მომხმარებლის განხილვა:Otogi/არქივი 8

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

თხოვნა

ოთო გამარჯობა, გილოცავ ახალ წელს. თუ მოიცლი მაკედონიის ტბებისათვის სულ სამიოდე მნიშვნელოვანი ტბაა ამ კატეგორიაში. --JABA 1977 17:46, 1 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ჯაბა. მადლობა, მეც გილოცავ ახალ წელს!. კი მივხედავ ამ საქმეს. - ოთოჯი განხილვა 18:00, 1 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

რჩეული სტატიებისათვის სტატუსის მოხსნა

გამარჯობათ, გთხოვთ, ამ გვერდზე შემოიხედოთ და თქვენი პოზიცია გამოხატოთ. ზოგიერთ სტატიისათვის სტატუსის მოხსნას, ექვსი თვის განმავლობაში, 4 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი ჰყავს და, მიუხედავად ამისა, დღემდე ინარჩუნებენ სტატუსს. მადლობა, წინასწარ.--Saliner 19:11, 6 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ. თუკი საზოგადოებამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ამა თუ იმ სტატიას უნდა მოეხსნას რჩეულის სტატუსი — ასეც მოხდება. - ოთოჯი განხილვა 19:14, 6 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
წესებში მითითებული არ არის რამდენ ხანს შეიძლება კენჭისყრა გაგრძელდეს, შესაბამისად, ასეთ მდგომარეობაში შეიძლება კიდევ დიდხანს იყოს. ამიტომ მოგმართეთ თქვენ, რომ იქნებ იმ სტატიებს (მაგ. ალბათობის თეორია), რომლებსაც ამ გვერდზე რამდენიმე თანხმობა აქვთ, მოუხსნათ სტატუსი, ან წინააღმდეგი წახვიდეთ, ან რამე აზრი გამოთქვათ საერთოდ ამ მდგომარეობაზე.--Saliner 19:24, 6 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
მესმის შენი სალინერ. არსებობს მრავალი ისეთი გვერდი, რომელიც სათარგმნია. სამწუხაროდ ამ მიმართულებით მე არ ვმუშაობ. ისიც საკმარისია, რომ საზოგადოება ასეთი სტატიებისთვის რჩეულის სტატუსის მოხსნას ითხოვს. - ოთოჯი განხილვა 14:14, 7 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

შეკითხვა

გაუ, სტატუსი გუშინ ერთ სტატიას მოვუხსენი. გთხოვ გადახედო რამდენად მართებულად გავაკეთე. ისე მხოლოდ ადმინს შეუძლია მოხსნა? თვითონ Saliner-მა რატომ არ გააკეთა?--ცანგალა () 15:58, 7 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
გამარჯობა. რჩეულის სტატუსის მოხსნა შეუძლია ყველა მომხმარებელს. სასურველია ადმინისტრატორმა შეასრულოს ეს საერთო პროცედურა (მაგ., როდესაც სტატიას ეხსნება რჩეულის სტატუსი, საჭიროა სტატიის დაცვის დონის შეცვლაც, რაც მხოლოდ ადმინისტრატორს შეუძლია). სალინერმა მხოლოდ პოზიცია დააფიქსირა. რომელ სტატიას მოუხსენი რჩეულის სტატუსი ?. - ოთოჯი განხილვა 16:04, 7 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
განხილვა:დიდი კატები. კარგ საქმეს აკეთებ.--ცანგალა () 16:15, 7 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]
სამწუხაროდ დიდ დროს ვეღარ ვუთმობ ვიკიპედიას, ბევრი რამ არის გასაკეთებელი. - ოთოჯი განხილვა 16:51, 7 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაითვალისწინეთ რამდენ სტატიასაც მოუხსნით სტატუსს იმდენით უნდა შემცირდეს ამ თარგში რაოდენობაც. --JABA 1977 13:54, 8 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამომრჩა. გაკეთდა. - ოთოჯი განხილვა 06:24, 9 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვიკიშეხვედრა

გთხოვთ დროულად დააფიქსიროთ თქვენი აზრი თარიღთან დაკავშირებით--დათო1010 04:00, 14 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

კენჭისყრა

გამარჯობა, ოთო. როგორც რჩეული სტატიის კანდიდატის კენჭისყრაში მონაწილე მომხმარებელმა, გთხოვ გამოთქვა შენი აზრი ამ სტატიის სახელწოდებასთან დაკავშირებით. გმადლობ. Nodar Kherkheulidze განხილვა 09:20, 25 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაუმარჯოს! აუცილებლად დავაფიქსირებ ჩემს აზრს. მადლობა შეტყობინებისთვის. - ოთოჯი განხილვა 09:40, 25 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ, იხილოთ ფორუმში მიმდინარე განხილვის რეზიუმე და მიიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში. მადლობა, Deu. 13:18, 29 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

მადლობა შეტყობინებისთვის. მაგ თარგის გამოყენების მომხრე არ ვარ. - ოთოჯი განხილვა 15:29, 29 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

gamarjobat batono otot

ai shevqwmeni satatia mara qvemot ragac miwers da verad averm ivxdi raa maxet tqventviton es linkia https://en.wikipedia.org/wiki/Gurians წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Haniblus (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობათ! მანამ სანამ სტატიას შექმნით ვიკიპედიაში აჯობებს გაეცნოთ მის პრინციპებს. გამოიყენეთ სავარჯიშო გვერდი, ნუ ჩქარობთ. - ოთოჯი განხილვა 21:03, 21 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

gamarjob

es suratm imegadavige erti wliswin baxmaroshi gvarebic vici am bavshvebis da sad cxovroben isisc vici erti qatamadze gvarad anu wituri bichi roa da ra vqna exla licenzia rogorm ovipovo ver xvdeb iragvaketop o ? :)წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Haniblus (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ქართულ შრიფტებს რა სჭირს ?. თუკი გსურთ, რომ აღნიშნული სურათი თავისუფლად ვრცელდებოდეს შეგიძლიათ ატვირთოთ კომონზზე. აი აქ შეგიძლიათ ატვირთოთ სურათი. ნებისმიერ შემთხვევაში ლიცენზია საჭიროა, ეს ვიკიპედიის წესია. - ოთოჯი განხილვა 17:39, 22 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

,,

da me inglisuri gverdistvis minda ia ro gvaxseni gurulebze iq ro davdo magi suratri da avtori me var da rogor mivutito eg chemi potoa daraniarad movaaxerxo ubralod eg mitxari :) odnoebshi aris eg fotoebi maroto :)))წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Haniblus (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ჰოდა თუ გსურთ, რომ ინგლისურ ვიკიპედიაში ჩასვათ სურათი ამისათვის საჭიროა ატვირთოთ იგი კომონზზე (ბმული დავდე უკვე). სოციალურ ქსელებს მე არ ვიყენენ და მე ნუ მიმტკიცებთ ამას. აი იხილეთ: ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები / en:Wikipedia:Template messages/File namespace. - ოთოჯი განხილვა 17:55, 22 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

..

veraferi gavuge amas :((((წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Haniblus (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ქვემოთ მოცემული შინაარსი დააკოპირეთ და მოათავსეთ იგი ფაილის გვერდში, აგრეთვე დაურთეთ შესაბამისი სალიცენზიო თარგი (ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები).
{{ინფორმაცია
| აღწერა = (სურათის აღწერა)
| წყარო =  
| თარიღი =  
| ავტორი =  
| უფლება =  (აქ არჩეული თარგი მაგ., {{CopyrightedFreeUse}})
}}  
- ოთოჯი განხილვა 19:35, 22 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

:(

მოკლედ, შევქმენი გვერდი, სადაც გადმოვიტანე ზუსტად იგივე ტექსტი რაც საიტზე იყო, ხოდა წამიშლეს და გამაფრთხილეს, საავტორო უფლებების გამო ადმ.სამართალდარღვევათა ღონისძიებები გატარდებაო :/ მე მაინტერესებს, რა უნდა ვქნა საიმისოდ რომ საიტზე არსებული ტექსტის იდენტური ტექსტის განთავსება შევძლო ვიკიპედიაზე? არსებობს ვარიანტი რომ სხვა ტექსტი დავწერო. მაგრამ რთულია როდესაც საქმე კონკრეტული კომპანიის ისტორიას ეხება. და მხოლოდ სიტყვების გადანაცვლებას რა აზრი აქვს :( წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Archi-group (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობათ! მე წავშალე თქვენ მიერ შექმნილი სტატია, რადგან პირდაპირ იყო დაკოპირებული საიტიდან. მე მაინტერესებს წარმოადგენს თუ არა თქვენ მიერ განთავსებული ინფორმაცია საავტორო უფლებების ობიექტს ?. ვიკიპედიაში ასეთ გაუგებარ მდგომარეობაში მყოფი სტატიები იშლება ან თავსდება თარგი. ამ შემთხვევაში აზრი აქვს იმას, რომ სტატია იყოს ვიკიპედიის სტანდარტების შესაბამისი. იხილეთ: ვიკიპედია:საავტორო უფლებები. - ოთოჯი განხილვა 19:20, 2 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

:

კი, პირდაპირ იყო დაკოპირებული საიტიდან, ვინაიდან სამსენებლო კომპანიის ისტორიის სხვანაირად დაწერა რთულია, გარდა ამისა კომპანიის მოთხოვნა და სურვილია რომ საიტზე განთავსებული ინფორმაცია იყოს ვიკიპედიაზეც. პირველად ვქმნიდი გვერდს და არ ვიცოდი რა და როგორ უნდა გამეკეთებინა :/ და პრინციპში არც ეხლა ვიცი და ბევრი ვიბოდიალე ვიკიპედიაზე მაგრამ მაინც ვერ მივაგენი გზას როგორ შეიძლება მოვიქცე და როგორ სეიძლება განვათავსო იგივე ტექსტი რაც საიტზეა და თუ დამეხმარები, რჩევას მომცემ, ან მეტყვი კარგი იქნება / - წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Archi-group (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

მე შემიძლია ავღადგინო წაშლილი გვერდი, თუმცა სტატიებში ბევრი არაენციკლოპედიური ელემენტები შევნიშნე, მაგ., გთავაზობთ და სხვა, რაც ერთგვარ რეკლამას ემსგავსება. ასეა თუ ისე სტატიას ესაჭიროება კორექტირება. სტატიას ავღადგენ თუმცა მისი ბედ-იღბალი ვიკიპედიის რედაქტორებმა გადაწყვიტონ. - ოთოჯი განხილვა 20:02, 2 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

<3

სტატიას დავარედაქტირებ და რეკლამის ელემენტებს ამოვიღებ <3 დიდი მადლობა ^_^ წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Archi-group (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

რედაქტირებამდე კარგი იქნება თუ გაეცნობით შესაბამის გვერდებს. იხილეთ: ვიკიპედია:გადამოწმებადობა/ ვიკიპედია:წყაროს მითითება/ ვიკიპედია:ლიტერატურის მითითება/. - ოთოჯი განხილვა 20:18, 2 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
სტატია აღვადგინე. არქი ჯგუფი. პ.ს. არანაირი პლეხანოვი. მართალია მეტწილად ხალხი კვლავ პლეხანოვს უწოდებს (განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა) თუმცა აუცილებლად დავით აღმაშენებლის გამზირი. - ოთოჯი განხილვა 20:23, 2 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

1

სანამ რაიმე სისულელეს ჩავიდენ ისევე აქვე ვიკითხავ, წყაროდ რომ საიტი მიეთითოს შეიძლება? და თუ შეიძლება რომ პლეხანოვი დავტოვო, ვინაიდან პროექტს მასე ქვია ო.ო მაგრამ მისამართის ჩაწერის დროს აღმაშენებლის გამზირს დავწერ.

კი შეიძლება წყაროს სახით საიტის მითითება. - ოთოჯი განხილვა 20:43, 2 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

მადლობა

მოკლედ, დიდი მადლობა ოთოჯი <3 წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Archi-group (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

სურათის დამატება სტატიაში

გამარჯობა ოთოჯი, მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი სურათის/სურათების დამატება სტატიაში?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Archi-group (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობათ! კი არის შესაძლებელი. იხილეთ: ვიკიპედია:მოგვწერეთ რედაქტორმა ამომწურავად გიპასუხათ. სურათებზე ლიცენზიაა საჭირო. - ოთოჯი განხილვა 11:36, 5 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

მაინტერესებს

შევამჩნიე, რომ მომხმარებლების განხილვის გვერდებიდან (არქივიდან) შლი. რა კატეგორიას აჩვენებს? რას უშლის ეს ხელს. წესების დარღვევა ხომ არ არის ინფორმაციის წაშლა?--ცანგალა () 17:38, 6 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

არანაირი ინფორმაცია არ იშლება განხილვის გვერდებიდან. იშლება მხოლოდ არარსებული ფაილი, რომელიც იწვევს კატეგორია:გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით. - ოთოჯი განხილვა 19:05, 6 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
მადლობა ინფორმაციისთვის. თუ ჩემი განხილვის გვერდებიც აღმოჩნდება ამ კატეგორიაში სურვილი მაქვს რომ არ წაიშალოს. მადლობა. კატეგორია ავტომატიურად ჩნდება?-ცანგალა () 13:31, 7 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
კატეგორია ავტომატურად ჩნდება, როდესაც ფაილი წაშლილია. როდესაც ამოშლი არარსებულ ფაილს, მაშინ ამოიშლება კიდეც შენი გვერდიდან ის კატეგორიაც. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:34, 7 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

თხოვნა

ოთო, ერთი, თუ შეგიძლია, თხოვნა მაქვს სტატიის გადატანაზე. დომხალი მოვახდინე საუკუნის წინ და რაღაცეები გადასატან გადმოსატანია. Mike + The Mechanics წასაშლელია უბრალოდ (გადამისამართების გვერდი), რომ ზედ გადავიტანოთ Mike & The Mechanics და Mike and The Mechanics. მადლობა. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:46, 11 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

Mike + The Mechanics წავშალე, კიდევ ხომ არ არის რამე ?. - ოთოჯი განხილვა 08:55, 11 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
მგონი, არა. Mike & The Mechanics/Mike and The Mechanics-იდან მაგაზე უნდა გადავამისამართო. მადლობა! --Henry McClean განხილვაწვლილი 08:59, 11 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
არაფრის ჰენრი, რისი მადლობა :). მომმართე ხოლმე. - ოთოჯი განხილვა 09:02, 11 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

ბოდიში

ბოდიში, ოთო, მექანიკურად შევედი და ჩავასწორე რაღაც, ამ დროს შენც მუშაობდი. ისე იურული პარკი (ფილმი) გვაქვს. 'პერიოდი' მგონი რუსების თარგმანიდან მოდის. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:15, 19 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

კარგი რა ჰენრი რისი ბოდიში :). რაშია იცი საქმე, მგონი იურული გეოლოგიურ პერიოდს აღნინშავს ხომ ასეა ? (ამ ფილმის ისტორია არ ვიცი, პატარაობაში მაქვს მხოლოდ ნანახი), თუ ასეა, შესაბამისად, იურული სისტემა ან პერიოდი ერთიდაიგივეა და იურული პერიოდი მართებულია ვუწოდოთ. - ოთოჯი განხილვა 13:20, 19 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჰო მანდ უკვე გააჩნია, ავტორს რა აქვს ჩაფიქრებული - ანუ ზოგადად იურული პერიოდის პარკი ხომ არ ჟღერს, როგორც იურულ პერიოდში აშენებული პარკი? --Henry McClean განხილვაწვლილი 13:36, 19 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
საერთოდ, იურული გეოლოგიური ტერმინია და მე პირადად მაქვს წაკითხული მხოლოდ იურული, მაგ., იურულში კლიმატი ასეთი და ასეთი იყო. შესაბამისად, იურულიც გამოიყენება როგორც ტერმინი. ესეც შეიძლება და ისეც. იურულ პერიოდში ადამიანი არც არსებობდა და შესაბამისად, ვერც პარკს ააშენებდა :). ფილმში, იურული პერიოდის პარკი ალბათ ნიშნავს, რომ იურული პერიოდის ფაუნა და ფლორაა წარმოდგენილი, კიდევ ვიმეორებ, ფილმის ისტორია ნამდვილად არ ვიცი. - ოთოჯი განხილვა 13:58, 19 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

საფოსტო მტრედი

ისე ინფორმაციისთვის. ასეთი ისტორიაა - გასულ კვირაში ვიყავი ქალაქგარეთ და სადაც ვიყავი, იქ შევიარე ერთ ოჯახში. საშინაო დავალებად ჰქონდა ბავშვს, დაეწერა ინფორმაცია განვლილი მასალიდან, რომელიც კომუნიკაციის საშუალებებს ეხებოდა (მტრედი, ფოსტა, გზავნილი ბოთლში, ტელეფონი და ა.შ.). სახელმძღვანელოებში ყველგან მიწერილია მაგ დავალებებზე, რომ უნდა გამოიყენონ wikipedia.org (არ წერია, რომელ ენოვანი). ყოველ შემთხვევაში, ასეა. გარდა ამისა, ამ ბოლო დროს სულ მხვდება აქ ნაწერები - 'აუ ვერ ვიპოვე და რა დავწერო' და ეგეთები. რა უნდა მოუხერხო ახლა ამათ? :D ან რა იმედით აძლევენ ვიკიპედიის ბმულს - თვლიან, რომ ინგლისურიდან/რუსულიდან თარგმნიან თუ ქართულში არის საკმარისი ინფორმაციოა, ამას ხომ არ ფიქრობენ? ამიტომ, მე მგონია, უპრიანი იქნება, დარღვევების თარგების სიაში, რომელიც შოთამ გააკეთა, რაღაც თარგი ჩავამატებინოთ, სადაც ალბათ ასეთი პათოსით დაიწერება, ვთქვათ: ქართული ვიკიპედია ჯერ მზადების პროცესშია. თუ მომხმარებელს სურს ვრცელი ინფორმაციის მიღება ამ თუ იმ საკითხზე და ვერ პოულობს ჩვენთან, ალტერნატიული რესურსები უნდა გამოიყენოს. არ ვიცი, რაღაც ასეთი რომ იყოს, თორემ ვერ იგებენ, რა და საიდან დაწერონ და უკვირთ, რომ ვერ პოულობენ. მერე ის ბავშვი წერდა ფოსტაზე და იმდენად ცოტა ეწერა ქართულში, რომ რუსულიდან ვუთარგმნე რაღაცეები. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:18, 2 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, პირადად ჩემთვის გაუგებარია თუ რატომ აძლევენ, ვთქვათ, მასწავლებლები ასეთ უაზრო ფორმატში ბავშვებს დავალებას, რომ წერონ ვიკიპედიაში. ვიკიპედიაში სტატიას ასეთი დავალებით ვერ დაწერ. საჭიროა სხვა მიდგომა, შესაძლოა თვით მასწავლებლებსაც აინტერესებთ ვიკიპედიის არსი, აქ ხომ ბევრი ისეთი რამე წერია, რაც სხვაგან ვებ-სივრცეში ვერც კი იოცნებებს ადამიანი ამის წაკითხვას. მე როცა ინსტიტუტში ვსწავლობდი, ინფორმატიკის ლექტორს (გოგოს) აინტერესებდა ვიკიპედია მაგრამ ვიკიპედიის გონზე არ იყო. ერთხელ მითხრა, რომ ის ატარებდა ექსპერიმენტებს. მე იმის თქმა მინდა ამით, რომ ვიკიპედია მუდამ ტესტირების მსხვერპლი ხდება, ხშირად ნონსენსური, ხშირად კი — საშინელი ვანდალიზმისა. ბავშთა შემოსევები, რომ ხდება აქ ჩვენთან, იმითაც მტკიცდება, რომ ცნობილ ქართველებზე სტატიები მუდამ ვანდალდება, მაგ., იხილეთ სულხან-საბა ორბელიანის ისტორია. თარგის ჩამატება/განახლება მუდამ აქტუალური საკითხია ვიკიპედიაში, შენი იდეა მომწონს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ვიკიპედია (არა მხოლოდ მისი ქართულენოვანი განყოფილება) ჯერ კიდევ დაუსრულებელი პროექტია, ამიტომ თარგის შექმნაზე შეიძლება ფიქრი. კიდევ ერთი რამ მინდა ავშნიშნო, შეიძლება ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვებოდეს ქართულ ვიკიში, მაგრამ ეს ხელს ვერ შეუშლის მის საერთო მნიშვნელობას. მაინცდამაინც თავს იკლავენ თქო თანამედროვე ახალგაზრდები კითხვით, ვერ ვიტყვი და, ქართული ვებ-სივრცე შტერობებით გაივსო. ინტერაქტიული გამოკითხებიც ადასტურებს საზოგადოების მიდგომებს. ანუ დიდ ვიკიპედიებში ინფორმაციის მოთხოვნა არსებობს და არის კიდეც, ჩვენთან სხვა სიტუაციაა, რადგან ვიკიპედიის მსგავსი პროექტების მიმართ დიდ ინტერესს მაინცდამაინც არ იჩენენ ჩვენთან, რაზეც სტატისტიკაც მოწმობს. ჰენრი, გინდა, გაცინო ?, მე, მიშას, გიო 13 და სხვებს, ადრე გვქონდა შეხვედრა სამედიცინოს სტუდენტებთან (თუ არ ვცდები) და ვუხსნიდით მათ ვიკიპედიის არსს (?) რამდენი ილაპარაკა მიშამ, ავუხსენით ყველაფერი, და ბოლოს ერთ-ერთი (?) გამოდის და კითხულობს — „სტატია როგორ დავწეროო“ ? D. მერე მიშას ვეუბნები, ახლა მედიავიკებზე, ინფოდაფებზე და ნავდაფებზე რომ დაგვეწყო საუბარი ხომ ხვდები იქ რა მოხდებოდა თქო D. დაახლოებით ასე გარემო შეიქმნა მაშინ და ბავშები რომ მაიმუნობენ აქ, რაღა გასაკვირია, არ ესმით. მე იცი რას ვფიქრობ ? ურიგო არ იქნებოდა რაიმე სასწავლო ვიდეო-გაკვეთილები გაგვეკეთებინა და ინტერნეტში აგვეტვირთა. - ოთოჯი განხილვა 18:58, 2 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
მე სკოლის წიგნებში ნანახი მაქვს, როგორაა მითითებული wikipedia.com ვიკრიჭები ბოლო დროს, ჩვენი fb გვერდის ზრდასთან ერთად, იქ შეხედვა აღარ მინდა! ხალხი მართლა გონზე არაა, რა არის ვიკიპედია, ისეთ იდიოტობებს ითხოვენ. ცნობათა ბიურო ვგონივართ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! უარს ეტყვი და ღიზიანდებიან. ვფიქრობ, ამ ეტაპზე, დიდი, შეიძლება რჩეული სტატია გავაკეთოთ ზოგადად ვიკიპედიის შესახებ, რომელსაც რაც შეიძლება გავავრცელებთ, მეტ პიარს გავუწევთ. ამჟამინდელი სტატია ცოტა სამარცხვინოა. — Mikheil მიწერა 19:07, 2 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

მეც მაგას ვფიქრობ დიდი ხანია, ოღონდ ჩემგან კაი დიქტორი ვერ გამოვა და მაივიდეოზე დადებული საბავშვო ტუტორიალების დონე არ მინდა, გამომივიდეს :D მქონდა ეს იდეა თვეების წინ. გაფრთხილების თარგის ტექსტს რაც ეხება, ალბათ უნდა ეწეროს დაახლოებით ასე - ვერ იპოვეთ ჩვენთან? სცადეთ სხვაგან მოძიება (ზოგადი აზრი, ალბათ). ისე შენ კი იცი, რამდენად მაღელვებს მე ეს საკითხი და ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ - რომ არა ეს სასკოლო ექსპერიმენტები, იდეალური სიტუაცია თუ არა, იდეალურთან მიახლოებული გვექნებოდა, ბოლო 3 წელი მინიმუმ ვანდალების 90 პროცენტს შეადგენენ სასკოლო ე.წ. რეფორმების შედეგად შემოყრილები. მანდაც ხომ ხვდები, რამდენიმე კატეგორიაა. ერთია, რომელიც საკუთარ თავზე წერს (ალბათ ამას თავად პოულობს, სკოლისგან დამოუკიდებლად); მეორეა, რომელიც ვერ პოულობს და რაღაც სისულელეს წერს (ეს სასკოლო დავალებასთან არის კავშირშიი); მესამე, რომელიც ამოშლის და/ან რაღაც სიმბოლოებს მიაწერს (ეს უფრო ტესტერები არიან), მეოთხე კიდევ გენიტალიებზე ნამეტანი შეყვარებულია. :D ა ჰო დამავიწყდა მეხუთე - ერთმანეთზე რომ წერენ რაღაცეებს (მერე ალბათ სკაიპში უგზავნიან ერთმანეთს, მაგიტომ ვცდილობ, დავასწრო ამოშლა) და მეექვსეც - ბოლოში რომ აწერენ ხოლმე, 'დაწერა ამან და ამანო' :D მოკლედ, სპექტრია ისეთი, დისერტაციას დაწერს კაცი. თუმცა, ერთია საინტერესო - თუკი ბევრმა ისიც არ იცის, როგორ დაწეროს სტატია, ესე იგი, ვიღაც უხსნის სკოლაში როგორ უნდა არედაქტიროს.

მიხეილ, მგონი წეღან ვნახე ფეისბუკის გვერდი თქვენი და შევამჩნიე ეგ გზავნილი. საინტერესოა უცხოელი კოლეგების გამოცდილება ასეთ ხალხთან. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:10, 2 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰო, გენიტალიებზე არაფერს აღარ ვიძახი. ზოგჯერ პატარა ასაკში ბავშვებს იტაცებს ეს საკითხები და ფსიქოლოგიურ მომენტებში (ყურადღებაში) გადაეზრდებათ ხოლმე. ამ საგნების ხატვა, ხშირად ხსენება და სხვა. აი, ვიკიპედიაშიც არაერთი ფაქტის მომსწრეები გამხდარვართ ამ მიმართულებით. - ოთოჯი განხილვა 19:32, 2 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
ჰენრი, შენ გვერდის პირად წერილებში უნდა განახა, რა ხდება! არაფერი არ ჭრის! ვიდეოტუტორიალს რაც შეეხება, გავაკეთოთ ტექსტი და გახმოვანებას ჩემს თავზე ვიღებ, გარკვეული გამოცდილება მაქვს ამ მხრივ. — Mikheil მიწერა 19:33, 2 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
მოკლედ, იდეა ნამდვილად ღირებულია და, იქნებ, ვინმეს გაუადვილოს, თან, ჩემი აზრით, უნდა გამოქვეყნდეს ორივე სერვისზე (myvideo/youtube), მაღალი ხარისხით (Youtube-ზე ტელეფონით ექაუნტის აქტივაციის შემდეგ ჩაირთვება გრძელი ვიდეოების გამოქვეყნების ფუნქცია). შესადგენია ძირითადი პუნქტები, თუ რა უნდა იყოს ამ ტუტორიალებში და ტექსტია დასაწერი, თორემ იმპროვიზაციით რთულია. --Henry McClean განხილვაწვლილი 04:47, 3 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

კრის

ოთო, ვიცი, რომ სახელმძღვანელო გვაქვს, მაგრამ ქრისზე საბოლოო შეთანხმება გვაქვს? რამდენიმე კრისი გვაქვს ვიკიში და კრისტოფერებიც. --Henry McClean განხილვაწვლილი 09:38, 3 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ისე მაგ დახმარების მიხედვით კრის არის და არა ქრის. იქნებ გავარკვიოთ ეს. --Henry McClean განხილვაწვლილი 09:40, 3 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, აშკარად რის არის. კრისტოფერ და არა ქრისტოფერ. მაგ., რისტოფერ ფრაი (Christopher Fry) - ინგლისელი მწერალი (ქსე-ს ტ. 10, გვ. 388). განხილვაც არ უნდა მაგას, აშკარად არის. შესაბამისაც რის ბრაუნია მართებული. - ოთოჯი განხილვა 09:52, 3 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

შეკითხვა

გამარჯობა. რატომ არის მასალაში ჩემ მიერ შეტანილი ცვლილებები მიუღებელი? ძალიან ბევრჯერ ვცადე უშედეგოდ. ჩემ მიერ დღეს მითითებულ ლინკში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ ჯაბა ჯიშკარიანი არ არის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ამიტომ უნდა დარედაქტირდეს. ასევე რაც შეეხება პარტიის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსებს, მგონი უმჯობესი იქნება თუ იქნება ვრცლად და იქნებ დატოვოთ ისე, როგორც მე მაქვს.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Sofio.sofia (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობათ! პირველ რიგში, მრჩება შთაბეჭდილება, რომ პარტიას რეკლამას უწევთ. პარტია და პოლიტიკოსები ერთ დღეს ამას მიიჩნევენ, ხოლო მეორე დღეს იმას და ეს მათი მოვალეობაა, ორიენტაციის მუდმივი რღვევა. ზოგადად, ფისკალური საკითხები, MAP-ი და ასეთი საკითხების განხილვა აქ ვიკიპედიაში არ არის მიზანშეწონილი. როდესაც ენციკლოპედიაში სწერთ სტატიას იგი უნდა აკმაყოფილებდეს მის სტანდარტებს. ვიკიპედია ეს ენციკლოპედიაა. ანუ ის რაც თქვენ ჩაწერეთ აშკარად რეკლამაა, მაგ.,
ვიკიციტატა
„უნდა შეჩერდეს საავადმყოფოების პრივატიზება და ექიმების საქმიანობა უნდა იყოს დაფასებული. სახელმწიფომ უნდა გაზარდოს მოქალაქეების დაზღვევისთვის დაფინანსება და გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების ხარჯები აიღოს საკუთარ თავზე. ასევე, უნდა გაიზარდოს სახელმწიფოსგან 100%-ით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა.“
რაც შეეხება პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს, აქაც შეგიძლიათ შეიტანოთ ცვლილება, თუმცა ყოველ ჯერზე ცვლილება კონსტრუქციული უნდა იყოს. - ოთოჯი განხილვა 10:38, 4 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

რას ნიშნავს კონსტრუქციული ცვლილება? ფაქტია რეალურად ეს ადამიანი არ არის საბჭოს წევრი, მე ვშლი თქვენ კი ისევ ტოვებთ. რაც შეეხება რეკლამას: რეალურად გვინდა პარტიის პოლიტიკური პლატფორმა უფრო ვრცლად რომ იყოს და არა ესე "მშრალად" რისი საშუალებაც არ მეძლევა...წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Sofio.sofia (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ეს ადამიანი ამოვიღე სტატიიდან. ინფორმაციის დამატება ყველას შეუძლია, თუმცა, ვიმეორებ, არსებული ინფორმაცია უნდა აკმაყოფილებდეს ვიკიპედიის წესებს. ვიკიპედია არ არის ტრიბუნა და სხვადასხვა გამოხტომების ადგილი. ეს განხილვას არ ექვემდებარება. იხ. ვიკიპედია:რა არ არის ვიკიპედია. პ.ს. ხელმოწერა ნუ გავიწყდებათ. - ოთოჯი განხილვა 11:32, 4 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

თარგი:USA imagemap with state names

თარგი:USA imagemap with state names — შეგიძლია თარგში ცვლილების გაკეთება? რუკაზე უნდა ჩანდეს უაიომინგი და არა აიომინგი.--ცანგალა () 10:15, 6 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

თარგში ვერ შეიტან ცვლილებას. აქ გაქართულებულ რუკაზეა საუბარი. ვინც ეს ფაილი გააკეთა: File:Map of USA with state names ka.svg იმას მიმართე ან ვინც აქართულებს რუკებს. - ოთოჯი განხილვა 10:23, 6 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
გაკეთდა--შოთა [UT] 17:16, 6 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
მადლობა შოთა :). - ოთოჯი განხილვა 18:36, 6 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

Jaqeli-ს თხოვნა

Otogi სალამი ჩემს ინგლისური ვიკის გვერდზე Jaqeli-მ ეს ეს შეტყობინება დამიტოვა, გადახედე, მემგონი მართლა გაუგებრობის ბრალია :) --g. balaxaZe 19:40, 8 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

არცერთი საღად მოაზროვნე ადმინისტრატორის მიზანი არ შეიძლება იყოს მომხმარებლის იზოლაცია საზოგადოებისაგან; მომხმარებლის ბლოკირება ჩემთვის ყველაზე არასასიამოვნო პროცესია. მაგრამ ზოგჯერ უკიდურესებაა საჭირო. მომხმარებელი:Jaqeli ბლოკირება გარდაუვალი იყო, რადგან მან თავიდანვე თვითნებურად დაიწყო ქართულ ვიკიში მოქმედება, რაც სხვების მიმართ უპატივცემულობის გამომხატველობაა. უნდა გვესმოდეს, რომ აქ საზოგადოება მუშაობს, რომლის საბოლოო მიზანია ქართულ ენაზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის შექმნა. ამ პროცესის მონაწილე მათ შორის ვარ მე. მომხმარებელი:Jaqeli-ის მხრიდან აშკარად ჰქონდა ადგილი კომპრომეტირებას, რაც ვიკიპედიაში ბლოკირებით მთავრდება. Giorgi Balakhadze მე ვიკიპედიაში გუშინ კი არ მოვსულვარ :). ქართული ვიკიპედიის შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი ვიცი, ამიტომ ჩემს გაბრიყვებას ნურავინ ნუ შეეცდება. გარდა ამისა, ვიკიპედიაში ხშირად მოდიან ადამიანები, სხვებს გუაფუჭებენ საქმეს და ამით კმაყოფილდებიან, ამის მაგალითები უხვადაა ქართულ ვიკიპედიაში. ჩემი გადმოსახედიდან ეს გარემოება უბრალოდ ღიმილისმომგვრელია. ნამდვილად განათლებული ადამიანი არასოდეს არ დაიწყებს ლაპარაკს, რომ იგი განათლებულია და ბევრი იცის :). ახლა რაც შეეხება თხოვნას: მომხმარებელი:Jaqeli-ს ბლოკირების პერიოდში მიეცემა საშუალება, რომ უკეთ გაეცნოს ვიკიპედიის წესებს! ამ პერიოდში უნდა დაფიქრდეს, რომ პირად შეტევებზე გადასვლა დაუშვებელია აქ — ვიკიპედიაში, ქუჩაში, რომ ვიყოთ სხვა საქმეა. მისი ქმედება იყო ჩემი კომპრომეტირების მცდელობა. ვიკიპედიაში როდესაც მომხმარებელი რეგისტრირდება, მისი სახელი არ უნდა იყოს ეპატაჟური, ხოლო ჩემი ინტერნეტ-სივრცის ზედ-ფსევდო (და არა სახელი, ოთო მქვია) არაეპატაჟურია და მისი დამახინჯების უფლება არავის არ აქვს. მომხმარებელი:Jaqeli დაიბლოკა არა მარტო იმისთვის, რომ მე პირადში მომაყენა შეურაცხყოფა, არამედ იმისთვისაც, რომ მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, თვითნებურად მოქმედებდა, რაც საბოლოო ჯამში ბლოკირების მიზეზი გახდა. პ.ს. თუკი კვლავ განმეორდება ასეთი ქმედებები მისი მხრიდამ, ბლოკირების ვადა გაიზრდება. გმადლობთ. - ოთოჯი განხილვა 20:24, 8 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
გამაჯობა, კოლეგებო. მართალია, ამ თემას არ ეხება, მაგრამ ცნობისთვის დავწერ, რომ ჯაყელი, როგორც თავისი წინაპრების ღირსეული შთამომავალი, აგრძელებს მოღვაწეობას ქართველობის წინააღმდეგ და ავლენს საკუთარ ღრმა განათლებას. Nodar Kherkheulidze განხილვა 10:49, 9 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
სამწუხაროა, რაღა უნდა დავამატო. ნოდარ, აქედანვე მოგიწოდებ სიმშვიდისაკენ და აშკარად შეგნებულად მოქმედებს მომხარებლების გასაღიზიანებლად. საინტერესოა ხერხეულიძეებმა რა დაუშავეს მის საგვარეულოს ?, ასე ენთუზიაზმით, რომ ითხოვს თარგის წაშლას :). - ოთოჯი განხილვა 11:05, 9 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
არ არის ცნობილი საგვარეულო და არ სჭირდება არც თარგი და არც კატეგორიაო. ალბათ, ის დაუშავეს, რომ ერთგულებად არიან ცნობილები, ჯაყელების მოღვაწეობის შესახებ კი კარგად მოგეხსენებათ ისტორიიდან. კი, რა თქმა უნდა, მშვიდად ვარ და მშვიდადაც ვუპასუხე. Nodar Kherkheulidze განხილვა 11:10, 9 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]