მოჰამედ ამინ დიდი
მოჰამედ ამინ დიდი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 ივლისი, 1910 |
დაბადების ადგილი | მალე |
გარდაცვალების თარიღი | 19 იანვარი, 1954 (43 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Kaafu Atoll |
მოქალაქეობა | მალდივის რესპუბლიკა |
სუმუვულ ამერ მოჰამედ ამინ დჰოშიმეინაა კილეგეფაანუ (მალდ. ސުމުއްވުލް އަމީރު މުހައްމަދު އަމީން ދޮށިމޭނާ ކިލެގެފާނު; დ. 20 ივლისი, 1910 – გ. 19 იანვარი, 1954), უფრო მეტად ცნობილია, როგორც მოჰამედ ამინ დიდი — მალდიველი პოლიტიკოსი, მალდივის პირველი პრეზიდენტი და მთავრობის მეთაური 1953 წლის 1 იანვრიდან 21 აგვისტომდე. ამინ დიდი ასევე იყო პირველი მალდივური სამთავრობო სკოლის, მაჯიდჰიის სკოლის ხელმძღვანელი 1946-1953 წლებში.[1]
ამინ დიდი იყო მალდივში პირველი პოლიტიკური პარტიის „რაიითუნგე მუთაგადდიმ პარტიის“ (სახალხო პროგრესული პარტია) ლიდერი.[1][2] მისი პოლიტიკური პროგრამა მოიცავდა ქვეყნის მოდერნიზების მცდელობებს, მათ შორის ქალთა უფლებების გაუმჯობესებას, განათლებას,[3] თევზის საექსპორტო ინდუსტრიის ნაციონალიზაციას და თამბაქოს მოწევის აკრძალვას.[4]
ამინ დიდი თანამდებობაზე დანიშნა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც ქვეყანა იტანჯებოდა მასობრივი შიმშილისაგან და გამოფიტული იყო რესურსებისგან.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამინი იყო ათირეგეის აჰმედ დოშიმეინაას და როანუგეის აიშათ დიდის ძე. მამის მხრიდან იგი ჰურაის დინასტიის შთამომავალი იყო. 1920 წელს იგი გაემგზავრა ცეილონში (დღევანდელი შრი-ლანკა) და სწავლობდა კოლომბოს წმინდა იოსების კოლეჯში.[1] 1928 წელს წავიდა ინდოეთში, სწავლის გასაგრძელებლად, ალიგარჰის მუსლიმურ უნივერსიტეტში,[5] ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა მალდივში. მისი მეუღლე იყო ფათჰიმათ საიდი და მისი ერთადერთი შვილი — ანაბეელა ამეენა მოჰამედ ამინი.
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1947 წლის 1 იანვარს დაინიშნა პრემიერ-მინისტრად და გადადგა 1953 წლის 2 სექტემბერს. პრემიერ-მინისტრობს პერიოდში დაწერა სარეკლამო ბროშურა სახელწოდებით „ქალბატონებო და ბატონებო: მალდივის კუნძულები“, რომელშიც უცხოელებს აწვდიდა ინფორმაციას მალდივის ცხოვრების, კულტურისა და ეკონომიკის შესახებ.[6]
1931 წელს ამინი დაინიშნა დამფუძნებელ კრებაში, რომელიც სულთან მუჰამედ შამსუდინნ III-მ მოიწვია ქვეყნის პირველი წერილობითი კონსტიტუციის შესამუშავებლად.[7] შემდეგ იკავებდა სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობებს: გადასახადების დეპარტამენტის უფროსი, მალდივის საფოსტო განყოფილების ხელმძღვანელი, ვაჭრობის, ფინანსთა (1942-1952 წწ.)[8] და საგარეო საქმეთა (1944-1953 წწ.)[9] მინისტრი, ასევე იყო მალდივის პირველი პარლამენტის წევრი.[1]
რევოლუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალდივის ყოველდღიური გაზეთის „მიჰაარუ“-ს ანგარიშის თანახმად, გამოაშკარავდა, რომ იბრაჰიმ ზაქი, მოჰამედ ზაქი და იბრაჰიმ ნასირი იყვნენ გადატრიალების ორგანიზატორები, რომლებმაც მიიწვიეს ვიცე-პრეზიდენტი იბრაჰიმ მუჰამედ დიდი, რომელმაც შეთავაზება მიიღო.[10][11] იბრაჰიმ დიდი შეუერთდა გუნდს ამინის სახელმწიფო ფონდების მართვის მიმართ უკმაყოფილებით.[10] გადატრიალების დღეს მან დაკეტა ოფისის კარი, გამოაცხადა პირები, რომლებიც უნდა დაეკავებინათ — ისინი ყველა ამინის ახლო მეგობრები იყვნენ.[10] გაიმართა სპეციალური კრება, სადაც ამინ დიდის მიმართ გამოცხადდა უნდობლობის ოქმი, რომელმაც დროებით გადასცა ყველა უფლებამოსილება იბრაჰიმ დიდის.[10] ამინი იმ დროს იმყოფებოდა შრი-ლანკაში სამედიცინო მკურნალობაზე და არ იცოდა მომხდარი, სანამ არ მიიღო წერილი იბრაჰიმ დიდისგან, რომელიც არ იუწყებოდა მის გადაყენებაზე. ამინი სასწრაფოდ გამეგზავრა მალეში, სადაც იბრაჰიმ დიდიმ და ფაამლუდჰეირი კილეგეფაანუმ წაიყვანეს დჰუნიჰუში, სადაც მან არმიას უბრძანა ამინის ცემა.[11] შემდეგ იგი გადაიყვანეს ვიჰამანაფუშში, სადაც გარდაიცვალა ჯანმრთელობის გართულებების გამო.[10]
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამინ დიდს ჰყავდა ერთი შვილი ანაბეელა ამეენა მოჰამედ ამინი.[12] მისი შვილიშვილი ამენ ფაისალი იყო მალდივის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი. სხვა შვილიშვილები არიან იბრაჰიმ ფაისალი, ფარაჰანაზ ფაისალი და აიშათ შუვეიქარი.[12] მისი დედის სახელი იყო აიშათ დიდი, მამის სახელი - აჰმედ დოშიმეიაა კილეგეფაანუ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Al Ameer Mohamed Amin - The President's Office. ციტირების თარიღი: 10 November 2023
- ↑ Political Parties - Beginning of political parties in the Maldives. ციტირების თარიღი: 10 May 2024
- ↑ Xavier Romero-Frias, The Maldive Islanders, A Study of the Popular Culture of an Ancient Ocean Kingdom. Barcelona 1999, ISBN 84-7254-801-5
- ↑ Masters, Tom (2009). Maldives. Lonely Planet, გვ. 21. ISBN 978-1741790139.
- ↑ Prominent Alumni Aligarh Muslim University. ციტირების თარიღი: 10 November 2023
- ↑ Bosley, Daniel. Ladies and Gentlemen…. ციტირების თარიღი: 10 May 2024
- ↑ Zahir, Azim (2018). Reformist Islam and the Rise of a Political Third Model in the Maldives: Elite Discourses and Societal Viewpoints (PDF) (PhD thesis) (English). University of Western Australia.
- ↑ Ministry of Finance. ციტირების თარიღი: 10 November 2023
- ↑ Former Ministers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მაისი 2024. ციტირების თარიღი: 10 May 2024
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 Hamdhoon, Mohamed (16 October 2020). „އިބްރާހިމް ދީދީ: ބާރުވެރިކަން، އިންގިލާބު އަދި އަރުވާލުން!“ [Ibrahim Didi: Power, Revolution and Exile!]. Mihaaru. ციტირების თარიღი: 10 May 2024.
- ↑ 11.0 11.1 „Killed, exiled or deposed“. Maldives Independent. 15 November 2015. ციტირების თარიღი: 10 May 2024.
- ↑ 12.0 12.1 Zalif, Zunana (6 May 2020). „Late president Amin Didi's only daughter and last surviving child passes away at 85“. Raajje TV. ციტირების თარიღი: 10 May 2024.