაუს არქიპელაგებში. 1840 წელს სამხრეთის მაგნიტური პოლუსის ძიებაში გაიარა ანტარქტიდის პაკური ყინულის საფარი აღმოსავლეთი გრძედის 150°-დან 90°-მდე და რუკაზე დაიტანა კონტინენტის სანაპიროს ნაწილი. 1841 წელს ექსპედიციამ გამოიკვლია მდინარე კოლუმბიის აუზის ნაწილი, ხოლო 1842 წლის ივნისში ჩავიდა ნიუ-იორკში. 1844–1861 წლებში ჩარლზ უილქსმა და მისმა თანამგზავრებმა გამოსცეს 19-ტომიანი ანგარიში ექსპედიციის შედეგების შესახებ; ავტორია ტომებისა: „თხრობა“ (1844), „მეტეოროლოგია“ (1851), „ჰიდროგეოგრაფია“ (1861). მონაწილეობდა 1861–1865 წლების აშშ-ის სამოქალაქო ომში. მის პატივსაცემად ანტარქტიდის სანაპირო ზოლის ერთ-ერთ ნაწილს უილქსის მიწა ჰქვია.[10]
თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- (1845) Narrative of the United States exploring expedition. Phil..
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Трешников А. Ф. История открытия и исследования Антарктиды. — М., 1963.
- Свет Я. М. История открытия и исследования Австралии и Океании. — М., 1966.
- Friis, H. R. (1967). The Pacific basin. A history of its geographical exploration. N. Y..
- Tyler, D. В. (1968). The Wilkes expedition. Phil..
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ 4.0 4.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ GeneaStar
- ↑ 6.0 6.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ geni.com — 2006. — 175000000 ეგზ.
- ↑ Royal Geographical Society Gold Medal Recipients — Royal Geographical Society, 2022.
- ↑ Уилкс Чарлз // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 718.