ჩეხი ძმები
პროტესტანტიზმი |
ჰუსიტები • ლოლარდები • ვალდენსები • ჩეხი ძმები
ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • ლუთერანობა • ცვინგლიანობა
ადვენტისტები • ამიშები • ანაბაპტიზმი • ახალსამოციქულო ეკლესია • ბაპტიზმი • კვაკერები • კონგრეგაციონალიზმი • მეთოდიზმი • მენონიტები • ორმოცდაათიანელობა • პიეტიზმი • პრესვიტერიანობა • პურიტანები • ხსნის არმია
პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი • ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია |
ჩეხი ძმები, ბოჰემიელი ძმები (მორავიაში — მორავიელი ძმები; ჩეხ. Jednota bratrská, ლათ. Unitas Fratrum) — ჩეხური რელიგიური სექტა, შეიქმნა XV საუკუნის შუა წლებში ტაბორიტების დამარცხების შემდეგ. ჩამოყალიბდა რომის პაპისგან დამოუკიდებელ საეკლესიო ორგანიზაციად. ჩეხი ძმების პირველი თემები გაჩნდა 1457 წელს კუნვალდში. ქადაგებდნენ სიღარიბეს, მორჩილებას, სიბოროტის შემწყნარებლობას, უარყოფდნენ საერო ცხოვრებას. თავდაპირველად ჩეხი ძმების თემებში გლეხები და ხელოსნები ერთიანდებოდნენ, შემდეგ შეძლებული მოქალაქეები, რაინდები და პაპებიც შედიოდნენ. XV საუკუნის ბოლოდან ქადაგებდნენ განათლების გავრცელებას: აარსებდნენ სკოლებს, სტამბებს. ჩეხიის 1618-20 წლების აჯანყების ჩახშობის შემდეგ ჩეხი ძმები გაანადგურეს და ვინც გადარჩა, მორავიაში გადაასახლეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 107.