მოჰამედ ნაშიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მოჰამედ ნაშიდი
მოჰამედ ნაშიდი
მალდივის მე-4 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 ნოემბერი, 2008 – 7 თებერვალი, 2012
წინამორბედიმომუნ აბდულ გაიუმი
მემკვიდრემოჰამედ ვაჰიდ ჰასანი

დაბადებული17 მაისი, 1967
მალე, მალდივი
პოლიტიკური პარტიამალდივის დემოკრატიული პარტია
მეუღლელაილა ალი აბდულა
შვილები2 გოგო
რელიგიასუნიტური ისლამი

მოჰამედ ნაშიდი (დ. 17 მაისი 1967, მალე, მალდივი) — მალდივის პოლიტიკური მოღვაწე. პრეზიდენტი 2008-2012 წლებში. ქვეყნის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი. მალდივის პარლამენტის ყოფილი წევრი. მალდივის დემოკრატიული პარტიის დამაარსებელი და ამ პარტიის კანდიდატი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მოჰამედ ნაშიდი აკრიტიკებდა წინამორბედი პრეზიდენტის მომუნ აბდულ გაიუმის მოღვაწეობას, რის გამოც იგი დააპატიმრეს.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს წინ უძღოდა მომუნ აბდულ გაიუმის მიერ დემოკრატიული კონსტიტუციის ხელმოწერა, რაც გამოწვეული იყო ქვეყანაში მიმდინარე არეულობისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო. არჩევნების შედეგად მოჰამედ ნაშიდმა პირველ ტურში დამარცხების შემდეგ მეორე ტურში მიიღო ხმების 54 %, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა მომუნ აბდულ გაიუმმა — 46 %[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოჰამედ ნაშიდი დაიბადა ქალაქ მალეში. აღმსარებლობით იგი სუნიტური ისლამის მიმდევარია. 2008 წლის 11 ნოემბერს იგი ქვეყნის პრეზიდენტი ხდება. 2012 წლის 7 თებერვალს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და საპროტესტო აქციების ფონზე რაშიდი გადადგა თანამდებობიდან[2]. ამავე წლის ოქტომბრის თვეში ნაშიდი მცირე ხნით დააპატიმრეს და ბრალად წაუყენეს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. მიუხედავად ამისა, სასამართლომ მას უფლება მისცა ინდოეთში გამგზავრებულიყო 9 თებერვლამდე. შემდეგი მოსმენა უნდა გამართულიყო 10 თებერვალს, მაგრამ ნაშიდი სასამართლოში არ გამოცხადდა, გარკვეული პერიოდი თავს აფარებდა ინდოეთის საელჩოს მალეში, რის გამოც გამოსცეს მისი დაპატიმრების ხელახალი ორდენი. 2013 წლის მარტში იგი კვლავ დააპატიმრეს[3], მაგრამ ერთი დღის შემდეგ გაათავისუფლეს[4].

2015 წლის თებერვალში იგი კვლავ დააპატიმრეს და ახლა ბრალი წაუყენეს 2012 წელს მალდივის უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის აბდულა მოჰამედის დაპატიმრებასთან კავშირი[5].

2015 წლის მარტში სასამართლომ ნაშიდი დამნაშავედ ცნო, რადგან მან ხელი მოაწერა აბდულ მოჰამედის უკანონო დაპატიმრების ბრძანებას, რაც სასამართლომ შეაფასა როგორც ტერორიზმი და მიუსაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა[6]. Amnesty International-მა გამოთქვა ეჭვი, რომ ნაშიდის მიმართ სასამართლო არ იყო სამართლიანი და მის სასამართლო პროცესს სამართლიანობის შერჩევითი მიდგომა უწოდა[7]. 2015 წელს Amnesty International-მა მოჰამედ ნაშიდი სინდისის პატიმრად აღიარა[8].

2016 წელს მოჰამედ ნაშიდს დიდმა ბრიტანეთმა მიანიჭა თავშესაფარი, სადაც იგი სამკურნალოდ გაემგზავრა[9].

2018 წლის 29 ივნისს მან უარი განაცხადა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან თვლიდა, რომ არჩევნების სამართლიანობა დარღვეული იქნებოდა საარჩევნო კომისიის მიერ[10].

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოჰამედ ნაშიდი დაჯილდოებულია მრავალი საერთაშორისო პრიზით. 2009 წელს გადაეცა ანა ლინდის ჯილდო მალდივის რესპუბლიკაში დემოკრატიის დამკვიდრებისათვის[11]. 2010 წელს გადასცეს დედამიწის ჩემპიონის ჯილდო[12]. 2011 წელს მავრიკში ვიზიტის დროს გადაეცა მავრიკის უმაღლესი ჯილდო - ღირსების ორდენი[13]. 2012 წელს გადაეცა ჯეიმს ლოუსონის პრემია[14].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Президентом Мальдив избран бывший политзаключённый
  2. Президент Мальдив объявил об отставке в эфире национального ТВ
  3. Экс-президент Мальдив снова арестован
  4. Mohamed Nasheed released from police custody. The New Indian Express (6 March 2013). წაკითხვის თარიღი: 16 March 2015.
  5. Экс-президент Мальдив задержан, его могут обвинить в терроризме
  6. Бывшего президента Мальдив приговорили к 13 годам тюрьмы
  7. Amnesty International: Nasheed Trial Is ‘Selective Justice’
  8. Republic of Maldives: Continued detention of prisoner of conscience, Mohammed Nasheed. Amnesty International (May 1996). წაკითხვის თარიღი: 16 March 2012.
  9. Mohamed Nasheed: Former Maldives president 'given UK asylum'“, 23 May 2016. წაკითხვის თარიღი: 23 May 2016. 
  10. Former Maldivian President Mohamed Nasheed renounces presidential bid citing illegal curbs on him. Scroll.in. წაკითხვის თარიღი: 29 June 2018.
  11. "Anna Lindh Prize 2009 to President of the Maldives", www.annalindhsminnesfond.se
  12. Press Releases April 2010 – Green Economy Takes Centre Stage at UNEP 2010 Champions of the Earth Awards – United Nations Environment Programme. UNEP. წაკითხვის თარიღი: 9 February 2012.
  13. Mauritius Awards Highest Order to President of the Maldives. Perfectislands.com. წაკითხვის თარიღი: 9 February 2012.
  14. President Mohamed Nasheed of the Maldives to Receive "The James Lawson Award". International Center on Nonviolent Conflict (27 June 2012). წაკითხვის თარიღი: 29 June 2012.