ეშმაკის სალამური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ეშმაკის სალამური“ქართული ყოველკვირეული იუმორისტული ალმანახი. გამოდიოდა თბილისში 1909 წელს ჟურნალ „სალამურის“ ნაცვლად. გამოვიდა 2 ნომერი. თანამშრომლობდნენ ნესტორ კალანდაძე (ეშმაკი), ვარლამ მალაქიაშვილი, გიორგი ქუჩიშვილი, ფონ-ტეფო (ა. სარაჯიშვილი) და სხვა. ჟურნალში დაბეჭდილია სარედაქციო სტატია „ნიკოლოზ ვასილის ძე გოგოლი“ (დაბადების 100 წლისთავის გამო) პორტრეტითურთ. კარიკატურები ეკუთვნით ოსკარ შმერლინგსა და შალვა ქიქოძეს. გამომცემელი — მ. კალანდაძე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]