ნორვეგიის საგრაფოები

ნორვეგიის საგრაფოები (ნორვ. fylke) — პირველი დონის ადმინისტრაციული დანაყოფები ნორვეგიაში. 2025 წლისთვის ნორვეგიაში 15 საგრაფოა, რომლებიც 357 მუნიციპალიტეტად იყოფა (ნორვ. kommune). კუნძულოვანი ტერიტორიები, სვალბარდი და იან-მაიენი, საგრაფოების შემადგენლობაში არ შედის და პირდაპირ ეროვნულ ხელისუფლების მიერ იმართება. დედაქალაქ ოსლოს როგორც საგრაფოს, ისე მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XX საუკუნე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1919 წლის შემდეგ ამტებს ფილკები (Fylke, მრავლობითში ― Fylke(r)), ხოლო ამტმანებს ― ფილკესმანები.
| ISO-კოდი | გერბი | ოლქი(fylke) | ადმინისტრაციული ცენტრი | ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტი |
|---|---|---|---|---|
| 01 | ესტფოლდი | სარპსბორგი | ფრედრიკსტადი | |
| 02 | აკერსხუსი | ოსლო | ბერუმი | |
| 03 | ოსლო | ოსლო | ოსლო | |
| 04 | ხედმარკი | ხამარი | რინგსაკერი | |
| 05 | ოპლანი | ლილეხამერი | იევიკი | |
| 06 | ბუსკერუდი | დრამენი | დრამენი | |
| 07 | ვესტფოლდი | ტიონსბერგი | სანეფიორი | |
| 08 | ტელემარკი | შიენი | შიენი | |
| 09 | ეუსტ-აგდერი | არენდალი | არენდალი | |
| 10 | ვესტ-აგდერი | კრისტიანსანი | კრისტიანსანი | |
| 11 | რუგალანი | სტავანგერი | სტავანგერი | |
| 12 | ჰორდალანი | ბერგენი | ბერგენი | |
| 13 | სოგნ-ოგ-ფიურანე | ლეიკანგერი | ფიორდე | |
| 14 | მიორე-ოგ-რუმსდალი | მოლდე | ოლესუნი | |
| 15 | სიორ-ტრიონდელაგი | ტრონხეიმი | ტრონხეიმი | |
| 16 | ნურ-ტრიონდელაგი | სტეინხერი | სხიორდალი | |
| 17 | ნურლანი | ბუდიუ | ბუდიუ | |
| 18 | ტრომსი | ტრომსიო | ტრომსიო | |
| 19 | ფინმარკი | ვადსიო | ალტა |
XXI საუკუნე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2017 წელს ნორვეგიის მთავრობამ განაცხადა, რომ 2020 წლისთვის საგრაფოთა რიცხვი 19-დან 11-მდე შემცირდებოდა. შედეგად, სამთავრობო პასუხისმგებლობების ნაწილი ახალ რეგიონებზე გავრცელდა.[1] 2017 წელს სოლბერგის კაბინეტმა საგრაფოების ნაწილი გააუქმა, ხოლო ნაწილი გააერთიანა, რის შემდეგაც საგრაფოების რიცხვი 19-დან 11-მდე შემცირდა.[2] წინააღმდეგობის შემდეგ რეფორმის გადახედვა გახდა საჭირო. 2022 წლის 14 ივნისს სტორთინგმა რეფორმის ნაწილობრივ გაუქმებას დაუჭირა მხარი და 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ნორვეგიაში 15 საგრაფო ჩამოყალიბდება.[3]
2020 წელს შექმნილი 11 საგრაფოა:
- ტრომს-ოგ-ფინმარკი ― შეიქმნა ფინმარკისა და ტრომსის საგრაფოების შერწყმის შედეგად (2020)
- ნურლანი ― ცვლილება არ შეხებია
- ტრენდელაგი ― შეიქმნა ნურ-ტრენდელაგისა და სერ-ტრონდელაგის შერწყმით (2018)
- მერე-ოგ-რუმსდალი ― ცვლილება არ შეხებია
- ვესტლანი ― შეიქმნა ჰურდალანისა და სოგნ-ოგ-ფიურანეს შერწყმით (2020)
- რუგალანი ― ცვლილება არ შეხებია
- აგდერი ― შეიქმნა ეუსტ-აგდერისა და ვესტ-აგდერის შერწყმით (2020)
- ვესტფოლდ-ოგ-ტელემარკი ― შეიქმნა ვესტფოლდისა და ტელემარკის შერწყმით (2020)
- ინლანდეტი ― შეიქმნა ჰედმარკისა და ოპლანის შერწყმით (2020)
- ვიკენი ― შეიქმნა აკერსჰუსის, ბუსკერუდისა და ესტფოლდის შერწყმით (2020)
- ოსლო ― ცვლილება არ შეხებია
2024 წლიდან ნორვეგიაში 15 საგრაფო ჩამოყალიბდა. უცვლელი დარჩა 7 საგრაფო: ოსლო, ინლანდეტი, აგდერი, რუგალანი, ვესტლანდი, მერე-ოგ-რუმსდალი და ტრენდელაგი. ტრომს-ოგ-ფინმარკი გაიყო ორ საგრაფოდ: ტრომსად და ფინმარკად. ვესტფოლდ-ორგ-ტელემარკი ვესტფოლდისა და ტელემარკის საგრაფოებად გაიყო. ვიკენიდან სამი საგრაფო: აკერსჰუსი, ბუსკერუდი და ესტფოლდი შეიქმნა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ moderniseringsdepartementet, Kommunal- og. (7 July 2017) Regionreform. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 March 2018. ციტირების თარიღი: 28 April 2018
- ↑ Dette er Norges nye regioner. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 March 2018. ციტირების თარიღი: 28 April 2018
- ↑ Fylkesinndelingen fra 2024 (5 July 2022).
| |||||||||||