ორანკის ღვთისმშობლის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორანკის ღვთისმშობლის მონასტერი
ორანკის ღვთისმშობლის მონასტერი — რუსეთი
ორანკის ღვთისმშობლის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°53′39″ ჩ. გ. 43°42′50″ ა. გ. / 55.89417° ჩ. გ. 43.71389° ა. გ. / 55.89417; 43.71389
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა ორანკი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5201489000
საიტი ოფიციალური ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1634

ორანკის ღვთისმშობლის მონასტერი (რუს. Оранский Богородицкий монастырь) — მამათა მართლმადიდებლური მონასტერი ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის სოფელ ორანკიში. დაარსებულია 1634 წელს. ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტერი თავადმა პეტრე გლიადკოვმა დააარსა 1634 წელს როგორც უდაბნო, ორანკის ღვთისმშობლის ხატის პატივისცემის ნიშნად. 1866 წლიდან პირველი კლასის მამათა მონასტერია.

1918 წლის 17-18 აგვისტოს ღამეს მდინარე ვოლგის კუნძლ მოჩალნიზე, ნიჟნი-ნოვგოროდის ახლოს დახვრიტეს ორანკის მონასტრის 15 ბერი, ასევე მათი წინამძღვარი არქიმანდრიტი ავგუსტინი და ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის წინამძღვარი ნიკოლაი ორლოვსკი[1].

1920 წელს მონასტერი დაიხურა. 1942-1949 წლებში მონასტრის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ბანაკი № 74, რომელშიც დატყვევებული ჰყავდათ სამხედრო ტყვეები (გერმანელები, ფინელები, უნგრელები, ავსტრიელები, რუმინელები, იტალიელები და სხვა). მათი რიცხვი, ზოგიერთი მონაცემით აღწევდა 12 ათას ადამიანს. სწორედ ორნაკის ბანაკში მოხვდა გერმანელი გენერალ-ფლდმარშალი ფრიდრიხ პაულიუსი[2].

მონასტრის აღორძინება იწყება 1993 წლიდან. 2004 წელს ეპისკოპოს გიორგის მოწვევით, მონასტრის აღორძინებას შეუდგა იღუმენი ნექტარ (მარჩენკო)[3]. მან ვლადიმირ-ორანკის ღვთისმშობლის ხატიდან წამოიღო ცეცხლი და ყოველდღე კითხულობდა დაუჯდომელს. 2005 წლის 27 დეკმბერს წმინდა სინოდმა ეპისკოპოს გიორგის რჩევით მონასტრის მამასახლისად დანიშნა იღუმენი ნექტარი[4].

2009 წლის ზაფხულში შეათეთრეს მონასტრის სამივე ტაძარი, გაარემონტეს მამაოების კორპუსი[5]. მონასტრის გარშემო შემოავლეს აგურის ღობე, დააყენეს მთავარი ჭიშკარი[5]. ივლისში გაგრძელდა სამრეკლოს საძირკვლის გამოკვლევა, შეგროვდა თანხები მის ასაშენებლად[5].

2011 წლის 21 სექტემბერს ღვთისმშობლობის დღესასწაულზე, ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ შეასრულა ტაძრის კურთხევის ცერემონიალი ღვთისმშობლის შობის სახელზე[6]. 2012 წლის 8 სექტემბერს ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე, მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ მონასტრის ერთი ეკლესია აკურთხა ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. სამი თვის მერე, ამავე წლის 15 დეკემბერს მიტროპოლიტმა აკურთხა ცარეგრადის პატრიარქის ათანასეს ტაძარი[7].

2013 წლის 12 დეკემბერს მიტროპოლიტმა აკურთხა პეტრე და პავლეს სახელობის ეკლესია[8]. შემდეგ კი აკურთხა მონასტრის ახალი სამრეკლო[8].

2014 წლის 26 აგვისტოს საფუძველი ჩაუყარეს ნეკტარი პეჩერელის სახელობის ტაძრის მშენებლობას[9].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Сегодня годовщина массового расстрела нижегородского духовенства на Мочальном острове, Нижегородская епархия, 18 августа 2009 года
  2. Из истории лагеря военнопленных села Оранки, Богородского района, Нижегородской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-09. ციტირების თარიღი: 2018-03-21.
  3. В ответ на любовь и терпение, Нижегородская епархия, 17 октября 2005 года
  4. Постановлением Священного Синода иеромонах Варнава назначен наместником монастыря Флорищева Пустынь, а игумен Нектарий — наместником монастыря в селе Оранки, Нижегородская епархия, 27 декабря 2005 года
  5. 5.0 5.1 5.2 Возрождение Оранского монастыря продолжит строительство новой колокольни, Нижегородская епархия, 10 июня 2009 года
  6. Высоцкая С.. (21 сентября 2011 года) Архиепископ Георгий совершил Великое освящение храма в честь Рождества Пресвятой Богородицы в Оранском монастыре (фото, видео). Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-25. ციტირების თარიღი: 2011-09-29.
  7. Митрополит Георгий в Оранках освятил храм в монастыре в честь Владимирской иконы Божией Матери, Нижегородская митрополия, 15 декабря 2012 года
  8. 8.0 8.1 Митрополит Георгий освятил храм и колокольню в монастыре в честь Владимирской иконы Божией Матери в селе Оранки[მკვდარი ბმული], Нижегородская митрополия, 12 декабря 2013 года
  9. Рукавишников А.. (2014-08-26) В селе Оранки Богородского района заложен храм в честь преподобного Нектария Печерского (фото). Нижегородская митрополия. ციტირების თარიღი: 2014-08-28.