ნიჟნი-ნოვგოროდის ჯვართამაღლების მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიჟნი-ნოვგოროდის ჯვართამაღლების მონასტერი
Собор Воздвижения Честного Креста Господня в Крестовоздвиженском монастыре (1814-1823) в Нижнем Новгороде.jpg
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდი
სასულიერო სტატუსი აღდგენილი
საიტი ოფიციალური ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIV საუკუნე

ნიჟნი-ნოვგოროდის ჯვართამაღლების მონასტერი (რუს. Крестовоздвиженский монастырь) — დედათა მართლმადიდებლური მონასტერი ნიჟნი-ნოვგოროდში. დაარსებულია XIV საუკუნეში. ეკლესია მიეკუთვნებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1355 და 1365 წლებში ნიჟნი-ნოვგოროდისა და სუზდალის მთავარის ანდრეი კონსტანტინეს ძის მეუღლემ ანასტასიამ (სქემაში - თეოდორა) ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლთან დააარსა ზაჩატევის მონასტერი. 1478 წელს ნოვგორდში ლაშქრობის დროს ივანე III-მ იძულებით გადააყენა თანამდებობიდან ქალაქის მმართველი მართა ბორეცკაია.

1685 წლისა და 1715 წლების ხანძარმა ძველი ხის მონასტერი სრულიად გაანადგურა. რის გამოც XVIII საუკუნის შეუა წლებში ეპისკოპოსმა დიმიტრი სეჩენოვმა ბერ-მონაზვნები გადაიყვანა პროისხოჟდენის დედათა მონასტერში, რომელიც მდებარეობდა ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის გეორგიევსკის კოშკსა და ამავე სახელწოდების ეკლესიას შორის[1]. აქვე ნიჟნი-ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსმა პიტირიმმა გადაიყვანა აღდგომის ტაძრის თემი, რომელიც კრემლის ნიკოლსკის კოშკი იმყოფებოდა[2]. საერთო ჯამში, 1764 წლის საეკლესიო რეფორმის პერიოდში ნიჟნი-ნოვგოროდის სამივე დედათა მონასტერი (ზაჩატევის, აღდგომისა და პროისხოჟდენის) გაერთიანდა ერთ მონასტერში.

1814 წელს მორიგი ხანძრის დროს მონასტერი გადაიტანეს არზამასის (ამჟამად ლიადოვის მოედანი) ტერიტორიაზე და უწოდეს ჯვართამაღლების ეკლესია. ამავე წელს ამოიყვანეს მონასტრის კედლები, სამრეკლო, რვა კორპუსი, სასტუმრო ოთახი. 1814-1823 წლებში ააშენეს ჯვართანაღლების ეკლესია(გადააკეტეს 1848 წელს). 1838 წელს მონასტერთან გაიხსნა გოგონათა სასწავლებელი.

ოქტომბრის რევოლუციამდე ყოველწლიურად წმინდა შვიდეულის შაბათს იმართებოდა ლიტანიობა ორანკის ღვთისმშობლის მონასტრიდან ჯვართამაღლების ეკლესიაში, ორანკის ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი იყო ნიჟნი-ნოვგოროდში.

1848 წელს ჯვართამაღლების მონასტერში ირიცხებოდა პირველ კლასში, შტატი 30-დან გაიზარდა და გახდა 100 ადამიანი.

XIX საუკუნის ბოლოს მონასტერში ცხოვრობდა სქიმ-მონაზონი, 30 მონაზონი და 149 მორჩილი[3]. 1906 წელს მონასტერში მუშაობა დაიწყო ფერწერის სკოლამ.

მონასტერი გაუქმდა 1917 წელს. მონასტრის ტერიტორიიდან 1928 წელს გაასახლეს ყველა მონაზონი. მონასტრის თემი გადავიდა ყაზანის სასაფლაოს ეკლესიაში[3]. 1935 წლის წმინდა შვიდეულში დააპატიმრეს გორკისა და არზამასის მიტროპოლიტი ევგენი (ზერნოვი). 1935 წლის 19 აგვისტოს გორკის საოლქო აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება ჯვართამაღლების მონასტრის დანგრევამდე ლიკვიდაციის შესახებ. საბჭოთა პერიოდში მის შენობა გამოიყენებოდა საწყობებად, კანტორად. ეკლესიაში გახსნეს სამართებლების ქარხანა.

ჯვართამაღლების ტაძარი აღადგინეს 1995 წელს. 2004 წლის 25 მარტს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით კვლავ ჩამოყალიბდა ჯვართამაღლების დედათა მონასტერი[4]. ამავე წლის 18 აგვისტოს ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა დივეევოს მონასტრის მონაზონი ტატიანა (გაჟუ)[5]. 2005 წლის 26 სექტემბერს მონასტრის უფროსმა მღვდელმა შეასრულა სამრეკლოს კურთხევა[6] . სამრეკლოზე დაკიდეს რვა ზარი, რომელთაგან ყველაზე მძიმე იყო 600 კგ[6].

2007 წლის 1 დეკემბერს მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ აკურთხა ეკვდერი ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელზე[7].

მონასტერში მოქმედებს საკვირაო სკოლა და მართლმადიდებლური სამედიცინო პუნქტი[7].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]