შინაარსზე გადასვლა

კუისები

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუისები
ქვეყანა ნამიბიის დროშა ნამიბია
სათავე კჰომასის რეგიონი
22°36′31″ ს. გ. 16°52′25″ ა. გ. / 22.60861° ს. გ. 16.87361° ა. გ. / -22.60861; 16.87361
სათავის სიმაღლე 1400 მ
შესართავი უოლფიშ-ბეი
23°06′36″ ს. გ. 14°31′17″ ა. გ. / 23.11000° ს. გ. 14.52139° ა. გ. / -23.11000; 14.52139
სიგრძე 650 კმ
კუისები — ნამიბია
კუისები
კუისები
— სათავე, — შესართავი
კუისები ვიკისაწყობში

კუისებიმდინარე ნამიბიაში. სათავეს იღებს კჰომასის რეგიონის მთიანეთში და მიედინება დასავლეთით, გაივლის დედაქალაქ ვინდჰუკს და ერწყმის ატლანტის ოკეანეს, ქალაქ უოლფიშ-ბეიში. სეზონური მდინარეა, წელიწადში ჩამოაქვს მხოლოდ 20 მლნ კუბური მეტრი წყალი.[1]

კუისების ერთ ნაპირზე აღმართულია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ქვიშის დიუნები, მეორე ნაპირზე კი უნაყოფო კლდეები. მდინარის სამხრეთით, წითელი ქვიშის დიუნების სიმაღლე 150 მეტრს აღწევს. გაბატონებული ქარები დიუნებს ჩრდილოეთით მიმართავს, მაგრამ მდინარე მათ მოძრაობას ბლოკავს. ამ პროცესში, კუისებში ილექება იმდენი ქვიშა და შლამი, რომ წყალი ოკეანემდე მხოლოდ წყალდიდობისას აღწევს. 1972 წელს, მდინარეზე აშენდა ფრიდენაუს კაშხალი.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „ELECTIONS 2010: Erongo regional profile“. New Era. 16 November 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 სექტემბერი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archivedate=-ში (დახმარება)
  2. Friedenau დაარქივებული 2008-11-21 საიტზე Wayback Machine. at NamWater