მომხმარებლის განხილვა:Otherguylb

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

—G.G. 10:56, 23 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. სასიამოვნოა რომ დაინტერესებული ხართ ვიკიპედიის განვითარებით, მაგრამ თქვენი სტატიების შემხედვარეს, ვიკიპედიის ერთ-ერთი უმთავრეს პრინციპი გამახსენდა, რომ უმცირესობის თვალსაზრისი არ უნდა ისახებოდეს სტატიებში ისე, ვითომ მას უმრავლესობა იზიარებს. თქვენი სტატიები იესოს აგონია გეთსემანიის ბაღში (რომელიც სწორ სათაურზე გადამისამართდა) და ებრაელთა 2:9 გაჟღენთილია ნესტორიანული სულისკვეთებით! მოგეხსენებათ, ეს ქართული ვიკიპედიაა, მკითხველთა წრეც სწორედ ქართველები არიან, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. პირადად მე, როგორც მართლმადედებელმა ქრისტიანმა, ამ სტატიის თავდაპირველი სათაური (აგონიას ვგულისხმობ) შეურაცხყოფად აღვიქვი! შეეშვით ამგვარი პოლიტიკის გაგრძელებას და მართლმადიდებელთა გაღიზიანებას, ნუ გვახვევთ თავს უმცირესობის თვალსაზრისებს უმრავლესობის პოზიციიდან! — მიხეილ (მომწერე) 10:59, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

აბსოლუტურად მცდარი პოზიცია გაგაჩნიათ, ენციკლოპედია არ არის არც უმცირესობის და არც უმრავლესობის ინტერესების გასათვალისწინებლად, ენციკლოპედია არის ფაქტების ობიექტურად გადმოსაცემად. რაც შეეხება ნესტორიანულ სულისკვეთებას, "იესოს აგონია გეთსემანისი ბაღში" არაფერ შუაშია ნესტორიანიზმთან, ამას მხოლოდ ის ადამიანი იტყვის, ვინც არ იცის რა არის ნესტორიანიზმი. თანაც, ინგლისურ ვიკიპედიაზე სტატია სწორედ მასე გამოიყურება. თუ თქვენ გსურთ მიკერძოებული სტატიები, რაც არ მიკვირს, იყოს მასე, მაგრამ თქვენ არღვევთ ვიკიპედიის მთავარ იდეას. - — Otherguylb განხილვაწვლილი 15:05, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

უკაცრავად, ძალიან კარგად ვიცი რაც არის ეს სწავლება. დიახ, როდესაც ლოცვას აგონიას უწოდებთ, ამით ხაზს უსვამთ იესოს ადამიანური ბუნების უპირატესობას, რაც თავისთავად ერესია და ნესტორიანიზმი. გირჩევთ კარგად გაეცნოთ ვიკიპედიის წესებს და დარღვევებზე მერე მელაპარაკეთ. ინგლისური ვიკიპედია რას წერს, ეს არაა სათაურის გასამართლებელი არგუმენტი, ეს ქართული ვიკიპედიაა. — მიხეილ (მომწერე) 15:08, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჯერ ეს ერთი, მაგ "აგონიას" თავად წმინდანები ციტირებდნენ დოკეტისტების წინააღმდეგ, რომლებიც იესოს განკაცებას უარყოფდნენ. მეორედ ქართულ მართლმადიდებლურ ბიბლიებში ეგ მუხლი აშკარად არის, ამიტომ ჩემთან გაქვთ პრეტენზია თუ საპატრიარქოსთან და წმინდა გიორგი მთაწმინდელთან ვერ გავიგე. — Otherguylb განხილვაწვლილი 15:12, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჩემს ხელთ არსებულ სახარების ყველა გამოცემაში ლოცვა წერია და არა აგონია. თქვენთან კამათს აღარ ვაპირებ, გაითვალისწინეთ რაც მოგწერეთ. — მიხეილ (მომწერე) 15:15, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

რა თქმა უნდა "აგონია" არ წერია, მაგრამ თავად ეგ ეპიზოდი ყველა ქართულ გამოცემაში წერია. ის სტატია რაც მე დავწერე, ამბობს რომ უძველესი ხელნაწერები მას არ შეიცავენ, მაგრამ გვიანდელებში გვხვდება. აშკარად სტატია იმისკენ იხრება რომ ეგ მუხლები გვიანდელი ჩამატებულია და ვერ გავიგე მაგ სტატიაში ნესტორიანული სულისკვეთება სად დაინახეთ, პირიქით, 3 მეცნიერის აზრი რომ წერია ბოლოს, მათი აზრით ეგ მუხლები გვიანდელი ჩამატებულია და მოციქულ ლუკას არ დაუწერია. — Otherguylb განხილვაწვლილი 15:17, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვნახე თქვენი წერილი გიორგისადმი. ანუ თქვენ ეს მომხმარებელი ხართ? სწორედ ეგაა ამ სტატიის ავტორი, რომელსაც თქვენ „ჩემად“ მოიხსენიებთ. გადავხედე ახლა თქვენი ძველი პროფილის განხილვას და მივხვდი აზრი აღარ აქვს თქვენთან კამათს. ერთი დაიმახსოვრეთ, ქართული ვიკიპედია სრულიად მიუკერძოებელია, ეს თვენ ხართ, რომელიც არღვევთ ნეიტრალურობის თვალსაზრისს და წერთ გარკვეული რელიგიური მრწამსის პოზიციიდან, როდესაც ამაზე შენიშვნას გაძლევენ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მიკერძოებულები ვართ. — მიხეილ (მომწერე) 15:29, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ მაგრები ხართ რა, ამიტომაა საქართველო მეცნიერული თვალსაზრისით სრულ კრახში როა. ნებისმიერი სტატია სადაც აღქმულია მართლმადიდებლობა როგორც ჭეშმარიტება, უკვე მიკერძოებულია. ჩემთან კი ვერსად ვერ ნახავთ მეთქვას, რომ თეოდორე სწორს ამბობდა. აბა ნახეთ თქვენი წმინდანების სტატიები. მართლა არაფერი ეშველება ქართულ ვიკიპედიას რელიგიური კუთხით. რამდენიმე თვეში დავბრუნდები ისევ — Otherguylb განხილვაწვლილი 15:36, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

დაბრუნდით, ნება თვენია. მაგრამ იცოდეთ, რამდენიმე ანგარიშით მოქმედება ვიკიპედიის წესების დარღვევაა და ისჯება დაბლოკვით. — მიხეილ (მომწერე) 15:38, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

და მიკერძოება არ ისჯება ხომ? :) სიმართლე მაინც ერთია, რამდენიც არ უნდა წეროთ აქ ყალბი სტატიები. არსად არ ვამბობ რომ მართლმადიდებლობა არასწორია და არც ერთ სტატიაში მეწერა ეს. მე თავად მეცნიერულად ვუდგები და არც მე ვიცი რა არის სწორი, მე მხოლოდ ვწერ ის რაც მეცნიერულია და ფაქტია. სამწუხაროდ ქართული ენციკლოპედია ობიექტურობისთვის ჯერ მზად არ არის. — Otherguylb განხილვაწვლილი 15:40, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

არ ხართ მიკერძოებული, ხომ? ამ თქვენსავე სიტყვებს მოგიყვანთ და მითხარით რა დავარქვა, „ხოლო იეჰოვას მოწმეების ბიბლია ისეთივე წყაროა როგორც ქართული მართლმადიდებლური, იმიტომ რომ ორივეს(თუმცა მართლმადიდებლური უფრო ნაკლებად მეცნიერულია)“ როდესაც ამ სტატიის განხილვაში ცალსახად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია მართლმადიდებლური ბიბლიის მიმართ. როგორღა ვირწმუნო ამ სიტყვების შემდეგ თქვენი ობიქეტურობის?! — მიხეილ (მომწერე) 15:48, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ობიექტური ვარ და იმიტომ. 1 იოანეს 5:7,8 მეცნიერულ წრეებში ცალსახად აღიარებულია როგორც სიყალბე და გვიანდელი ჩამატება. ისააკ ნიუტონმა ჯერ როდის დაწერა დისერტაცია ამის წინააღმდეგ. მაგრამ ქართული ბიბლია ამას ხელუხლებელს ტოვებს. ქართული ბიბლია არაა მეცნიერული, იეჰოვას მოწმეთა მეცნიერულია, მაგრამ ისინიც თავისებურად ასწორებენ შიგ. თანაც, ქართულ ბიბლიაში არაა სქოლიოები სადაც მითითებული იქნება ხელნაწერთა მოწმობა, რაც ყველა მეცნიერულ ბიბლიაშია. დაგაკმაყოფილათ პასუხმა? — Otherguylb განხილვაწვლილი 15:51, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ახლა კი აშკარად ვხედავ თქვენს მიზანს, მაგრამ ნამდვილად აღარ აგყვებით, ისედაც ქვეყანა სხვა საქმე მაქვს ვიკიპედიაში და უკვე მაცდენთ. — მიხეილ (მომწერე) 15:55, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

რა გულთმისანი ყოფილხართ? და რა მიზანს? :D არ ვარ რელიგიური, ურწმუნო ვარ. :D გაცდენთ არაობიექტურობაში, როგორ შეიძლება ხო ეგრე? კარგად ბრძანდებოდეთ, ოღონდ ქართულ ვიკიპედიას ენციკლოპედიას ნუ უწოდებთ, სირცხვილია. — Otherguylb განხილვაწვლილი 15:57, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

შეეშვით შეურაცხყოფას! ამდენი ხალხის შრომას აბუჩად იგდებთ! ერთი ასეთი გამონათქვამიც ვიკიპედიისა და ამდენი ხალხის შრომის მიმართ და აი მაშინ კი სამუდამოდ დაგემშვიდობებით! — მიხეილ (მომწერე) 15:59, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ეუფ, ეგ რელიგიის სფეროს ხალხს გეხებოდათ და არა ყველა სფეროსი. თქვენ შრომას კი ნამდვილად აბუჩად ავიგდებ, რადგანაც ელემენტარული ობიექტურობა არ გაგაჩნიათ. თუმცა საქართველო ასეთია, არაობიექტურობის ქვეყანა, რელიგიის კანონმა ბევრი არაფერი შეცვალა მაგრამ ბევრი თქვენნაირი ხომ მაინც გააბრაზა. გაბრაზების გარეშე ადამიანის ბიძგი ჭეშმარიტებისკენ მცირედია. — Otherguylb განხილვაწვლილი 17:19, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

დავით პასუხი 17:00, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ყველა სფეროს მიმართ ნამდვილად არ ყოფილა ჩემი შეურაწყოფა, აი რელიგიის სფერო ამას მართლა იმსახურებს. აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხალხი მუშაობს, რომელთაც მართლმადიდებლობის გარდა არც ერთი სხვა რელიგია არ იციან და არც აქვთ რამე სახის ობიექტურობა. როგორ შეიძლება რელიგიის სფეროში მარტო მართლმადიდებლები მუშაობდნენ? ან რატომ უნდა ეწეროს ენციკლოპედიაში რომ რომელიმე რელიგია ჭეშმარიტია? არ მაღელვებს თქვენი დაბლოკვები, სიმართლე მაინც ვერ დაიბლოკება, თორემ მე ვეღარ დავწერ, რა მოხდა მერე. — Otherguylb განხილვაწვლილი 17:17, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

თქვენი განცხადებები მართლაც შეურაცმხყოფელია. „აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხალხი მუშაობს“, რატომ? რა დაგიშავეთ, მაგალითად, მე??? „როგორ შეიძლება რელიგიის სფეროში მარტო მართლმადიდებლები მუშაობდნენ“, რა იცით, რომ მხოლოდ მართლმადიდებლები მუშაობენ??? ან ეს ჩვენი ბრალია??? ვიკიპედია თავისუფალი ენციკლოპედიაა და ვისაც უნდა, ის იმუშავებს აქ, თუნდაც სატანისტი იყოს. ვერავის ვერ დააძალებ მუშაობას. და აქ რეგისტრაციისას შესარჩევი ტურები არ იმართება. — Nodar Kherkheulidze განხილვა 17:22, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

აბა რა ვქნა, თუ არამართლმადიდებელზე რამე ცუდი არ წერია სტატიაზე, ან შლიან და ან აწერენ რომ მიკერძოებულია. წმინდანებზე კი ყოველთვის ყველაფერი კარგი წერია. ნახეთ აბა ინგლისური ვიკიპედია, როგორი მოწესრიგებულია. თანაც ბევრი დადებითი რამ წმინდანებზე წყაროს გარეშე დევს და ასევე ცილისწამებაც არამართლმადიდებლების წინააღმდეგ. 1 წლის წინ გამოვთქვი უკმაყოფილება რადგან ეწერა არასწორი რამ არამართლმადიდებელზე. მიაწერეს "საჭიროებს წყაროს", დღესაც ეგრე წერია, არავის შეუცვლია, რატომ შეცვალონ, ბარემ ცუდი წერია, მერე რა რომ წყარო არ არსებობს. — Otherguylb განხილვაწვლილი 17:24, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიელები არ უარვყოფთ მოუწესრიგებლობას რელიგიური თემის სტატიებში. თქვენ კი არანაირი უფლება არა გაქვთ და არაფერი გაძლევთ იმის მიზეზს, რომ შეურაცხყოთ ის რედაქტორი, რომელმაც იწვალა და აბსოლუტურად უანგაროდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შემოიტანა ვიკიპედიაში თუნდაც „ცუდი“ სტატია. შეურაცხყოფას, თუ კარგად დააკვირდებით, ვიკიპედიელები არასოდეს გაყენებთ, უბრალოდ შემოვიფარგლებით გაფრთხილებებით.
გარდა ამისა, გთხოვთ დაადასტუროთ, რომ ორი ანგარიშით მოქმედებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის უცნობი იყო ვიკიპედიის ის წესი, რომელიც კრძალავს ორ ანგარიშს. თუკი დამიდასტურებთ ამ უნებლიე დარღვევას, ერთ თვეში მოგეხსნებათ ბლოკი. ხოლო თუ არ დაადასტურებთ, იძულებული ვიქნები მივმართო ზემოთ, რომ თქვენი IP შეამოწმონ და მაშინ კი, თუკი ჩემი ეჭვი გამართლდება ორივე ანგარიში განუსაზღვრელი ვადით დაიბლოკება (ასევე IP მისამართიც). — დავით პასუხი 17:37, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ეგ არ არის იმის გამამართლებელი, რომ ყველა სხვას შეურაცხყოფა მიაყენოთ. {{წყარო}} კი ყველა სტატიეს უთითდება, რომელსაც არ აქვს სანდო და გადამოწმებადი წყაროები. შეგიძლიათ, მანახოთ, სად გამოხატეთ თქვენი აზრი 1 წლის წინ? ყურადღებით გავეცნობი. — Nodar Kherkheulidze განხილვა 17:41, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ისე, 1 წელი გადამეტებულია, მაგრამ ნახევარი წელი არის გასული.

1) "იწვალა აბსოლუტურად უანგაროდ"-ო, როცა სტატიათა უმეტესობა პირდაპირ აღებულია(კოპირებულია) წიგნიდან "წმინდანთა ცხოვრება", რომელიც თავად არაა გამყარებული ფაქტებითა და წყაროებით. თუმცა ზოგიერთი არის ნაწვალევი არ ვუარყოფ.

2) http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90:%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94_I_%28%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%98%29 - აქ გამოვხატე ჩემი უკმაყოფილება და ზოგი რამ შეიცვალა. მაგრამ ასევე დავწერე:

"2. "ნესტორს სძულდა მღვდელმთავარი კირილე, მასზე ათასგვარ ჭორს და ცილისწამებას ავრცელებდა და ერეტიკოსად ნათლავდა."

1. პიროვნულ სიძულვილზე ლაპარაკი ენციკლოპედიაში გადამეტებულია, რადგან არსად წერია ეს. წმ. კირილემ დაუწყო პირველი შეტევები და ეხლა როცა კაცს ანათემას გადაგცემენ და შეგაჩვენებენ, საპასუხოდაც რომ შეგძულდეს მარტო შენზე უნდა დაწერონ? 2. "ჭორს და ცილისწამებას ავრცელებდა" - საჭიროებს ციტატას, თორემ უბრალოდ ღვარძლის გამოვლინებაა."

პასუხად მივიღე:

"სიძულვილზე, ჭორების გავრცელებაზე და ვილისწამებაზე ჩასვით თარგი [საჭიროებს წყაროს მითითებას] და თუ მოიძებნა ციტატის წყარო, მიეთითება, თუ არადა ამოიშლება.--Ouzo განხილვაწვლილი 14:21, 29 მარტი 2011 (UTC)"

მას მერე გავიდა 5 თვე.

3) წაიკითხეთ ესეც: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90:%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9D_%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

თავიდან სიტყვა "აგნოსტიკი" არ იცოდა რა იყო ბატონმა ოუზომ და მომაყენა შეურაწყოფა. თავად აგნოსტიკოსი ვარ და მშვენივრად ვიცი რას ნიშნავს ეს სიტყვა.


აგერ მიწერს ბატონი ოუზო: "ჩავსვამ თარგს [საჭიროებს წყაროს მითითებას] და თუ რამდენიმე დღის განმავლობაში არ დადებთ წყაროს, პირობას გაძლევთ, რომ წაიშლება. "--- ჰოო და თვითონ 5 თვე რომ გავიდა და არ ჩაასწორა?

მას მერე კი ვუმტკიცებ რომ "არიოზი, როგორც გნოსტიკოსები" არასწორი გამოთქმაა, იგივეა თქვა - "მართლმადიდებლები, როგორც ბუდისტები, უარყოფენ ეგვიპტურ ღმერთებს." მერე რა რომ 1-2-მა მეცნიერმა(მეცნიერმა თუ მღვდელმა?) დაწერა? ინგლისური ვიკიპედია მაგას არ შეიცავს და არიოზმა თავად უარყო გნოსტიციზმი თავის წერილში. მაგრამ მაინც არ შეიცვალა. — Otherguylb განხილვაწვლილი 17:53, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]


რაც შეეხება ერთზე მეტ ანგარიშს - არ ვიცოდი რომ ამგვარი რამ არ შეიძლებოდა. ნამდვილად. თუმცა ისიც არის, რომ დამავიწყდა წინას პაროლი, 5 თვეა რაც ქართულ ვიკიპედიაზე აღარ შემოვსულვარ, ხელი ჩავიქნიე. ისე, არამგონია იპ ბანი რომც დამადოთ, ინგლისურ ვიკიპედიაზე შესვლა ვერ შევძლო, ეს(ინგლისურზეც რომ ვერ შევიდე) რომ მოხდეს აუცილებლად სერიოზულ საჩივარს შევიტან მთელ ქართულ ვიკიპედიაზე და ყველა რელიგიურ სტატიას განსახილველად დავუდებ. ჩემი ყველა სტატია თანხმობაშია ინგლისურ ვიკიპედიასთან, ასე რომ მე არაფრის მეშინია.Otherguylb განხილვაწვლილი 18:02, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

თქვენ დაიბლოკეთ ქართულ ვიკიპედიაში და არა ინგლისურში, თუმცა ორი ანგარიშით სარგებლობა საკმარისია იმისთვის, რომ გლობალურად დაიბლოკოთ და ვიკიმედიის ვერც ერთ პროექტში ვერ შეხვიდეთ. ამიტომ, წინასწარ გეუბნებით, თქვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდება. რაც შეეხება რელიგიას, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ყველაგან მოქმედებს, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, მათ შორის, ქართულ ვიკიპედიაშიც:
ვიკიციტატა
„1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.

2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.

3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.“

ასე, რომ თქვენ გაქვთ კონსტიტუციური უფლება რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებაზე. უბრალოდ ვიკიპედიას თავისი სტანდარტები აქვს. ვგულიდხმობ შემდეგს: თქვენ თუ პირაპირ დაწერთ, რომ ესა თუ ის ფაქტი მცდარია (მაგალითად, „სხვა საეჭვო მუხლები“ სტატიიდან „იესოს ლოცვა გეთსიმანიის ბაღში“), რა თქმა უნდა, სტატიაში ჩაგისვამენ თაგრებს {{წყარო}} ან {{ფაქტი}}. ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ამის დაწერას გიკრძალავთ. ამ მოსაზრებას შეგიძლიათ სხვანაირი სახე მისცეთ, მაგალითად, „ეს მუხლები ზოგიერთი მეცნიერის მცდარია, რადგან...“ ამას კი სქოლიოს სახით უნდა მიუთითოთ წყარო. ანუ თქვენ მიერ დაწერილი ყველა ცნობა უნდა დასაბუთდეს. ასეთ შემთხვევაში არავინ არაფერს არ გეტყვით. მე მოგიყვანეთ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი, რომელიც განამტკიცებს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, რაც შეიძლება თქვენი გამამართლებელი საბუთი იყოს, თუმცა ეს თავისუფლება ზღვარდაუდებელი არ არის. ყურადღება მიაქციეთ მოცემული მუხლის მე-3 პუნქტს: „დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.“ ახლა კი ნათლად დაინახავთ, რომ თქვენი განცხადებები ეწინააღმდეგება მოცემულ პუნქტს — ნებისმიერი პირის უფლება და თავისუფლება სრულდება იქ, სადაც ირღვევა სხვა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ახლა, ვიმედოვნებ, რომ თქვენთვის ყველაფერი ნათელია და ამას მომავლისთვის გაითვალისწინებთ. — Nodar Kherkheulidze განხილვა 18:37, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]


ჰოდა ხომ გყავთ ბუმბერაზი მცოდნეები, რომლებიც ობიექტურები არიან? 5 თვეა ამას ადევს თარგი როგორც მიკერძოებული, მაგრამ ვერავინ დაასაბუთა თუ რა არის მიკერძოებული და იქნებ დროა მოეხსნას ამგვარი თაგი?

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98

ან რა შუაშია რწმენის თავისუფლება, საქმე ობიექტურობას ეხება. — Otherguylb განხილვაწვლილი 18:53, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]


ან ფაქტებს და წყაროებს მე მთხოვთ როცა ყველა ჩემს სტატიაში აურაცხელი ფაქტი და წყაროა? და იმ სტატიებში რომელთა ერთადერთი წყარო "წმინდანთა ცხოვრება"-ა და ბევრი სიცრუე წერია, ეგ არაფერია? 5 თვეა აწერია "საჭიროებს ციტატას" და ვერავინ მოახერხა მისი მოძებნა. მაგრამ რადგან ცუდი წერია სხვა რელიგიის წარმომადგენელზე, კარგია მაინც თუნდაც წყარო არ იყოს? თუ შეიძლება დაფიქრდით ჯერ ვინ არ წერს წყაროებს და მერე ილაპარაკეთ. — Otherguylb განხილვაწვლილი 19:05, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]


მოხსენით თეოდორე მოფსუესტელის სტატის მიკერძოებულობის თარგი და აღარ შეგაწუხებთ ქართულ ვიკიპედიაზე საერთოდ, სად მაქვს ამდენი ნერვები და დრო ასეთ რამეებში ვხარჯო დრო. ამდენი ხანი ვერავინ დაასაბუთა რა სჭირს მიკერძოებულობის მაგ სტატიას და ამავე დროს ვერც სპეციალისტი გამოიძებნა რომ ჩაასწოროს.Otherguylb განხილვაწვლილი 19:19, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ნოდარმა კარგად მიგითითათ. იცით რა არის? ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანს უფლება აქვს იმუშაოს ვიკიპედიაში და წეროს თავისი რელიგიის შესახებ შესაბამისი წყაროების მითითებით. თქვენ კი რას შვრებოდით? იქექებოდით მართლმადიდებლურ დოგმატიკაში, რითაც შეურაცხყოფას გვაყენებდით არა მარტო აქ მომუშავე, არამედ ყველა მკითხველ მართლმადიდებელს! ამის შემდეგ თქვენი არაერთხელ გაფრთხილება, შემოტანილ ინფორმაციებში ეჭვის შეტანა და შემდეგ დაბლოკვა, უფლებების შეზღუდვაა? რელიგია დოგმატიკაა, რომელსაც არ უნდა შეეხო, ვინც ამ დოგმატებს შეეხო, დღეს მათი მრწამსი ცალკე სექტის სახითაა ჩამოყალიბებული. არ ვიცი თქვენ რომელ მათგანს მიეკუთვნებით, თუ ჯერ არც ერთს, იურიდიული დარეგისტრირება ადვილია დღეისათვის. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, თავი დაანებეთ მართლმადიდებლობას და მიხედეთ იმ მრწამსისა თუ სექტის სტატიებს, რომელსაც თქვენ განეკუთვნებით! წმინდანთა ცხოვრება ამოიჩემეთ, იქ წერია ის, რაც მიღებულია მართლმადიდებლურ კანონიკაში და ის თვენი გასაქილიკებელი არაა. რელიგიური თავისუფლება არ არსებობს ვიკიპედიაში? ვინ მოგახსენათ? სხვა რელიგიებზე სტატიების სიმცირე იმით აიხსნება, რომ ქართველთაგან ცოტაა სხვა სჯულის მიმდევარი, შესაბამისად მათზე სტატიების დამწერიც არავინ ჩანს. გამოჩნდება ვინმე? ვიკიპედიის კარი ღიაა, მაგრამ არა თქვენნაირთათვის, რომლებიც სხვა რელიგიის დოგმატიკაში იქექებიან და ეჭვქვეშ აყენებენ! — მიხეილ (მომწერე) 19:34, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

წადით და ეკლესიაში იქადაგეთ, ენციკლოპედიაში რა გესაქმებათ? დიახაც, როცა არასწორი რამეები გიწერიათ და გინება არამართლმადიდებლების, იმსახურებს ის სტატიები კრიტიკას. მე ჩათვალეთ რომ ათეისტი ვარ, ურწმუნო ვარ და უფრო მეტი რომ აგიხსნათ მაინც ვერ გაიგებთ. არ მაინტერესებს რას თვლით სექტად, არც ენციკლოპედიას აინტერესებს ეს. ენციკლოპედიისთვის არ არსებობს ჭეშმარიტი მოძღვრება - ეს უნდა გაითვალისწინოთ. თქვენთან ლაპარაკს არ ვაპირებ, საქართველოს კარგა ხანი არ ეშველება არაფერი მეცნიერულ დონეზე და ასე იყო საუკუნეების მანძილზეც. არაფერი ღირებული მეცნიერული ან ფილოსოფიური ჩვენ არ გამოგვიგონია და ასეც გრძელდება. — Otherguylb განხილვაწვლილი 19:39, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

მოდით, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ რელიგია და მეცნიერება, რითაც თქვენ ასე აპელირებთ! რა გვიწერია არასწორი? რა გვიწერია მართლმადიდებლური კანონიკიდან გადახვევით? თუ პრობლემები გაქვთ, საპატრიარქოს მიმართეთ, ვიკიპედიას რას შეუჩნდით! ან ყველაზე მარტივი გამოსავალი - რა საკითხებშიც არ ეთანხმებით მართლმადიდებლობას, შეცვალეთ ის და ცალკე სექტა ჩამოაყალიბეთ, სექტები ხომ ყოველთვის ასე იქმნება. აი მართლმადიდებლურ დოგმატიკას კი კიდევ ერთხელ გეუბნებით, შეეშვით ვიკიპედიის გვერდებზე! (ამიტომაც დაიბლოკეთ რომ არ შეეშვით, მიუხედავად გაფრთხილებისა). და მადლობელი დაგრჩებით, თუ მიმითითებთ სად გვიწერია არამართლმადიდებელთა გინება, რომელ სტატიაში წააწყდით. მეცნიერებაზე თუ ასე გწყდებათ გული, მიხედეთ მეცნიერებას, ოღონდ რელიგიური დოგმატების ხელშეუხებლად! — მიხეილ (მომწერე) 19:46, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

და მე სად დავწერე რომ წმინდანები არ მომწონს? ან რომ არ ვეთანხმები მართლმადიდებლურ კანონიკას? მაგრამ როცა წერთ: "ნესტორი ლანძღავდა წმინდა კირილეს და მასზე ცილისწამებებს ავრცელებდა" - ვითხოვ წყაროს, რადგანაც ამგვარი რამ არსად წამიკითხავს. 5 თვეა წყარო ვერ დადეს აქაურმა ექსპერტებმა.

გინება რელიგიური კუთხით ამგვარი შეიძლება იყოს: "გაკერპებული მწვალებელი მაინც თავის ცრუსწავლებაზე იდგა" - ენციკლოპედიაში არ უნდა იყოს მითითებული ვინაა მართალი და ვინაა მტყუანი. ენციკლოპედია არის იმისთვის რომ მიაწოდო მკითხველს ამბავი - ამან ეს ქნა, ეს ამას ამბობდა და ა.შ. ათეიზმია სწორი, ნესტორიანიზმი თუ მართლმადიდებლობა - ამას ენციკლოპედია ვერ გადაწყვიტავს.

სადმე დავწერე რომ მართლმადიდებლური კანონიკა ცდება? უბრალოდ როცა ისტორიას წერს ვინმესას და არ აქვს არანაირი წყარო გარდა წიგნისა "წმინდანთა ცხოვრება" რომელშიც თავად ბევრი ცდომილებაა, ის სტატია არის მიკერძოებული.

მაგალითად "წმინდანთა ცხოვრება"-ში წერია რომ წმინდა კონსტანტინე სიცოცხლის ბოლომდე მართლმადიდებლობის სამსახურში დარჩა. არადა რეალობა ისაა, რომ ნიკეის კრების მერე გაამართლა მწვალებლები, გადაასახლა წმინდანები და თავად მოინათლა არიოზელის(მწვალებლის) მიერ. შეგიძლია წაიკითხოთ ისტორია ამაზე, მიხვდებით რომ ეს ასე მოხდა.

აღარ ვაპირებ თქვენთა კამათს, აზრი არ აქვს, მხოლოდ ის მინდა რომ ჩემ სტატიას თეოდორეზე მოეხსნეს უსამართლო თარგი და საერთოდ აღარ შეგაწუხებთ. ისე კი მართლმადიდებელი მეგობრები საკმაოდ მყავს, ზოგიერთი მღვდელია კიდეც, ასე რომ თქვენი უაზრო ცილისწამებები ნამდვილად არაფერს ნიშნავს.Otherguylb განხილვაწვლილი 19:53, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]


თქვენ მასეთი არასწორი დამოკიდებულებით, ადამიანებს იქით უბიძგებთ მართლმადიდებლობის საწინააღმდეგოდ წასვლისკენ. მე ვსწავლობ ისტორიის ფაკულტეტზე, ამერიკაში, მშვენივრად ვიცი ეკლესიის ისტორია და ღვთისმეტყველება, არ ვარ მიკერძოებული არავის მიმართ, მომწონს ყველა ეკლესიის მამა(წმინდანებიც) რომლებიც მოღვაწეობდნენ ეკლესიის წიაღში - ანუ ეს ეხებათ მწვალებლებსაც. ასე სადაა, დამაბრალოთ რაღაცეები და მერე მაკრიტიკოთ? ჯერ საკუთარ თვალსა და სტატიებში ნახეთ დირე, მიკერძოებულობით და ღვარძლით(მწვალებლებისადმი) როა გაჟღენთილი. იმედია ოდესმე მიხვდებით თქვენს შეცდომებს. თქვენ კი არ ვიცი რანაირი მართლმადიდებელი ხართ, მცოდნე რომ ხართ მაგაში ეჭვი მეპარება უკვე, თქვენს ზნეობას და ცოდვებს(ვინც სცოდავს ის არც ქრისტიანია) არ ჩავეძიები კიდევ. — Otherguylb განხილვაწვლილი 20:05, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

კარგად ვხედავ, თუ როგორ არ ხართ მიკერძოებული. სწავლობთ და ღმერთმა გაგიმარჯოთ. მე არ გწამებთ ცილს და არც უსაფუძვლოდ გეუბნებით რამეს, ვამბობ იმას, რასაც თქვენი ნაწერიდან ვხედავ და როგორც ჩანს არა მარტო მე. სხვათა შორის, მე რელიგიურ თემატიკაზე არ ვმუშაობ ვიკიში, მაგრამ კარგად ვერკვევი ამ საკითხებში და ვინც მუშაობს, მათ ნაწერსაც თვალს ვადევნებ, მათ საქმიანობაში კი ეჭვის შეტანის საბაბი ნამდვილად არ არსებობს, რადგან ისინი ეყრდნობიან სანდო წყაროებს, რომლებსაც სცნობს მართლმადიდებელი ეკლესია. ნახვამდის. — მიხეილ (მომწერე) 20:17, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. სტატიიდან ამოვიღე თარგი {{მიკერძოებული}}, მაგრამ სტატიას აქვს ხარვეზები. მოერიდეთ ეპითეტების გამოყენებას, რადგან ეპითეტების გამოყენება შეზღუდულია ნებისმიერ თემაზე (არა მარტო რელიგია). Nodar Kherkheulidze განხილვა 11:26, 9 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა, სწორი გადაწყვეტილება იყო ეს თქვენი მხრიდან. ოდნავ გამართვა მგონი მართლაც სჭირდება სტილისტური კუთხით, მაგრამ "სპეციალისტ"-ში თუ ქართული ენის ფილოლოგი არ იგულისხმება, ვერ დაგეთანხმებით. :) ინგლისურიდან ვთარგმნე და არ ვუარყოფ, შეიძლება ხარვეზები მაქვს სტილისტური.

ასევე, ვაღიარებ, რომ რაზეც გამაკრიტიკეს "ებრაელთა 2:9"-ის თემაზე, არიან სრულიად სწორები. რადგან ამგვარი თემა ინგლისურ ვიკიპედიაზე, მხოლოდ "კომა იოჰანეუმ"-ზეა, ანუ 1 იოანეს 5:7.8-ზე. ანუ მარტო ერთ მუხლზე მთელი სტატიის მიძღვნა მაშინ მართლდება, როცა ეს მუხლი ძალიან დიდი მნიშვნელობისაა და მასზე რამდენიმე ნაშრომი მაინც დაწერილა. - --Otherguylb განხილვაწვლილი 17:06, 9 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

სტატია გასამართია ენობრივადაც და ისეც, რომ იგი აკმაყოფილებდეს ვიკიპედიის სტანდარტებს. თარგი {{ექსპერტი}} გულისხმობს ადამიანს, რომელიც ერკვევა სტატიაში მოცემულ საკითხებში. ერიდეთ ეპითეტების გამოყენებას და ყოველ მოსაზრებას მიუთითეთ სანდო და გადამოწმებადი წყაროები. კიდევ ერთი, გთხოვთ, ზოგადად, გაღიზიანებულად ნუ საუბრობთ და ყველა ვიკიპედიელს ნუ სდებთ ბრალს. აქ არიან ისეთებიც (ბევრი), ვინც რელიგიას საერთოდ არ ეხებიან, მაგალითად, მე — ვმუშაობ სამართლის შესახებ. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:31, 9 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

კარგით ბატონო, შენიშვნა მიღებულია. ასევე, მოვიდეს ექსპერტი და ჩაასწოროს. არაფერი მაქვს დასამალი, მიუხედავად იმისა, რომ ტყუილი შიგ არაფერი წერია, ტონი არის ისეთი რომ მკითხველს სიმპატიით განაწყობს და როცა მე ეგ თემა დავწერე, მაშინ ეგ მიზანი მქონდა და არ მეგონა რომ ვიკიპედიაზე დავდებდი. თუმცა კიდევ ვამბობ - ტონის მიუხედავად, ყველაფერი სიმართლეა რაც შიგ წერია. მაგრამ კიდევ ერთს დავამატებ - იგივენაირი ტონი აქვთ მართლმადიდებელი წმინდანების გარჩევისას არჩეული ვიკიპედიის სტატიებში.

პ.ს. ეხლა ვაპირებ სერვეტიზე სტატიის დაწერას, ცოტა კალვინზე ჩავამატე: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9F%E1%83%90%E1%83%9C_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98, გადახედეთ თუ გსურთ. --Otherguylb განხილვაწვლილი 17:37, 9 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

აი, კალვინში ჩამატაბული ცვლილებები, იძულებული ვარ, გავაუქმო, რადგან არ მიგითითებიათ სანდო და გადამოწმებადი წყაროები. არ იფიქროთ, რომ ეს ვინმეს ახირებაა — ვიკიპედიის წესები ამას მოითხოვს. გთხოვთ, კარგად გაეცანით დახმარების გვერდებს. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:44, 9 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

3 წყარო ჩავამატე, კიდევ ჩავამატებ, 10-მდე გავზრდი წყაროებს თუ ასე გინდათ, სანამ არ შემოხვალთ და არ იტყვით რომ სწორი ვარ. ძალიან ცნობილი შემთხვევაა კალვინის მიერ სერვეტის მოკვლა, მეგონა იცოდით. --Otherguylb განხილვაწვლილი 17:47, 9 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

არ ვაპირებდი წყაროს გარეშე დაწერას, უბრალოდ ჯერ ეგ დავწერე და მერე ვწერდი ბიბლიოგრაფიას, ბოდიშს ვიხდი ამის გამო. --Otherguylb განხილვაწვლილი 17:59, 9 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ცოდნა ერთია, მაგრამ ვიკიპედია ამასაც მოითხოვს: გაეცანით წყაროს მითითებისა და ლიტერატურის მითითების წესებს, ასევე კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სტატია. თუ ყველაფერს ამ სტანდარტების შესაბამისად გააკეთებთ, სალაპარაკოც და განსახილველიც ნაკლები ინქება ვიღიმი Nodar Kherkheulidze განხილვა 18:04, 9 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ასევე გთხოვთ, გამოიყენოთ „ “ ეს ბრჭყალები, და არა " " ეს, რადგან ქართული პუნქტუაციის წესების თანახმად, პირველია სწორი. თუ ეს ბრჭყალები თქვენს კლავიატურაზე არ არის, გამოიყენეთ რედაქტირების პანელში მოცემული „ნიშნები“ (ქვევით). Nodar Kherkheulidze განხილვა 18:07, 9 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

კარგით, ეგ შენიშვნაც მიღებულია. არ ვიცოდი უბრალოდ. --Otherguylb განხილვაწვლილი 18:15, 9 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

სალამი. შეგახსენებთ, რომ ამ ცვლილებებს [1], [2], [3], [4] ჭირდება წყარო. --მიხეილ (მომწერე) 13:28, 31 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ეგ ყველაფერი წერია იმ წიგნებში რაც ლიტერატურასა და სქოლიოში მაქვს მითითებული. რაც შეეხება წმინდა იოანეს წერილებს, ინგლისურ ვიკიპედიაზე წერია, რომ წმინდა იოანეს N212 წერილში წერია. ასევე ფაკუნდი პტოლემაელის ნაშრომშიც წერია. ამიტომ თუ გსურთ მაგ ნაწილი ამოიღეთ, თუ თვლით რომ ფაკუნდი პტოლემაელი არაა ავტორიტეტული წყარო. ხოლო N212 წერილი ჩემი თვალით არ მინახავს. სხვა ყველაფერი წყაროთია, იმ წიგნებში წერია, რაც მითითებულია. --Otherguylb განხილვაწვლილი 14:11, 31 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

კარგი იქნება თუ იმ წიგნს დააბრუნებთ "ლიტერატურა"-ის გრაფაში. რადგანაც ეგ წიგნი რეალური მეცნიერული ნაშრომია თეოდორეზე, სახელწოდების მიხედვით განიხილავს მის ბიოგრაფიას, აზრებსა და ნაშრომებს: "ქრისტეს ადამიანობის როლი ადამიანთა ცხონებაში - თეოდორე მოფსუესტიელის აზრები" - ეს წიგნის სახელწოდებაა და იყოს, რატომაც არა. --Otherguylb განხილვაწვლილი 14:15, 31 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

მიგელ სერვეტი[წყაროს რედაქტირება]

ქართულად მიგელ სერვეტი და არა მიქაელი.--ცანგალა () 20:53, 9 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

თავადვე ჩავასწორე ეგ, იყოს მასე. --Otherguylb განხილვაწვლილი 21:06, 9 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ლიტერატურის მითითების წესი[წყაროს რედაქტირება]

გთხოვთ გაეცნოთ ამ წესს: ვპ:წყარო.--Ouzo განხილვაწვლილი 14:31, 31 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ, თეოდორეს სტატიაში ერთი აბზაცი გავმართე აზრობრივად, მგონი ესე უფრო უკეთესია და მეტ დეტალებსაც შეიცავს. ლიტერატურის მითითების წესს გადავხედავ. --Otherguylb განხილვაწვლილი 14:39, 31 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

რაღაც მინდა ვიკითხო, როცა წმინდანთა შესახებ სტატიებს ვნახულობ, იქ უმეტესად მხოლოდ ბოლოშია "ჩაყრილი" ლიტერატურა, მეც ასე ვაკეთებ მწვალებელზე, არ შეიძლება? მე ვცდილობ ყველაფერი არგუმენტირებული და ისტორიული იყოს, მაგრამ უფრო ადვილი წასაკითხია როცა პირდაპირ მიყვები და კითხულობ, ხოლო თუ რამე დეტალურად დაგაინტერესებს, ქვევით მითითებული ნაშრომი წაიკითხო. --Otherguylb განხილვაწვლილი 14:47, 31 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

თუ წესს წაიკითხავთ, ნახავთ, რომ ლიტერატურის მითითების რამდენიმე ვარიანტი არსებობს: ყველაზე გავრცელებული სქოლიოში მითითება რომელიმე სტრიქონზე, რომელიმე კონკრეტული აზრის წყაროთი გასამაგრებლად და ზოგადად ლიტერატურის მითითება სპეციალურ სექციაში. გარდა ამისა, აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ ინტერნეტ ბმულები, როგორც სქოლიოში, ასევე სექციაში "რესურსები ინტერნეტში". თავად ტექსტში წიგნი, ავტორი, გვერდები და ასეთი დეატლები არ ეთითება. კიდევ ერთხელ გთხოვთ, გაეცანით მაგ წესს.--Ouzo განხილვაწვლილი 14:53, 31 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]