ეშმაკის მათრახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

„ეშმაკის მათრახს“ ორი მნიშვნელობა აქვს:

  • ქართული — ყოველკვირეულიო იუმორისტული ჟურნალი, გამოდიოდა თბილისში 1907–1908 წლებში, 1915–1917, 1919–1921 წლებში. სხვადასხვა დროს რედაქტორები იყვნენ თ. ბოლქვაძე და ნ. კალანდაძე (ეშმაკი); გამომცემლები — თ. ბოლქვაძე, ა. ბუკია, ე. ლომთათიძე და ს. თავართქილაძე. ჟურნალში ორიგინალური ნაწარმოებებთან ერთად დაბეჭდილია თარგმანებიც. მ. შ. ანტონ ჩეხოვის მოთხრობები.

„ეშმაკის მათხარის“ მხატვრული გაფორმება, კარიკატურები და ნახატები ეკუთვნით ოსკარ შმერლინგსა და შ. ქიქოძეს. ჟურნალი დაიხურა თბილისის გენერალ-გუბეტნატორის განკარგულებით 1908 წლის 11 აგვისტოს. მისი გამოცემა განახლდა 1915 წლის 1 მარტს. გამოდიოდა 1917 წლის ბოლომდე. შემდეგ "ეშმაკის მათრახის" გამოცემა კვლავ შეწყდა და განახლდა 1919 წლის დეკემბერს. გამოდიოდა 1921 წლის 14 თებერვლამდე. შუალედში "ეშმაკის მათრახი" გამოდიოდა სხვადასხვა სახელწოდებით: „მათრახი“, „მათრახი და სალამური“, „სალამური“, „ჩვენი სალამური“ და სხვა.

  • ქართული იუმორისტული ალმანახი. გამოდიოდა თბილისში 1909 წელს, გამოვიდა 2 ნომერი. გამომცემელი — ვ. ცქიტიშვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლორთქიფანიძე ი., ქსე, ტ. 4, გვ. 258, თბ., 1979