ნიკა გუჯეჯიანი
ნიკა გუჯეჯიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1992 წლის 18 ივნისი თბილისი, საქართველო |
გარდაცვალების თარიღი | 15 მარტი, 2019 (26 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
პროფესია |
დიზაინერი მარკეტერი |
ნიკა გუჯეჯიანი (დ. 18 ივნისი, 1992, თბილისი – გ. 15 მარტი, 2019) — ქართველი დიზაინერი და მარკეტერი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნიკა გუჯეჯიანი დაიბადა 1992 წლის 18 ივნისს, თბილისში. 1998-2010 წლებში სწავლობდა თბილისის N1 ექსპერიმენტულ საშუალო სკოლაში. 2010-2014 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკული დიზაინისა და ვიზუალური კომუნიკაციის ფაკულტეტზე, 2014-2016 წლებში Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის მიმართულებით.
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნიკა გუჯეჯიანი მუშაობდა თბილისისა და ევროპის წამყვან სარეკლამო სააგენტოებსა და სხვა კომპანიებში:
- 2019 - კრეატიული დირექტორი, ალდაგი, თბილისი, საქართველო;
- 2016 - 2019 - კრეატიული დირექტორი, საქართველოს ბანკი, თბილისი, საქართველო;
- 2015 - არტ დირექტორი, BETC, პარიზი, საფრანგეთი;
- 2015 - არტ დირექტორი, Proximity BBDO, ბერლინი, გერმანია;
- 2015 - არტ დირექტორი, Y&R Prague, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა;
- 2013 - 2014 დიზაინერი, BetterFly | DDB, თბილისი, საქართველო;
- 2012 - 2013 დიზაინერი, JWT Metro, თბილისი, საქართველო;
- 2011 არტ დირექტორი, Windfor’s Communications, თბილისი, საქართველო.
ნიკა გუჯეჯიანმა Miami AD School-ში სწავლის პარალელურად შეასრულა ანიმაციური ვიდეორგოლების სერია ქართულ ანბანსა და ქართულ რაგბიზე.
საქართველოს ბანკში მუშაობის პერიოდში, კოლეგებთან ერთად, ბევრი საინტერესო ინიციატივის, იდეის და პროექტის შემქმნელი და ავტორი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია წამოწყება მიძღვნილი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი - „გამოფინე დროშა. 26 მაისი“. სარეკლამო - საინფორმაციო ვიდეო რგოლების სერია საქართველოში პირველად მომხდარი მოვლენების, ქალების, ცნობილი ადამიანების, სიტყვების მნიშვნელობის, ქართული ფილმების და ფულის შესახებ.
პარალელურად ნიკა იყო ინოვაციური სტარტაფის - „Qvevri XYZ“ - პირველი 3D პრინტერით დაბეჭდილი ქვევრის თანაავტორი და დამფუძნებელი.[1][2]
გარდაიცვალა 2019 წლის 15 მარტს, ავტოავარიის შედეგად.[3]
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Miami Ad School-ის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დაწესდა „ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია“. ყოველწლიურად 1 ქართველი სტუდენტი, სწავლისა და ცხოვრების 100%-იანი დაფინანსებით ისწავლის Miami Ad School-ში.[4][5]
კანის შემოქმედებითი ფესტივალის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში დააწესა ნიკას სახელობის საპატიო ჯილდო, ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. 2019 წელს ჯილდოს მფლობელი სარეკლამო სააგენტო Windfor’s-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი ვატო ქავთარაძე გახდა.
„ჯორჯია კაპიტალის“ შექმნილ საინვესტიციო ფონდს მიენიჭა ნიკა გუჯეჯიანის სახელი.
თბილისის კომუნიკაციის სკოლამ - Tbilisi School of Communication ინოვაციური სტარტაპების თანამშრომელთათვის დააწესა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის გრანტი.
ნიკა გუჯეჯიანის ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ADC All-Star Event 2015 - Winner;
- ADC Global, With „Team Florence“ (Sajid Wajid, Cara Lau, Robin Yip);
- ADC Portfolio - Night - All Star - Budapest, უნგრეთი - 2015;
- Art director’s Club fur Deutschland - Young Talents of the Year - Shortlist - 2015;
- D&AD Pencil - 2015;
- Young Gun Awards Bronze - 2015.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნიკა გუჯეჯიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნიკა გუჯეჯიანი Miami Ad School-ზე
- ნიკა გუჯეჯიანი Marketer.ge
- ნიკა გუჯეჯიანი, BOG-ის კრეატიული დირექტორი
- ნიკა გუჯეჯიანი movement.com.ge დაარქივებული 2021-11-28 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 3D პრინტერით დაბეჭდილი ქვევრი - ქართველი სტარტაპერები უძველეს ჭურჭელს აცოცხლებენ. on.ge. ციტირების თარიღი: 3 დეკემბერი, 2020.
- ↑ ნიკა გუჯეჯიანის სტარტაპს, 3D პრინტერით შექმნილ ქვევრს საერთაშორისო კონკურსზე თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. on.ge. ციტირების თარიღი: 3 დეკემბერი, 2020.
- ↑ ვინ იყო ნიკა გუჯეჯიანი. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 25 ნომბერი, 2020.
- ↑ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიანტი უკვე ცნობილია. bm.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-05. ციტირების თარიღი: 25 ნომბერი, 2020.
- ↑ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიანტი უკვე ცნობილია. www.entrepreneur.com. ციტირების თარიღი: 3 დეკემბერი, 2020.