შინაარსზე გადასვლა

მოწამეთობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით და კონსტანტინეს ნაწილები მოწამეთას ტაძარში

მოწამეთობა, ორწიფობა — სახალხო-რელიგიური დღესასწაული იმერეთში. იმართება ყოველწლიურად მოწამეთას მონასტერში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხილი არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინეს (VIII ს.) ხსენების დღეს, 15 ოქტომბერს. ტრადიცია ცნობილია XVIII საუკუნიდან.

გადმოცემის მიხედვით, მოწამეთა სწორედ იმ ადგილზეა აშენებული, სადაც დავითი და კონსტანტინე მურვან ყრუს შემოსევის დროს აწამეს. ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნენი იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან. მათ შეუძლიათ გაიარონ მოწამეთას ტაძრის გვირაბში, სადაც, ტრადიციულად, სურვილის ჩაფიქრების შემდეგ პატივს მიაგებენ დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]