შინაარსზე გადასვლა

მერ-დე-გლასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერ-დე-გლასი
ფრანგ. Mer de Glace
მერ-დე-გლასის მყინვარი
მერ-დე-გლასის მყინვარი
კოორდინატები: 45°54′10″ ჩ. გ. 6°56′40″ ა. გ. / 45.90278° ჩ. გ. 6.94444° ა. გ. / 45.90278; 6.94444
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ქედი ალპები
ფართობი 40 კმ²
სიგრძე კმ
ტიპი ხეობური
მდგომარეობა პულსაციური
მერ-დე-გლასი — საფრანგეთი
მერ-დე-გლასი

მერ-დე-გლასი (ფრანგ. Mer de Glace) — ხეობის ტიპის მყინვარი საფრანგეთში. მდებარეობს ალპებში, მონბლანის მასივის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1150–4200 მ სიმაღლეზე.[1] სიგრძე 7 კმ, ფართობი 40 კმ². ფირნის ხაზი გადის 2920 მ-ზე. წარმოიქმნება ყინულის ოთხი ნაკადის შეერთებით. მკაფიოდ გამოიხატება გვერდითი და შუა მორენა.[2] ეშვება 1430 მ სიმაღლემდე შამონის ხეობაში, სადაც განლაგებულია კლიმატური კურორტი და ალპინიზმის ცენტრი შამონი. მყინვარის დეგრადაცია უკანასკნელ წლებშიც შეინიშნება. მყინვარი XIX საუკუნიდან მოყოლებული გლაციოლოგიური დაკვირვებების ობიექტია, აქ პირველად გაზომეს ყინულის მოძრაობის სიჩქარე, გამოკვლეულია ნაპრალების წარმოქმნის მექანიზმი. ტურიზმის პოპულარული ობიექტია. ქართულად მერ-დე-გლასი ითარგმნება როგორც „ყინულის ზღვა“.[3]

  1. Войтковский К.Ф. Основы гляциологии. М.: Наука, 1999. — 256 с.
  2. Mer de Glace | Encyclopedia Britannica
  3. Мер-де-Глас | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-21. ციტირების თარიღი: 2020-06-06.