იბრაჰიმ ნასირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იბრაჰიმ ნასირი
მალდივის მე-2 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 ნოემბერი, 1968 – 11 ნოემბერი, 1978
წინამორბედითანამდებობა აღსდგა
მემკვიდრემომუნ აბდულ გაიუმი

მალდივის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 დეკემბერი, 1957 – 11 ნოემბერი, 1968
წინამორბედიიბრაჰიმ მუჰამედ დიდი
მემკვიდრეაჰმედ ზაკი

მალდივის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 დეკემბერი, 1957 – 11 ნოემბერი, 1968
წინამორბედიაჰმედ ზაკი
მემკვიდრეფატულა ჯამილი

დაბადებული2 სექტემბერი, 1926
ფუვამულა, მალდივი
გარდაცვლილი22 ნოემბერი, 2008(2008-11-22)
სინგაპური
პოლიტიკური პარტიაუპარტიო
რელიგიაისლამი

იბრაჰიმ ნასირი (დ. 2 სექტემბერი 1926, ფუვამულა, მალდივი — გ. 22 ნოემბერი, 2008, სინგაპური) — მალდივის პოლიტიკური მოღვაწე. პრეზიდენტი 1968-1978 წლებში და პრემიერ-მინისტრი 1957-1968 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იბრაჰიმ ნასირი დაიბადა 1926 წლის 2 სექტემბერს ცნობილ ოჯახში, რომელიც იყო სამეფო დინასტიების დიამიგილების და ჰურაას პირდაპირი შტო. იბრაჰიმ ნასირის დედა აიშათ დიდი იყო სულთან მუჰამედ ღიას-ადდინის მეხუთე შთამომავალი.

იბრაჰიმ ნასირი 1957 წლის 12 დეკემბრიდნ 1968 წლის 11 ნოემბრაამდე, მუჰამედ ფარიდ დიდის სულთნობის პერიოდში იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. 1968 წლის 12 ნოემბრიდან კი იგი გახდა მალდივის მეორე პრეზიდენტი და მეორე რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, თანამდებობაზეა 1978 წლის 11 ნოემბრამდე.

ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს, იბრაჰიმ ნასირმა აჩვენა ავტორიტარული მმართველის თვისებები. 1957 წელს გადასინჯეს ხელშეკრულების პირობები ბრიტანეთის სამხედრო ბაზის განლაგების შესახებ მალდივის სასარგებლოდ. 1959 წლის მარტში სამმა ატოლმა ადუმ, ფუა-მულაკუმ და ჰუვადუმ, რომლის მოსახლეობის საერთო რაოდენობა იყო 20 ათასი ადამიანი, გამოაცხადეს ქვეყნიდან გამოყოფა და სუვადივეს გაერთიანებული რესპუბლიკის დაარსება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პრეზიდენტი აბდულა აფიფ დიდი. 1962 წელს მალდივის მთავრობამ გააგზავნა სამხედრო კატერი და პოლიციის დანაყოფი, რომელმაც დაასრულა სეპარატისტული მოძრაობა, აბდულა აფიფ დიდი გაიქცა სეიშელის კუნძულებზე, აჯანყების ყველა მონაწილე გადაასახლეს სხვადასხვა კუნძულებზე.

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ნასირის მმართველობა უფრო მეტად ავტორიტარული გახდა[1]. ეკონომიკის სფეროში მან მნიშვნელოვანი საქმე განახორციელა, ბაზარზე შემოიყვანა ინდოელი და შრი-ლანკელი მოვაჭრეები და საგარეო ვაჭრობაზე სახელმწიფო მონოპოლია გამოაცხადა. განხორციელდა მალდივის ეკონომიკის მოდერნიზაცია. თუმცა, 1970-იანი წლების შუა ხანებში რესპუბლიკის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა ხმელი თევზის ვაჭრობის ბაზრის დაშლის და 1976 წლის მარტში ბრიტანეთის საჰაერო ბაზის ევაკუაციის გამო კუნძულ განზე.

1974 წელს დაიწყო მოსახლეობის მასობრივი გამოსვლები, რომლებიც აპროტესტებდნენ მაღალ ფასებს. ამის საპასუხოდ ნასირმა ბრძანა პროტესტანტების წინააღმდეგ სროლა, რათა დაეშალა მასა, თუმცა სროლებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 1975 წელს დააპატიმრა და სხვა ატოლზე გადაასახლა მოსახლეობაში პოპულარული პრემიერ-მინისტრი აჰმედ ზაკი.

მისი მმართველობა სულ უფრო არაპოპულარული ხდებოდა, რის გამოც იბრაჰიმ ნასირი 1978 წლის ნოემბერში სინგაპურში გაიქცა. მას ბრალი ედებოდა სახელმწიფო ხაზინის თანხების გაფლანგვაში. 1981 წელს იგი დაუსწრებლად გაასამართლეს, დაადანაშაულეს კორუფციაში და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. თუმცა მოგვიანებით შეიწყალეს.

იბრაჰიმ ნასირი გარდაიცვალა 2008 წლის 22 ნოემბერს სინგაპურის ერთ-ერთ ჰოსპიტალში[2].

2011 წელს ნასირის პატივისცემის ნიშნად მალეს საერთაშორისო აეროპორტს მისი სახელი უწოდეს.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნასირი დაოჯახდა სამჯერ და ყავდა ხუთი შვილი. მისი პირველი ცოლი იყო აიშა ზუბაირი, რომელზეც დაქორწინდა 1950 წელს. მათ შეეძინათ შვილი სახელად აჰმედ ნასირი. 1953 წელს დაქორწინდა მარიამ საეედა დიდიზე, რომელთანაც შეეძნა ორი ბიჭი ალი ნასირი და მოჰამედ ნასირი. 1969 წელს დაქორწინდა ნსეემ მოჰამედ კალეიფანზე, მასთან შეეძინა ერთი ბიჭი და ერთი გოგო ისმაილ ნასირი და აიშათ ნასირი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Former President Nasir Dies“, Minivan News, 2008-11-22. 
  2. Nasir, 1st Maldivian president, dies“, UPI, 2008-11-23. წაკითხვის თარიღი: 2008-11-23.