მალდივური ენა
მალდივური ދިވެހި, ދިވެހިބަސް | |
გავრცელებულია | მალდივები |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 340,000 |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ოჯახი:
|
დამწერლობის სისტემა | თაანა |
ენის კოდები | ISO 639-1: dv ISO 639-2: div ISO/DIS 639-3: div |
მალდივური ან დივეჰი[1][2] (ދިވެހި, ދިވެހިބަސް) — სამხრეთ აზიის კუნძულოვან ქვეყანა მალდივებზე გავრცელებული ინდოარიული ენა. შედგება ხუთი დიალექტისგან: მაჰლი, მალიკუ (ლაქშადვიპში), ჰუვადჰუ, ფუამულაკი და ადდუ.
ენის ეთნიკური ენდონიმი - დივეჰი მალე ლათინიზე (მადლოვური ენის ლათინური ანბანით დამწერლობა, რომანიზაცია) იწერება როგორც Dhivehi, რაც ასევე წარმოადგენ მის ოფიციალურ მართლწერას. მალდივური ენისთვის გამოიყენება დამწერლობა - თაანა.
მალდივების ოფიციალურ ენას წარმოადგენს Malé bas ან Mahl bas, გავრცელებულია ყველა ჩრდილოეთ კუნძულზე. ასევე ინდოეთის ავტონომიურ რეგიონში ლაქშადვიპის გაერთიანებულ ტერიტორიაზე დაახლოებით 10000 ადამინაისთვის (რომლებიც მაჰის დიალექტზე საუბრობენ) წარმოადგენს მშობლიურ ენას.[3][4][5]
მალდივური წარმოიშვა ელუდან და მჭიდროდაა დაკავშირებული სინჰალურთან, თუმცა ამ ორ ენაზე მოსაუბრეებს ერთმანეთის არ ესმით. საუკუნეების განმავლობაში მალდივურის განვითარებაზე ბევრმა ენამ მოახდინა გავლენა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არაბულმა. ასევე: ფრანგულმა, სპარსულმა, პორტუგალიურმა, ჰინდი-ურდუმ და ინგლისურმა. ინგლისური სიტყვები ატოლი (მარჯნის ან რიფის რკალისებური კუნძული) და დჰონი (ხომალდი ინტერ-ატოლიური ნავიგაციისთვის) არის ანგლიკანიზებული მალდივური სიტყვები atoḷu და dōni.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიტყვაDivehi div+vehi ნიშნავს "კუნძულელს" (წარმოშობილია სანსკრიტიდან - დვიპა, კუნძული). Bas ნიშნავს "ენას" (სანსკრიტიდან ბაჰასა). შედეგად Divehi-bas ნიშნავს კუნძულელების ენას. ჰარი ჩარლს პურვის ბელი, ერთ ერთი პირველი დიველი ლინგვისტი, მას Dives უწოდებდა.[6]
ვილჰელმ გეიგერი გერმანელი ლინგვისტი, რომელიც პირველი იყო ვინც XX საუკუნის დასაწყისში მადლივურის ენათმეცნიერული კვლევა ჩაატარა, ამ ენას ასევე Divehi-ს უწოდებდა. ასო h დასახელებას 1976-ში დაემატა ("Dhivehi"), როდესაც ნახევრად ოფიციალური ლათინიზირებული მალე ლატინი გავრცელდა. დღეისთვის h-ის გამოყენება დასახელებაში მიღებულია და ასევე ოფიციალურად ეწოდება - Dhivehi.
წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მადლდივური ინდოარიული ენაა, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული შრი-ლანკაზე გავრცელებულ სინჰალურ ენანთან. მალდივური წარმოადგენს ყველაზე სამხრეთით გავრცელებულ ინდოარიულ ენას. სინჰალური და მალდივური ქმნიან იინდოარიულ ენებში ნსულარ ინდო-არიულ ქვე-ჯგუფს. მიუხედავად ამისა ამ ენბზე მოსაუბრეებს ერთმანეთის არ ესმით.[7]
მალდივური და სიჰალური წარმოიშვნენ, ანტიკურ და შუასაუკუნეების ინდოეთის ელუ პრაკრიტიდან (შუა ინდოარიული ენები). ეს პრაკრიტები თავის მხრივ წარმოიშვნენ ვედურ სანსკრიტთან დაკავშირებულ ძველი ინდოარიული ვერნაკულარებიდან.
ადრე მიიჩნეოდა, რომ მალდივური წარმოშობილი იყო სინჰალურიდან. 1969 წელ, სინჰალელმა ფილოლოგმა მ. ვ. ს. დე-სილვამ პირვალად წამოაყენა მოსაზრება, რომ სინჰალურს და მალდივურს საერთო წინარე ენა ქონდათ.[8]
გრამატიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავიდან იყო ასოების შემდეგი თანმიმდევრობა:
ހ ށ ނ ރ ބ ޅ ކ އ ވ މ ފ ދ ތ ލ ގ ޱ ސ ޑ ޝ ޒ ޓ ޏ ޔ ޕ ޖ ޗ
ახლა გამოიყენება შემდეგი ასოები:
ހ ށ ނ ރ ބ ޅ ކ އ ވ މ ފ ދ ތ ލ ގ ޏ ސ ޑ ޒ ޓ ޔ ޕ ޖ ޗ
ასო ޱ ჩანაცვლდა ޏ-ით, ხოლო ޝ მოჰამედ ამინ დიდის (მალდივის პირველი პრეზიდენტი) მმართველობის დროს მიჩნეული იქნა როგორც ტაანაში გამოყენებული აღნიშვნა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- De Silva, M W S (1970). „Some Observations on the History of Dhivehi“. Transactions of the Philological Society, London..
- Fritz, Sonja (2002), The Divehi Language: A Descriptive and Historical Grammar of the Maldivian and its Dialects, Heidelberg.
- Vitharana, V (1987), Sri Lanka – Maldivian Cultural Affinities, Academy of Sri Lankan Culture.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Dhivehi phrasebook, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Dhivehi Academy
- Mahal Unit Press Minicoy
- Unicode standard for Middle Eastern scripts
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Documentation for ISO 639 identifier: div. ISO 639-2 Registration Authority - Library of Congress. ციტატა: „Divehi; Dhivehi; Maldivian“ ციტირების თარიღი: 2017-07-08
- ↑ Documentation for ISO 639 identifier: div. ISO 639-3 Registration Authority - SIL International. ციტატა: „Dhivehi, Divehi, Maldivian“ ციტირების თარიღი: 2017-07-08
- ↑ Bruyn, Pippa de; Bain, Keith; Allardice, David; Joshi, Shonar (2010-02-18) Frommer's India – Google Books. ISBN 9780470645802. ციტირების თარიღი: 2013-08-21.
- ↑ (1958) Journal of the Bombay Natural ... – Google Books. ციტირების თარიღი: 2013-08-21.
- ↑ (6 April 2010) Concise encyclopedia of languages of ... – Google Books. ISBN 9780080877754. ციტირების თარიღი: 2013-08-21.
- ↑ Bell, Harry C.P.. Excerpta Maldiviana. Laurier Books Ltd., გვ. 154. ISBN 8120612213.
- ↑ Gair, James W. (2007). „The Dhivehi Language: A Descriptive and Historical Grammar of Dhivehi and Its Dialects. 2 vols“. The Journal of the American Oriental Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-18. ციტირების თარიღი: 2019-11-07.
- ↑ de Silva (1970)