ეკალი (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეკალი.

ეკალი“, 1. ქართული იუმორისტული ჟურნალი; გამოდიოდა თბილისში 1907 წელს. ჟურნალში დაბეჭდილია პოლიტიკური სატირით გამსჭვალული წერილები, კარიკატურები, რომლებიც ეკუთვნით როტერსა და გ. ზაზიაშვილს. თარიღის აღუნიშნავად გამოვიდა ორი ნომერი. რედაქტორი — აკაკი წერეთელი, გამომცემელი — თ. ბაქრაძე.

2. ქართული ყოველკვირეული იუმორისტული ჟურნალი სოციალ-დემოკრატიული მიმართულებისა; გამოდიოდა თბილისში 1907-1908 წლებში, გარდა ლიტერატურული ნაწარმოებებისა, დაბეჭდილია სტატიები პოლიტეკონომიის საკითხებზე და სხვა. კარიკატურები ეკუთვნის როტერსა და გ. ზაზიაშვილს. 1907 გამოვიდა 7 ნომერი, 1908 წელს — 5. რედაქტორი-გამომცემელი პ. გაჩეჩილაძე. დაიხურა თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]