მომხმარებლის განხილვა:Sofio.sofia

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

ოთოჯი განხილვა 09:24, 5 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

თავისუფალი საქართველო (პარტია)[წყაროს რედაქტირება]

უკვე არსებობს გვერდი თავისუფალი საქართველო (პარტია) და არედაქტირეთ არსებული გვერდი. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:53, 10 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

ტექსტის ფორმატირება[წყაროს რედაქტირება]

ნუ შლით გვერდის ბოლოს არსებულ კატეგორიებსა და სქოლიოს/რესურსებს. ეს მოქმედება ვიკიპედიაში ვანდალიზმის ტოლფასია. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:36, 17 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ, ასეთი რაღაც არის. დავიწყებ სექციებით:

გვერდი იყოფა სექციებად. წაიკითხეთ, როგორ ხდება სექციების ორგანიზება - არის ზედა და ქვედა დონეები. ეს არის ახსნილი ამ შესანიშნავ მეგზურში: ვიკიპედია:ცნობარი.

თქვენ წერთ ასე:

'''საშინაო პოლიტიკა'''

სინამდვილეში უნდა იყოს

== საშინაო პოლიტიკა ==

ეს კეთდება იმისთვის, რომ სექციები ერთმანეთისგან გამოყოფილი იყოს. ამით ავტომატურად იქმნება სარჩევიც. დონეების ორგანიზება ახსნილია ზევით მოცემულ მეგზურში.

გარდა ამისა, დაიცავით ნეიტრალურობა - ეს ვიკიპედიის ერთ-ერთი პრინციპია. შესაძლოა, თქვენ არც გაქვთ ეს დარღვევა, მაგრამ ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება. მაგალითად, თუ პარტიის საქმიანობა დადებითად არის შეფასებული (ანუ რა დამსახურებები აქვს), უმჯობესია მოყვანილი იყოს წყაროები (თუკი ეს დამსახურება პრესაში იქნა ნახსენები). აგრეთვე დასაშვებია ვინმე ციტატის მოყვანა, სადაც ეს კონკრეტული პიროვნება პარტიის/პიროვნების საქმიანობას დადებითად აღწერს.

ამის გარდა - თავში გიწერიათ:

პოლიტიკური პარტია '''თავისუფალი საქართველო''' — მემარცხენე პოლიტიკური პარტია საქართველოში.

ორჯერ სიტყვა 'პოლიტიკური პარტია' არ არის საჭირო, ამისთვის არის დეფისის შემდეგ მითითებული, რომ ის პოლიტიკური პარტიაა. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:54, 21 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

მადლობა. კიდევ მაინტერესებს, არსებული მონაცემების წაშლა დაუშვებელია? ზუსტად ისეთი ფორმით გვინდა ტექსტის შეცვლა როგორც ვარედაქტირებ.

არსებული მონაცემების შეცვლა დასაშვებია, თუ:

  • თქვენი ინფო უფრო დაზუსტებულია
  • იცავს ნეიტრალურობის პრინციპებს
  • შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც ეწერა მანამდე (ანუ რაც მნიშვნელოვანია სტატიის შინაარსისთვის, უნდა დარჩეს)
  • გარდა ამისა, მცირე შენიშვნა - წწ-ებს არ ვიყენებთ, წერეთ პირდაპირ, ვთქვათ 1960-1961 წლებში. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:13, 23 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია. შენიშვნებს გავითვალისწინებ, ხვალ კიდევ დავამატებ თვითონ პარტიისთვის საჭირო ინფორმაციას და იმედია თქვენი დახმარებით შევძლებ საბოლოო ვარიანტის გაკეთებას :))

არ ვიქნები და იმედია, სხვა დახედავს. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:37, 23 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

იქნებ გამაგებინოთ რატომ შლით ჩემ მიერ შეტანილ ცვლილებებს? ძალიან ბევრჯერ ჩავასწორე და სულ უშედეგოდ. საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებები ძალიან მოკლედ არის, მე კი ვრცლად ვწერ. ასევე მაგ: რატომ არ შეიძლება დავარედაქტირო ესე – პარტიის ლიდერია თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე კახა კუკავა? ასევე მინდა გითხრათ, რომ ჯაბა ჯიშკარიანი აღარ არის პარტიის პოლიტ საბჭოს წევრი, შესაბამისად უნდა დარედაქტირდეს.

იხილეთ პასუხი. - ოთოჯი განხილვა 10:40, 4 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

რატომ მაწერინებთ მეორედ, რომ სექციები კეთდება ტოლობის ნიშნებით და არა სქელი ასოებით?

==ზედა სექცია==

===ქვედა სექცია===

--Henry McClean განხილვაწვლილი 07:42, 7 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

სექცია არ მინდა, უბრალოდ გამოყოფა მინდა ისტორიაში და ეგრეც არასწორია? და იქნებ დამეხმაროთ ლოგოს განახლებული ვარიანტის ატვირთვას ვცდილობ, ასევე მასალაში ფოტოს ჩასმაც მინდა და ვერ შევძელი დამოუკიდებლად წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Sofio.sofia (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამოყოფა რომ გინდათ, ცალკე პუნქტების გაკეთებისას უნდა გამოტოვოთ ერთი ცარიელი სტრიქონი, თორემ ერთმანეთზე იქნება მიტყეპილი. ლოგოს და ფოტოც რაც შეეხება - მიჩვენეთ, სად დევს ეგ განახლებულები და ვცდი განახლებას. --Henry McClean განხილვაწვლილი 07:57, 7 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

და კიდევ ხელი მოაწერეთ საკუთარ გზავნილებს. ეს ახსნილი გვაქვს --Henry McClean განხილვაწვლილი 07:59, 7 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ასე შეიძლება ხელის მოწერა

http://freegeorgia.ge/?menuid=9&lang=1 ამ საიტზე ნახავთ ახალ ლოგოს, ისე აქ ვცადე ატვირთვა და არ ვიცი შეინახა თუ არა.--Sofio.sofia განხილვაწვლილი 08:03, 7 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

რა განსხვავებაა, ვერ ვხვდები. ეს არის ის, რაც აქ დევს. თავად სიმბოლო (წარწერების გარდა) რამით განსხვავდება თქვენ მიერ დადებულისგან? --Henry McClean განხილვაწვლილი 08:06, 7 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

წარწერის გარეშე გვინდა რომ იყოს --Sofio.sofia განხილვაწვლილი 08:08, 7 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

მადლობა Henry. --Sofio.sofia განხილვაწვლილი 09:01, 7 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ!. სტატიას ესაჭიროება სქოლიო, რადგან კონკრეტული რიცხვებია მოყვანილი, რაც წყაროს საჭიროებს. გატყობინებთ, რომ მიუთითოთ სქოლიო, ანუ ბმული, რომ გაქარწყლდეს ეჭვი. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფორმაცია წაიშლება. ამისათვის იხილეთ: ვიკიპედია:წყაროს მითითება. - ოთოჯი განხილვა 08:29, 7 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]