ნამიბ-ნაუკლუფტის ეროვნული პარკი
ნამიბ-ნაუკლუფტის ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
სოსუსფლეის ქვიშის დიუნები
| |
ქვეყანა | ნამიბია |
კოორდინატები | 24°32′47″ ს. გ. 15°53′52″ ა. გ. / 24.54639° ს. გ. 15.89778° ა. გ. |
ფართობი | 49 768 კმ² |
დაარსდა | 1 აგვისტო, 1979 წ. |
მმართველი ორგანო | ნამიბიის ტურიზმისა და გარემოს დაცვის სამინისტრო |
ნამიბ-ნაუკლუფტის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი ნამიბიაში; მოიცავს ნამიბის უდაბნოს ნაწილსა და ნაუკლუფტის მთებს. მთლიანი ფართობი 49 768 კმ²-ს შეადგენს. პარკის სახელგანთქმული ზონაა სოსუსფლეი — ნამიბიის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა. წარმოადგენს აფრიკაში უდიდეს და მსოფლიოში სიდიდით მეოთხე სპორტული ნადირობის პარკს.[1]
ჰიპერ-არიდულ რეგიონში მრავალი უჩვეულო არსება ბინადრობს, მათ შორის გველები, ხვლიკი გეკო, უცნაური მწერები, აფთარი, ანტილოპა ორიქსი და ტურა. ნესტის უდიდსი ნაწილი ატლანტის ოკეანიდან, ღრუბლებს მოაქვს, რომლებიც წვიმის სახით ჩამოიცლებიან; ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 106 მილიმეტრია; წვიმიანი სეზონი თებერვლიდან აპრილამდე გრძელდება.
ქარი, რომელსაც ღრუბლები მოაქვს, პარკში ასევე წარმოქმნის ქვიშის კოშკისებრ დიუნებს, რომელთა მუქი ნარინჯისფერიც ასაკზე მიუთითებს. მსგავსი ფერი განპირობებულია ქვიშაში არსებული რკინის დაჟანგვით დროთა განმავლობაში.
ეს დიუნები მსოფლიოში უმაღლესია. ზოგიერთი მათგანი უდაბნოს ზედაპირიდან 300 მეტრზეა აღმართული. დიუნები უფრო კონუსისებრი ხდება სანაპიროს სიახლოვეს სადაც ასევე წარმოდგენილია ლაგუნები, ვეტლენდები, ვატები, რომლებიც ასობით ათას ფრინველს იზიდავს.
„ნამიბი“ ღია სივრცეს ნიშნავს; ნამიბის უდაბნოსგან ეწოდა სახელი მთელ ქვეყანასაც — ნამიბია, ანუ „ღია სივრცის ქვეყანა“. პარკი 1907 წელს შეიქმნა, როდესაც გერმანიის კოლონიურმა ადმინისტრაციამ, მდინარე სფაკოფსა და კუისებს შორის არსებული ტერიტორია სპორტული ნადირობის ნაკრძალად გამოაცხადა. პარკი ამჟამინდელ საზღვრებში 1978 წელს მოექცა, როდესაც ერთმანეთს შეერწყა ნამიბის უდაბნოს ეროვნული პარკი, ნაუკლუფტის მთის პარკი, ალმასების მომპოვებელი ზონა და სხვა სამთავრობო მიწები.
ნამიბ-ნაუკლუფტის ეროვნული პარკის ველური ბუნება ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულოა მთელ მსოფლიოში. ფართობით პარკი აღემატება შვეიცარიას და დაახლოებით იგივე ზომისაა, რაც აშშ-ის ორი შტატი — ნიუ-ჰემპშირი და ვერმონტი ერთად. რეგიონი ხასიათდება მაღალი, იზოლირებული ინზელბერგებით, რომლებიც აგებულია სისხლისფერი გრანიტითა და მდიდარია მინდვრის შპატებითა და ქვიშაქვით. პარკის უკუდირესი აღმოსავლეთი ნაწილი მოიცავს ნაუკლუფტის მთებს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
პარკის ტერიტორიის თანამგზავრული ფოტო
-
ნამიბის უდაბნოს ხოჭო
-
ნამიბის უდაბნოს დიუნები
-
550 წლის მკვდარი ხეები
-
პარკის ტიპური დიუნები
-
მთვარისებრი ლანდშაფტი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნამიბიის ტურიზმისა და გარემოს დაცვის სამინისტრო დაარქივებული 2008-08-28 საიტზე Wayback Machine.
- Gobabeb Training & Research Centre დაარქივებული 2008-04-17 საიტზე Wayback Machine. - A major centre for Namib ecological and development research since 1962; joint venture between the Ministry of Environment and Tourism დაარქივებული 2010-07-15 საიტზე Wayback Machine. and the Desert Research Foundation of Namibia დაარქივებული 2006-04-21 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|