დორა-ბალტეა
იერსახე
დორა-ბალტეა | |
---|---|
ქვეყანა | იტალია |
სათავე | ალპები |
სიგრძე | 160 კმ |
აუზის ფართობი | 3 920 კმ² |
დორა-ბალტეა ვიკისაწყობში |
დორა-ბალტეა (იტალ. Dora Baltea) — მდინარე ჩრდილოეთ იტალიაში, პოს მარცხენა შენაკადი. მისი სიგრძე 160 კმ-ია. წარმოიქმნება მონბლანის მთიდან და მიაჟეს მყინვარიდან წამოსული ნაკადულების შერწყმის შედეგად.
ვალე-დ-აოსტის რეგიონის გადაკვეთისას, გაედინება ქალაქ აოსტაში და შემდეგ სენ-ვენსანში. ამის შემდეგ ის შედის პიემონტის რეგიონში და კვეთს ქალაქ ივრეიას და ერწყმის მდინარე პოს, კომუნა კრეშენტინოსთან.
მდინარის წყლები პოპულარულია რაფტინგისა და კაიაკინგისათვის. ადრეულ ზაფხულში, მაისსა და ივნისში, მისი წყლის დონე მაღალია მთაში თოვლის დნობის გამო. ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში კი დონე იკლებს და წყლის ტემპერატურა იმატებს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- White Water Rafting Rivers of the World - Italy დაარქივებული 2011-10-14 საიტზე Wayback Machine.