მოწითალო-მურა ტრიქოლომა
მოწითალო-მურა ტრიქოლომა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Tricholoma ustale (Fr.) P.Kumm. (1871)[1] | |||||||||||||
|
მოწითალო-მურა ტრიქოლომა (ლათ. Tricholoma ustale) — ტრიქოლომას გვარის სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს აზიას, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას.
ერთი წყარო მას შხამიან ან არსაჭმელ სოკოდ მიიჩნევს, ხოლო მეორე წყარო — საჭმელად ვარგისად.
სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1818 წელს როგორც Agaricus ustalis.[2] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა პაულ კუმერმა 1871 წელს.[3]
სამეცნიერო სინონიმები:
- Agaricus ustalis Fr. (1818
- Gyrophila ustalis (Fr.) Quél. (1886)
- Agaricus fulvellus Fr. (1838)
- Tricholoma fulvellum (Fr.) Gillet (1874)
- Tricholoma ustale var. rufoaurantiacum Bon (1984)
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუდის დიამეტრი – 3-8 სმ, განიერზარისებრია, შემდგომში — ამობურცული, ლორწოვანი ზედაპირით, სადა, მოწითალო ან წაბლისფერ-მურა. სიბერეში ან გაშრობის შემდეგ ნაყოფსხეული შავდება.[4]
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები შეზრდილია ან ამოკვეთილი, მოთეთრო, ახასიათებს მურა ლაქები, მომწიფებისას მუქდება.
ფეხის სიგრძე — 4-6 სმ, სისქე — 1-1,5 სმ, ცილინდრულია, ზოგჯერ ძირში დაწვრილებული, მთლიანი, მოთეთრო, შეზრდილია სიგრძივი მოწითალო-მურა ბეწვებით.
რბილობი — თეთრია, დაზიანებისას ოდნავ ყავსიფერდება. ახასიათებს ფქვილის სუნი და მომწარო გემო.
სპორები – 5-7x3-5 მკმ, კვერცხისებრი, სადა, უფერული.
გავრცელება და ეკოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ასევე პარკებში, მხოლოდ მუხის ქვეშ.
გავრცელების არეალი მოიცავს აზიას, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას.
სეზონი — ზაფხულ-შემოდგომით.
მსგავსი სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
Tricholoma fucatum
გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წყაროთა ერთი ნაწილი მას შხამიან ან არასაჭმელ სოკოდ მიიჩნევს, ხოლო წყაროთა მეორე ნაწილი კი — საჭმელად.
იაპონიაში სადაც მისგან მოწამვლის შემთხვევები საკმაოდ გავრცელებულია,[5] იაპონელმა მეცნიერებმა მასში ტოქსიკური ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას, ღებინებასა და დიარეას.[6]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 102, ISBN 99940-856-1-1.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოწითალო-მურა ტრიქოლომა MycoBank-ზე (ინგლისური)
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მოწითალო-მურა ტრიქოლომა“ ვიკისაწყობში.
- მოწითალო-მურა ტრიქოლომა Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Tricholoma ustale (Fr.) P. Kumm., Der Führer in die Pilzkunde: 130, 1871. MycoBank. International Mycological Association. ციტირების თარიღი: 2013-03-23.
- ↑ (1999) Flora Agaricina Neerlandica: Critical Monographs on Families of Agarics and Boleti Occurring in the Netherlands. Taylor & Francis, გვ. 126. ISBN 9054104937.
- ↑ Kummer P. (1871). Der Führer in die Pilzkunde (German). Zerbst, Germany: C. Luppe, გვ. 130.
- ↑ Grzybowisko. Gąska bukowa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-28. ციტირების თარიღი: 2013-03-26.
- ↑ Benjamin, Denis R. (1995). Mushrooms: Poisons and Panaceas—A Handbook for Naturalists, Mycologists and Physicians. New York, New York: WH Freeman and Company, გვ. 154. ISBN 0-7167-2600-9.
- ↑ Sano Y, Sayama K, Arimoto Y, Inakuma T, Kobayashi K, Koshino H, Kawagishi H (2002). „Ustalic acid as a toxin and related compounds from the mushroom Tricholoma ustale“. Chem. Commun. (13): 1384–85. doi:10.1039/B202607D. PMID 12125567.