მუ სოჩუა
მუ სოჩუა | |
კამბოჯის ქალთა და ვეტერანთა საკითხების მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 ნოემბერი, 1998 – 16 ივლისი, 2004 | |
პრემიერ-მინისტრი | ჰუნ სენი |
დაბადებული | 15 მაისი, 1954 პნომპენი, კამბოჯა |
ეროვნება | კამბოჯელი |
მეუღლე | სკოტ ლეიპერი |
შვილები | 3 |
განათლება | სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი |
რელიგია | ბუდიზმი |
მუ სოჩუა (ქმერ. មូរ សុខហួ; დ. 15 მაისი, 1954, პნომპენი, კამბოჯა) — კამბოჯელი პოლიტიკოსი და უფლებათადამცველი. კამბოჯის პარლამენტის წევრი ბატამბანგის პროვინციიდან. 2005 წელს „Vital Voices Foundation“-საგან მიიღო ლიდერობის პრემია, აღნიშნული ფონდის თანადამფუძნებელია ჰილარი კლინტონი. 2002 წელს მუმ მოახდინა 12 000 ქალის მობილიზება და ისინი კანდიდატებად ჩართო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მათგან 900-მა მოახერხა გამარჯვება და დღემდე აქტიურად არიან ჩართულნი გენდერულ საქმიანობებში ადგილობრივ დონეზე[1].
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუ სოჩუა დაიბადა პნომპენში, დაწყებითი განათლება მიიღო ფრანგულ ლიცეუმში. 1972 წელს მშობლებმა გაამგზავრეს პარიზში განათლების მისაღებად[2]. ერთი წლის შემდეგ გაემგზავრა სან-ფრანცისკოში, სადაც ცხოვრობდა მისი ძმა. წითელი ქმერების ხელისუფლებაში მოსვლის შემვეგ მისი მშობლები გაქრნენ. სოჩუამ ვერ შეძლო სამშობლოში დაბრუნება და დარჩა დევნილობაში მომდევნო 18 წლის განმავლობაში.
მუ სოჩუა სამშობლოში დაბრუნდა 1989 წელს და დაკავდა უფლებათა დაცვით. მან შექმნა ქალთა პირველი ორგანიზაცია „ხემარა“ და გაწევრიანდა პოლიტიკურ პარტიაში ეროვნული გაერთიანების ფრონტი დამოუკიდებელი, ნეიტრალური მშვიდობიანი კამბოჯისათვის. 1998 წელს მიიღო მანდატი ეროვნულ ასამბლეაში ბატამბანგის პროვინციიდან. მალევე გახდა ქალთა და ვეტერანთა საქმეების მინისტრი.
2004 წელს დატოვა მინისტრის თანამდებობა და თითქმის მაშინვე გაწევრიანდა სემა რაინსის პარტიაში, სადაც მან დაიკავა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1984 წელს ცოლად გაჰყვა ამერიკელ სკოტ ლეიპერს, შეეძინათ სამი გოგო. ლეიპერი გარდაიცვალა [[2006] წელს. 18 წლის განმავლობაში ცხოვრობდა აშშ-ში, მშობლიურ ენაზე საუბრობს აქცენტებით[3].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Opposition MP to sue Hun Sen for defamation | Connect Asia. www.radioaustralia.net.au. ციტირების თარიღი: 2016-12-08.
- ↑ „Mu Sochua: Protesting with poise -“. Advisor (ინგლისური). 2014-08-07. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-10. ციტირების თარიღი: 2016-12-08.
- ↑ ppp_webadmin (2004-05-21). „Uphill fight for women's rights“. Phnom Penh Post. ციტირების თარიღი: 2016-12-08.