ლიტანიობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლიტანიობაქრისტიანობაში მღვდელთმსახურთა და მორწმუნეთა საზეიმო მსვლელობა ჯვრით, ხატებითა და ბაირაღებით, გალობისა და ზარების რეკვის თანხლებით. ლიტანიობა ტაძრის ირგვლივ სრულდება პასექის ღამესა და მთელ ბრწყინვალე შვიდეულში ლიტურგიის შემდეგ, ასევე ტაძრის დღესასწაულზე. ლიტანიობა ასევე ეწყობა დასახლებული პუნქტის ირგვლივ და სხვა შემთხვევებშიც. ლიტანიობა სრულდება ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის დროს და იმართება წყალსატევებზე (სადაც ეს შესაძლებელია), რასაც „იორდანეზე სვლა“ ეწოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მცირე საეკლესიო ენციკლოპედია“, «საქართველოს ეკლესიის 2005 წლის კალენდარი», თბ. 2004, გვ. 183-184