მონბლანის მასივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მონბლანის მასივი
კოორდინატები: 45°50′01″ ჩ. გ. 06°51′54″ ა. გ. / 45.83361° ჩ. გ. 6.86500° ა. გ. / 45.83361; 6.86500
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
იტალიის დროშა იტალია
შვეიცარიის დროშა შვეიცარია
უმაღლესი წერტილი მონბლანი
სიმაღლე 4808 
მონბლანის მასივი — იტალია
მონბლანის მასივი

მონბლანის მასივი (ოქსიტ. Massís del Mont Blanc; იტალ. Massiccio del Monte Bianco; ფრანგ. Massif du Mont-Blanc) — მთის მასივი დასავლეთ ალპებში. ვრცელდება საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში. სახელწოდება წარმოსდგება მწვერვალ მონბლანისაგან, რომლითაც დაგვირგვინებულია საკუთრივ მასივი. აღსანიშნავია მთები: გრანდ-ჟორასი (4208 მ), ეგიუი-ვერტი (4122 მ) და სხვა.

მონბლანის მასივი განიხილება პენინის ალპების ან გრაის ალპების ნაწილად. მაქსიმალური სიმაღლე 4808 მ (მონბლანი). პენინის ალპებისაგან გამოყოფილია კოლ-ფერეტის უღელტეხილით, გრაის ალპებისაგან მცირე სენ-ბერნარის უღელტეხილით, ხოლო საფრანგეთის პრეალპებისაგან მდინარე არვის ხეობით. მასივის ის ნაწილი, რომელიც საფრანგეთისკენაა მიბჯენილი დრენირებულია მდინარეების არვისა და იზერის ხეობებით, ხოლო მასივის იტალიური მხარე მდინარე დორა-ბალტეის ხეობით. შვეიცარიის მონაკვეთი დასერილია მდინარე რონის მარცხენა შენაკადებით. მონბლანის მასივი ჰერცინული კრისტალური ფუნდამენტის შვერილია.

გეოლოგიურ აგებულებაში ჭარბობს გრანიტი. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გაბატონებულია ფიქლები, ამფიბოლიტები და მარმარილო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hartmut Eberlein: Alpenvereinsführer Mont-Blanc-Gruppe. 7 Auflage. Bergverlag Rudolf Rother, München 1991, ISBN 3-7633-2412-7.