მუსტაფა ჩოკაი
მუსტაფა ჩოკაი, (ყაზახ. Мұстафа Шоқай დ. 1890 — გ. 1941, ბერლინი) — ყაზახი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, პუბლიცისტი. იყო ჯადიდიზმის მიმდევარი და ერთიანი თურქესტანის შექმნის მთავარი იდეოლოგი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იყო რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი. 1917 წლის ნოემბრიდან იყო თურქესტანის ავტონომიის (კოკონდის რესპუბლიკა) საგარეო საქმეთა მინისტრი და მოგვიანებით, მთავრობის თავმჯდომარე. ბოლშევიკთა მიერ რესპუბლიკის ლიკვიდაციის შემდეგ გაიქცა უფაში, სადაც აგრძელებდა ბოლშევიკთა წინააღმდეგ ბრძოლას. უფასა და ორენბურგის თეთრგვარდიელთა მიერ დაკავების შემდეგ გაიქცა ბუხარაში. 1919 წლის გაზაფხულზე ბაქოს გავლით ჩავიდა თბილისში, სადაც ცხოვრობდა 1921 წლის მარტამდე. ბოლშევიკთა მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გადადის თურქეთში, შემდეგ კი ემიგრაციაში მიდის საფრანგეთში, ბოლოს საცხოვრებლად გადადის ბერლინში. ევროპაში ცხოვრების პერიოდში აარძელებდა ანტისაბჭოთა მოღვაწეობას. 1920-30-იან წლებში აქვეყნებდა პუბლიკაციებს ისტორიის საკითხებზე. გარდაიცვალა ბერლინში, დაკრძალულია ბერლინის მუსლიმთა სასაფლაოზე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Мұстафа Шоқайдың тарихи тұлғасының бағалануы. Әбдіуақап Қара დაარქივებული 2011-12-18 საიტზე Wayback Machine.
- Исполнилось 120 лет со дня рождения Мустафы Шокая
- Бахыт Садыкова. Мустафа Шокай დაარქივებული 2008-04-19 საიტზე Wayback Machine.
- В архивах Санкт-Петербурга найдены новые документы о Мустафе Шокае
- Мустафа Шокай посмертно награждён медалью «Личность Петербурга»
- Первым президентом является Мустафа Шокай
- Посол великой степи დაარქივებული 2016-04-01 საიტზე Wayback Machine.