მუშის კუნძულები
მშობ. სახელი: ფრანგ. Îles Moucha | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ტაჯურის ყურე |
კოორდინატები | კოორდინატები: 11°43′ ჩ. გ. 43°11′ ა. გ. / 11.717° ჩ. გ. 43.183° ა. გ. |
ფართობი | 3,994 კმ² |
სიგრძე | 1,6 კმ |
სიგანე | 2,41 კმ |
უმაღლესი წერტილი | 13 მ |
ჯიბუტი | |
რეგიონი | ჯიბუტი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი |
მუშის კუნძულები (ფრანგ. Îles Moucha) — მცირე ზომის მარჯნის კუნძულები ჯიბუტის სანაპიროზე. ის მდებარეობს ტაჯურის ყურის ცენტრში. კუნძულები ეკუთვნის ქვეყნის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულს — დედაქალაქ ჯიბუტის, რომლის საერთო მოსახლეობაც შეადგენს დაახლოებით 20 ადამიანს და მნიშვნელოვნად იზრდება ზაფხულის პერიოდში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუშის კუნძულები სიდიდით ჯიბუტის ყველაზე დიდი კუნძულებია. მათი სიგრძე 1,6 კმ-ია, სიგანე კი 2,41 კმ, მუშის კუნძულები იმყოფება პატარა მასკალის კუნძულებთან, რამდენიმე მომცრო კუნძულთან და მარჯნის რიფებთან სიახლოვეს. ის მდებარეობს დაახლოებით 15 კმ-ში სამხრეთით ჯიბუტის მატერიკული ნაწილიდან.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუშის კუნძულებზე განსაკუთრებით ბევრი მზიანი დღეებია და მაღალი ტემპერატურაა მთელი წლის განმავლობაში. ესაა მშრალი კლიმატი, რომლის ტემპერატურა მერყეობს დეკემბრის, იანვრის და თებერვლის საკმაოდ თბილი ამინდებიდან ივლისის ძალიან ცხელ ამინდამდე. არსებობს წლის ორი დრო: ზაფხული, მშრალი სეზონით მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით და ზამთრის შედარებით გრილი სეზონი, ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუშის კუნძულების ეკონომიკა უპირატესად დაფუძნებულია მომსახურებაზე და ტურიზმზე. მუშის კუნძულები დასვენების ერთ-ერთი პოპულარული ადგილია ჯიბუტიში. კუნძულების მთავარ ქალაქ — მუშას ემსახურება აეროპორტი.[1] კუნძულები ასევე შესანიშნავი ადგილია დაივინგის მოყვარულთათვის.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ აეროპორტ HDMO-ის ინფორმაცია „Great Circle Mapper“-ზე.