განხილვა:ნიკა გუჯეჯიანი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რა დამსახურებით არის ეს პიროვნება ვიკიპედიაში? ყველა დიზაინერზე სტატიები უნდა ეწეროს? გიო ოქრო 16:16, 24 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ზუსტად იგივე მიზეზებით, რაც ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2020/განხილვა:ირაკლი ჯინჯოლავა — წასაშლელია. გიო ოქრო 20:44, 26 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო:გიორგი, ჯერ ცოტა კომპეტენტურად გაეცანი სტატიას და მერე მეტი არგუმენტაციით ჩასვი მსგავსი თარგები, ან საერთოდ თავი შეიკავე. ამ სტატიაში ,,დიზაინერის” მეტი ვერაფერი ამოიკითხე? და თუ ამოიკითხე ეგებ სტატია მერსი სულხანიშვილის განხილვაც წაიკითხო. პატივისცემით, --გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 21:27, 26 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ვიკიპედიის ერთ-ერთი შემმოწმებლის მიერ შემოტანილი სტატიის მიმართ კიდევ იმედია შემდეგში მეტი პატივისცემა გექნება და მსგავს რამეს ასე აღარ გააკეთებ. ჯერ დაწერე ჩემს და სტატიის განხილვის გვერდზე, ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, შევთანხმდეთ და მერე ჩასვი მსგავსი თარგები.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 21:30, 26 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
კომპეტენცია ვის აკლია, კარგად გამოჩნდა. წაიკითხე ეგ თარგი, შიგ რა წერია, შეიძლება თუ არა მისი ამოღება პირდაპირ. მისი ჩასმის უფლება ყველას აქვს. ამ თარგის დანიშნულებაა სწორედ წაშლის კანდიდატად მონიშნოს სტატია და მასზე განხილვა წავიდეს. სწრაფი წაშლის თარგში ნუ გეშლება. გიო ოქრო 05:04, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
არანაირი დამსახურება ამ პიროვნებას არ გააჩნია. მისნაირი არის კიდევ ძალიან ბევრი, რაზეც სტატიებს არ ვწერთ. ვიკიპედია პიარის ადგილი არ არის. გიო ოქრო 05:09, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
უკაცრავად და რა კომპეტენცია გაქვს შენ რომ მის დამსახურებას აფასებ? არგუმენტები მითხარი და არა ეს აზრს და ლოგიკას მოკლებულია ტექსტი. ვის ,,ვაპიარებ", გარდაცვლილ მარკეტერს?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 11:47, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
(მომხრე) უნდა წაიშალოს. არსებობს, მაგრამ... „სანამ არ არსებობს სათანადრო წესი/კრიტერიუმები, ამ სტატიას არსებობის უფლება აქვს“ . როგორც მერსი სულხანიშვილს, სარდიონ ნადარაიას და სხვა მრავალ სტატიას. ბლოგერების ბიოგრაფია რა უპირატესობით სარგებლობს ვიკიპედიაში თუ მათი შექმნილ ბლოგს როგორც წყაროდ არ ვიყენებთ (ეს ვიკიპედიაში გადაწყდა, მხოლოდ „ბურუსი“) ? @გიორგი ჩუბინიძე: შენც ხომ არ ხარ ბლოგერი?--ცანგალა/ 08:26, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ცანგალა, ეგაა სტატიის წაშლის თანხმობის არგუმენტი? ,,ბურუსი" როგორც ბლოგი და პერსონა, როგორც ბლოგერი სხვადასხვა რამაა, თან ეს პიროვნება ბლოგერის გარდა არის/იყო საკმაოდ ცნობილი მარკეტერი. ეს პროფესია რადგან არაა საქართველოს საბჭოთა ენციკლოპედიაში, ამიტომ მისი პროფესიის ხალხს არ აქვს ვიკიპედიაზე არსებობის უფლება? მაშინ ეს თარგი შეგიძლია ჩასვა კვლავ მერსი სულხანისვილის, გურამ შეროზიას და სხვა მარკეტერებისა და ბლოგერების სტატიებში. იქ რატომ არ სვამს? მე ბლოგერი ვარ, გინეკოლოგი, თუ ოფთალმოლოგი ეს არანაირ კავშირში არ არის აქ. ჩემზე არაა სტატია. ისე ისტორიკოსი ვარ, ისტორიკოსების ბევრი სტატია მაქვს შემოტანილი. წავშალოთ ყველა? კარგი. მოძებნე ყველა და ჩამოსვლით ,,წაშლის თარგი".--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 10:02, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

სტატიის წაშლას არ ვემხრობი. პიროვნების აკადემიური მნიშვნელობა არსებობს, ისევე, როგორც გარდაცვალების შემდეგ მისი დადასტურება.--Melberg მიწერა 10:47, 27 ნოემბერი 2020 (UTC)--Melberg მიწერა 10:47, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

თუ სტატია ესე დამოუკიდებელი ხესავით არ დარჩება და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება სხვა სტატიებში კიბატონო დარჩეს.--Surprizi განხილვაწვლილი 10:51, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

წასაშლელია რა თქმა უნდა და ვეთანხმები ზემოთ მოხსენებულ აზრებს. --Mehman 97 14:16, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ისე კონკრეტულად რომელ აზრს ემხრობი? სადმე არგუმენტირებულად დაიწერა, თუ რატომ უნდა წაიშალოს?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 14:54, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@გიორგი ჩუბინიძე რაც შენ გააკეთე, არის ვანდალიზმი. და მადლობა მეჰმანს, რომ დააბრუნა უკან. წაიკითხე მაინც რას იღებ სტატიიდან.  წასაშლელია. მერსი სულხანიშვილის წაშლის მომხრე როდესაც ხარ და ამ სტატიის დატოვებას ემხრობი, ცოტა ალოგიკურია. არანაირი ცნობადობა და დამსახურება ამ პიროვნებას არ აქვს, ვიკიპედია:რა არ არის ვიკიპედია — წაიკითხეთ, ყოველი შემთხვევისთვის. განსხვავებისათვის: ისტორიკოსები, ინჟინრები, ჟურნალისტები და სხვა მრავალი პროფესიის ხალხი შეტანილია სხვადასხვა აკადემიურ გამოცემაში, ბიოგრაფიულ გამოცემებსა და მისთანაში. არის ამ პიროვნების სტატია რომელიმეში, თუნდაც სხვა „ბლოგერებისა“ ან „მარკეტოლოგებისა“? არ მგონია. გიო ოქრო 14:23, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
მერსი სულხანიშვილის სტატიის წაშლას სწორედ რომ ვემხრობოდი და არ წაიშალა, რადგან დაიდო არგუმენტები, რომ ამ სტატიასაც ჰქონდა არსებობის უფლება, ისევე როგორც ჩემს მიერ შემოტანილს. ეს კონკრეტული კი დიახ, არის საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონშიც.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 14:26, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
რომელიც ვისი დაწერია? შენი არა? :) გიო ოქრო 14:38, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ბიოგრაფიულ ლექსიკონში ვისი დაწერილია ეს არაა შენი პრობლემა და არც განსახილველი თემა. ვისი დაწერილიც უნდა იყოს ე.ი. აქვს იმის კომპეტენცია და პასუხისმგებლობა, რომ მსგავს ლექსიკონებში შეიტანოს საჭირო ინფორმაცია.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 14:41, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ეს სტატია ნამდვილად არ არის წასაშლელი. ყველა მსგავსი სტატიის განხილვა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად.--დათო1010 14:38, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
დავით, ასეა და მე ვხედავ ტენდენციას, რომ აქ ავტორის მიმართაა ეს კამათი და არა ინდივიდუალურ სტატიებზე. სჯობს სტატიების ხარისხი შეაფასონ, ვიდრე ავტორი.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 14:44, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ბიოგრაფიული ლექსიკონი არ არის აკადემიური გამოცემა ან სანდო წყარო. მრავალ ბიოგრაფიაში წყარო რომ ვიკიპედიაა მითითებული, მანდედანაც ჩანს ყველაფერი :) გიო ოქრო 14:46, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ბიოგრაფიული ლექსიკონი არის საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსი. თუ მასზე უფრო სანდო და აკადემიურ რესურს ნახავ შეგიძლია ის იკითხო. ამ საკითხზე მსჯელობა უნდა შეწყიტო, ეს განხილვა არაა ბიოგრაფიული ლექსიკონის საკითხზე და რატომ ახსენებ? ადეკვატური არგუმენტი უნდა დადო რატომ არ უნდა იყოს ეს სტატია, რაც შენ არ გაგიკეთებია. ამაზეა აქ საუბარი.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 14:50, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
რატომ ითქვა ლექსიკონზე სიტყვა, შეგიძლია წაიკითხო. არანაირ აკადემიურ გამოცემაში მსგავსი ბიოგრაფიები არ შედის. ლექსიკონში ესეც არის, რომელიც ვიკიპედიაში წავშალეთ. გიო ოქრო 14:56, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ბევრი ქართული აკადემიური გამოცემა - ლექსიკონი იცი? რომელში უნდა შესულიყო, ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში?:))--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:01, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
კონკრეტულად ამ პიროვნებაზე არ ვამბობ მხოლოდ. თუნდაც მსგავსი წვლილის მქონე სხვა პიროვნებები. ცნობისათვის, ქართველი მშენებელ-ინჟინრების ლექსიკონი 2017 თუ 18-ში გამოვიდა :)) საბჭოთა ენციკლოპედიის მერე არის ბევრი გამოცემა („საქართველო“, „თბილისი“ და ა.შ.). გიო ოქრო 15:08, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
გიორგი, აქ ამ პიროვნებაზეა განხილვა, უნდა იყოს თუ არა სტატია და ეს განხილვა შენ წამოიწყე, რას ნიშნავს ამ პიროვნებაზე არ ამბობ? აქ ამაზე გვაქვს მსჯელობა. დიახ, ყველას ვამატებთ აქ ვისაც რამე წვლილი აქვს საქართველოსა და მსოფლიში, წვლილი, რომელიც შესაბამისი წყარობით დასტურდება. ბეჭდურ ლექსიკონებში დაბეჭდვა არაა კრიტერიუმი, რომ მხოლოდ ამ ხალხზე ვწეროთ. ამისთვისაა ვიკიპედია? ქართველი მშენებელ-ინჟინერი არ ყოფილა ეს ბიჭი, მარკეტერი იყო. ენციკლოპედია თბილისი 2002 წელს გამოვიდა, იმ დროს ეს ბიჭი 10 წლის იქნებოდა. ენციკლოპედია საქართველო 1997 წელს (პირველი ნაწილი), მაშინ ეს ბიჭი 4 წლის იქნებოდა, შემდეგ მეორე ტომი მზადდებოდა, როცა ასევე ბავშვი იყო. რა არგუმენტები მოგაქვს?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:17, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ეს პიროვნება არაა შეტანილი, გასაგებია რატომაც (ზრდასრულიც რომ ყოფილიყო, მაინც არ შევიდოდა). ამიტომ ვახსენე მსგავსი პიროვნები, რომელთა სტატიები არცერთ აკადემიურ ან სხვა ტიპის სანდო გამოცემაში არ შედის. უბრალოდ არაენციკლოპედიური თემაა, რისი ადგილიც ვიკიპედიაში არ შედის. ცნობადობის კრიტეტიუმები ინგლისურ ვიკიში საუკეთესოდ აქვთ ჩამოყალიბებული, რომელთა მიხედვითაც გიორგი დანელია წაშლის კანდიდატად წამოყენდა, მსგავსი შემთხვევაა ესეც. ბიოგრაფიულ ლექსიკონს თავისი მიდგომა აქვს სტატიების შეტანასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელი არაა ვიკიპედიაში პირდაპირ გაზიარდეს. გიო ოქრო 15:29, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო: ინგლისური ვიკიპედიის კრიტერიუმებზე ნუ ისაუბრებ ქართულ ვიკიპდიაში, სადაც კრიტერიუმები საერთოდ არაა. სწორედ ამ მიზეზით არ წაშლილა სტატია მერსი სულხანიშვილი. და ამავე მიზეზით არ უნდა წაიშალოს სტატი გიორგი დანელიაზე, თუმცა ეს განხილვა ნიკა გუჯეჯიანის საკითხზეა და ნუ აიგივებ ამ ორ თემას ერთმანეთთან. ენციკლოპედიური ნამდვილად არის. ბიოგრაფიულ ლექსიკონის მიდგომები არის ეროვნული ბიბლიოთეკის კომპეტენცია და არა აქ განსახილველი. თუმცა ამ საკითხზე, როგორც საქართველოს მოქალაქეს უფლება გაქვს მიმართო ეროვნული ბიბლიოთკის ადმინისტრაციას.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:19, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ქსე დროს ინტერნეტიც არ იყო. ქსე-ს თავი დაანებე და მიმითითე ამჟამინდელი ლექსიკონი სად წერია ბლოგერების ბიოგრაფია (ქე, ენციკლოპედია „თბილისი“ და ა. შ.). სანამ კრიტერიუმები არ შეიქმნება ასე იქნება ყოველ სტატიის შექმნაზე. ბოდიში ნიკა გუჯეჯიანი — მასზე სტატია უნდა იყოს. მისი დაღუპვა მაშინ საქართველოს და კოლეგებს მსოფლიოში გული დაწყვიტა.--ცანგალა/ 15:57, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@გიო ოქრო:, ნიკა გუჯეჯიანზე სტატია აკმაყოფილებს აკადემიურობის კრიტერიუმებს, მისი წაშლა არასწორი იქნება.--Melberg მიწერა 16:08, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

რის მიხედვით აკმაყოფილებს? რითი დასტურდება აკადემიური მნიშვნელობა? ყვითელი პრესის ტიპის სტატიებით? გიო ოქრო 16:16, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ერთ-ერთი (არა ერთადერთი) მთავარი დამადასტუებელი არის გარდაცვალების შემდეგ დაწესებული სტიპენდია, რომელიც ქვეყანაში სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა.--Melberg მიწერა 16:18, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
როდესაც მაიამის სარეკლამო (ად) სკოლის დამაარსებელზეც (არც ბერლინის „ფილიალზე“, ვინც დააწესა) კი არ არის სტატიები სხვა ენებზე, ამ სკოლის სტიპენდიას ვისი სახელიც ეწოდა, იმ პიროვნებაზე სტატიის წერა რაღაც ალოგიკურია :)) საერთოდ არ არის ეგ ენციკლოპედიურობის დამადასტურებელი. გიო ოქრო 16:24, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
სამწუხაროა, რომ ასე ფიქრობ :)--Melberg მიწერა 16:25, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
სამწუხაროა, რომ ვიკიპედია შეუსაბამო და არაენციკლოპედიური მასალით ივსება :)-- გიო ოქრო 16:32, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ენციკლოპედიური რით არის, აი ეგ ნამდვილად არ ჩანს. ეროვნული ბიბლიოთეკა იმიტომ ვახსენე (პირველად შენ ახსენე), რომ ეგ მოგაქვს წყაროდ და აკადემიურობის დამამტკიცებლად, თუმცა ვერც ამტკიცებს. იქ შეტანილი არ ნიშნავს, რომ აქაც უნდა იყოს. გიო ოქრო 18:28, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@გიორგი ჩუბინიძე P.S. კომენტარები შუა განხილვაში არ ისმევა, შემმოწმებელი ხარ (როგორც ამბობ) და უნდა იცოდე. გიო ოქრო 18:30, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
როგორც ვამბობ არა, ვარ და თუ მაინცდამაინც შენ გინდა ბოლო სიტყვა თქვა აგერ ამის ქვეშაც დაწერე და მორჩი ამ არაკომპეტენტურ მსჯელობას. წარმატებები.;)--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:37, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
არ გინდა მასეთი ლაპარაკი, თუკი ვერ ამტკიცებ რაღაცას, საერთოდ ნუ დაწერ. გიო ოქრო 18:46, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ეს სტატია ნამდვილად არ არის წასაშლელი! — Mikheil მიწერა 21:04, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@MIKHEIL: მიშა, ჰოდა თუ ამაზე ვთანხმდებით იქნებ თარგი ამოიღო.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 21:08, 27 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

2 რედაქტორი ემხრობა სტატიის წაშლას, 5 რედაქტორი სტატიის დარჩენის მომხრეა. ვფიქრობ, ამ სტატიის საკითხი გადაწყვეტილია. ამიტომ ამოვიღებ თარგს @გიო ოქრო:ს ნებართვით.:) მადლობა!--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:37, 3 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]