ოლღა ბარამიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ოლღა ბარამიშვილი (დ. 30 ნოემბერი, 1907, თბილისი — გ. 29 სექტემბერი, 1956, იქვე) — ქართველი კომპოზიტორი და პიანისტი, სპეციალური და ზოგადი სოლფეჯიოს კურსის დოცენტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლღა ივანეს ას ბარამიშვილი დაიბადა 1907 წლის 30 ნოემბერს თბილისში. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოსა (პროფ. ა. თულაშვილი) და კომპოზიციის (პროფ. ს. ბარხუდარიანი) განხრით. 1931-1933 წ.წ. კვალიფიკაციის ასამაღლებლად სწავლობდა ლენინგრადის კონსერვატორიაში პროფ. ვ. შჩერბაჩოვისა და ხ. კუშნარევის ხელმძღვანელობით. 1938 წლიდან ოლღა ბარამიშვილი ასწავლიდა თბილისის კონსერვატორიაში ჰარმონიის კურსს როგორც ასისტენტი, ხოლო 1943 წლიდან დოცენტის რანგში — სპეციალურ და ზოგად სოლფეჯიოს კურსს. მას, როგორც კომპოზიტორს, დაწერილი აქვს ვოკალურ-სიმფონიური და სარომანსო ციკლები ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, ალექსანდრე პუშკინისა და სხვა გამოჩენილ პოეტთა ლექსებზე, მუსიკა სპექტაკლებისთვის და ა.შ. დ. სლიანოვასთან ერთად ოლღა ბარამიშვილს ქართულ მუსიკალურ მასალაზე დაყრდნობით დაწერილი აქვს სოლფეჯიოს სახელმძღვანელო. გარდაიცვალა 48 წლის ასაკში, 1956 წლის 29 სექტემბერს თბილისში.

რჩეული ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1938 — სუიტა "ბედნიერი ბავშვობა"
  • 1942 — ვოკალურ-სიმპონიური პოემა ”სიმღერა ქარიშხალაზე”
  • 1946 — პატარა სიმფონიური პოემა ”შვლის ნუკრის ნაამბობი” (ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მიხედვით)
  • 1950 — "ზღაპარი" (საფორტეპიანო პიესა)
  • 1951 — კანტატა ”ხალხთა ბედნიერება — მშვიდობა” (ტექსტი — გალაკტიონ ტაბიძე)
  • 1952 — "ახალგაზრდობის ვალსი" (სასულე ორკესტრისათვის)
  • 1953 — "ესპანური ცეკვა" (საფორტეპიანო პიესა)
  • 1955 — სუიტა შექსპირის ტრაგედიის ”რომეო და ჯულიეტას” მუსიკიდან

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гулбат Торадзе — Композиторы Грузии. изд. Хеловнеба, Тбилиси, 1973

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]