სიმონ მჭედლიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სიმონ მჭედლიძე (დ. 1886, სოფ. სვირი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, — გ. 1 სექტემბერი, 1924, ქუთაისი) — ქართველი სასულიერო მოღვაწე.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და სტავროპოლის სასულიერო აკადემია, შემდეგ ასწავლიდა ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში. 1891 წელს ქუთაისში გახსნა კერძო პანსიონი, პროგიმნაზია. 1894 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, იმავე წელს — მღვდლად. 1902 წლიდან იყო სვირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. 1901 წელს დაინიშნა იმერეთის ეპარქიის საეკლესიო სკოლების მასწავლებელთა კურსების ზედამხედველად, 1902 წელს — იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპარქიის საეკლესიო სკოლების ადგილობრივი პედაგოგების კურსების სანიმუშო სკოლის ხელმძღვანელად, 1905 წელს — იმერეთის ეპარქიის სასწავლებელთა საბჭოს წევრად და, ამავე დროს, იმერეთის საეპარქიო საბჭოს საქმის მწარმოებლად. ამავე პერიოდში იყო საგამომცემლო კომისიის თავმჯდომარე; იყო რედაქტორ-გამომცემელი ყოველკვირეული გაზეთისა „შინაური საქმეები“ (1908-1916); დამაარსებელი და რედაქტორი ყოველთვიური საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური, პოლიტიკური და ლიტერატურული კრებულისა „განთიადი“ (1913-1915). თავის თანამოაზრეებთან ერთად დააარსა სტამბა „იმერეთის სარწმუნოებრივ-განმანათლებელი ძმობა“, რომლის მიზანი იყო სასულიერო წიგნების გამოცემა. 1918 წელს დააარსა საშუალო სკოლა სოფელ ლაშეში, რომელიც დღესაც მოქმედია.

1924 წლის რეპრესიების დროს სიმონ მჭედლიძე მიტროპოლიტ ნაზართან და სხვა სამღვდელო პირებთან ერთად დახვრიტეს საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქუთაისის ახლოს, საფიჩხიის ტყეში. 1995 წლის 19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა მოწამედ შერაცხა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმიდა ახალმოწამე მღვდელი სიმონ მჭედლიძე / წინასიტყვაობის ავტორი დამანა მელიქიშვილი ; რედაქტორ-გამომცემელი დამანა მელიზიშვილი ; საქართველოს საპატრიარქოს წმ. ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტი. თბილისი, 2017. ISBN 9789941099328.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]