ნაუკლუფტის მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაუკლუფტის მთები
Naukluft von sesriem aus gesegehen.jpg
ნაუკლუფტის ხედი სესრიემიდან
ადგილმდებარეობა
კონტინენტი აფრიკა
ქვეყანა ნამიბიის დროშა ნამიბია
გეოგრაფია
ფართობი 850 კმ²
უმაღლესი წერტილი არბაიტ-ადელტი
სიმაღლე 1965 
გეოლოგია
ამგებელი ქანები ვულკანური
Naukluft Waterkloof.jpg

ნაუკლუფტის მთები (აფრ. გერმ. Naukluftberge) — ქედი ცენტრალურ ნამიბიაში. სამხრეთ ნაწილი მიეკუთვნება ნამიბ-ნაუკლუფტის ეროვნული პარკის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილს. ჩრდილოეთ ნაწილში ძირითადად წარმოდგენილია კერძო ფერმერული მეურნეობები. მთები განთქმულია ველური ბუნებით — გავრცელებულია მთის ზებრა და ლეოპარდი. მთებში ბევრია პატარა ნაკადული და ჩანჩქერი.

გეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაუკლუფტის მთები შარიაჟული კომპლექსია, — ქანების ბლოკის კეკური, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთითაა გადაადგილებული ბაზალტზე შეცოცების გზით. ქედის პირველი გეოლოგიური რუკა შეადგინეს 1930-იან წლებში გერმანელმა გეოლოგებმა ჰენო მარტინმა და ჰერმან კორნმა. ქანები ჩანერგილი ნატანებითაა წარმოდგენილი და შედგება დოლომიტებისგან, კვარციტისგან და თიხოვანი ფიქლისგან, რომლებიც დაილექა დამარული ოროგენის შიდა რაიონებში ზღვის წყალმარჩხ გარემოში 700-500 მილიონი წლის წინ.

ქედზე წარიმართა მრავალი კვლევა, რათა გარკვეულიყო ერთ-ერთი მექანიკური პარადოქსი: ქანების რა მოცულობას შეუძლია გადაადგილება ნელი შეცოცების გზით. მთავარი, საძირკვლის შეცოცება, რომელიც ქედს აყალიბებს, შეიცავს უჩვეულო პოლიმინერალურ მარცვლოვან ქანებს, რაც ზოგიერთი მკვლევრის აზრით, აორთქლების გზითაა წარმოქმნილი,[1] ქანების ზოგიერთი ნაწილი კი მიწისძვრებისას გადაადგილების შედეგად.[2] მკვლევართა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ ამ მარცვლოვანი ფენის საპოხის ეფექტი შეცოცების პროცესს მნიშვნელოვნად დაეხმარა.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Behr and Schmidt-Mumm (1987) The role of sedimentary and tectonic brines in the Damara Orogen, Namibia, Applied Geochemistry v. 2, n. 5-6, 535-542
  2. Rowe, Fagereng, Miller and Mapani (2012) Signature of coseismic decarbonation in dolomitic fault rocks of the Naukluft Thrust, Namibia. Earth & Planetary Science Letters v. 333-334, 200-210
  3. Viola, Mancktelow, and Miller (2006) Cyclic frictional-viscous slip oscillations along the base of an advancing nappe complex: Insights into brittle-ductile nappe emplacement mechanisms from the Naukluft Nappe Complex, central Namibia. Tectonics v. 25, n. 3