შუამავალი (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

„შუამავალი“ქართული ყოველკვირეული იუმორისტული გაზეთი. გამოდიოდა 1907 წელს თბილისში. რედაქტორ-გამომცემელი — ს. კეკელიძე. დაბეჭდილია იუმორისტული სცენები, ნაკვესები ლექსად და პროზად, დეპეშები („სააქაო“ და „საიქიო“). თანამშრომლობდნენ ირეთელი (პ. კალანდაძე), იასამანი (ი. კინწურაშვილი). კარიკატურები ეკუთვნის ოსკარ შმერლინგს და გ. ზაზაშვილს. „შუამავლის“ შემდეგ გამოვიდა ჟურნალი „შურდული“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]