მონბლანის გვირაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მონბლანის გვირაბი
მონბლანის გვირაბი საფრანგეთის მხარეს (შამონი)
მიმოხილვა
ადგილმდებარეობა ევროპა
იწყება შამონი, ზემო სავოია, საფრანგეთი
მთავრდება კურმაიორი, ვალე-დ’აოსტა, იტალია
ინფორმაცია
გაიხსნა 1965 წლის ივლისი
ტრაფიკი საავტომობილო
ტიპი სამგზავრო & სატვირთო
ტექნიკური მხარე
უმაღლესი ადგილი 1395 მ
უმდაბლესი ადგილი 1274 მ

მონბლანის გვირაბი (ფრანგ. Tunnel du Mont-Blanc; იტალ. Traforo del Monte Bianco) — მაღალმთის საავტომობილო გვირაბი ალპებში, რომელიც გაყვანილია მწვერვალ მონბლანის ქვეშ შამონსა (საფრანგეთი) და კურმაიორს (იტალია) შორის. უმნიშვნელოვანი ტრანსალპური სატრანსპორტო მარშრუტია. გვირაბის სიგრძეა 11,7 კმ, სიგანე — 8,6 მ, სიმაღლე 4,35 მ. გადის 2 ხაზი. გაიხსნა 1965 წლის ივლისში. საფრანგეთში მოქცეულია გვირაბის 7644 მ-იანი მონაკვეთი, ხოლო იტალიაში — 3967 მ. გვირაბი ერთი გალერეისაგან შედგება. მოძრაობა ხორციელდება ერთ ხაზზე, რომლის სიგანე თითოეულ მხარეზე 3,5 მ-ია. აქვს არასიმეტრიული ასოს Λ პროფილი, რომელიც განკუთვნილია წყლის შემსუბუქებული გადაშვებისათვის. ფრანგულ მხარეზე პორტალის სიმაღლე ზღვის დონიდან 1274 მ, ხოლო იტალიურ მხარეზე — 1381 მ აღწევს. გვირაბის მაქსიმალური სიმაღლეა 1395 მ, ხოლო გვირაბზე არსებული ქანების მაქსიმალური სისქე 2480 მ უტოლდება.

გვირაბის მშენებლობა 1957 წელს დაიწყო, ხოლო დასრულდა 1965 წელს. გასასვლელი არაჰორიზონტალურია, თუმცა უმნიშვნელოდ გადაბრუნებულია "V" სახით, რომელიც ვენტილაციას ეხმარება. მშენებლობის პროცესში მრავალი სირთულეები იქნა დაძლეული, ხოლო გახსნისთანავე იქცა მსოფლიოს უგრძეს საავტომობილო გვირაბად. მონბლანის გვირაბს გააჩნია დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს მოკლე საავტომობილო გადაადგილებას ორ ქვეყანას — საფრანგეთსა და იტალიას შორის. 1999 წლის მარტში მომხდარი ორდღიანი ხანძრის შედეგად დაიღუპა 39 ადამიანი და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გვირაბს, რის გამოც იგი დაიკეტა. 2002 წლის მარტში მონბლანის გვირაბი კვლავ გაიხსნა. ყოველდღიურად მონბლანის გვირაბი ატარებს 5000-ზე მეტ სატრანსორტო საშუალებას. გვირაბი ფასიანია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]